ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ტრამპი დამნაშავედ ცნო

ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფინანსური დოკუმენტაციის გაყალბების საქმეზე 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. ამ გადაწყვეტილებით დონალდ ტრამპი გახდა აშშ-ის პირველი ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დამნაშავედ ცნეს. ახლა ტრამპს პატიმრობა ან პირობითი სასჯელი ემუქრება. სასჯელს 11 ივლისს მოსამართლე ხუან მერშანი გამოაცხადებს. თუმცა როგორც CNN წერს, ტრამპი, რომელიც ცნობილია მის წინააღმდეგ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებით, […]

ვაშინგტონი და ბერლინი უკრაინას ნებას რთავს, ხარკივთან, რუსეთის ტერიტორიაზე იერიშისთვის დასავლური იარაღი გამოიყენოს

შეერთებულმა შტატებმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მან უკრაინას ნება დართო, ამერიკის მიწოდებული იარაღი რუსეთზე თავდასხმისთვის გამოიყენოს, თუმცა მხოლოდ ხარკივის სიახლოვეს. ეს გადაწყვეტილება პოლიტიკაში მნიშვნელოვან ცვლილებაზე მიუთითებს. ამ დრომდე პრეზიდენტი ბაიდენი უარს ამბობდა ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე თავდასასხმელად უკრაინისთვის ნების დართვაზე. უკრაინის ხელისუფლება დიდი ხანია სთხოვს შეერთებულ შტატებს, შეცვალოს ეს პოლიტიკა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც მაისის […]

“პასუხი გაეცათ” – ბესიკის ბიზნეს ცენტრზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ოცნების” დეპუტატმა აიღო

ბესიკის ბიზნეს ცენტრზე თავდასხმასთან დაკავშირებით, სადაც ბრიტანეთის სავიზო ცენტრია განთავსებული პასუხისმგებლობა “ოცნების” დეპუტატმა აიღო. დიმიტრი სამხარაძემ სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ესვრიან კვერცხებს იმ შენობის ცენტრალურ ოფისს, სადაც ბრიტანეთის საკონსულოს სავიზო ცენტრი, ტვ BMG, პარტია “ახალი” და სხვა საერთაშორისო კომპანიების ოფისებია განთავსებული. “ნეოფაშისტების, უსამშობლო აგენტების წამოწყებულ უხარისხო ბულინგს გუშინ პასუხი გაეცა! სულ […]

ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს – იენს სტოლტენბერგი

“უცხოეთის აგენტების” შესახებ ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს, მაგრამ არ გვიმსჯელია იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვება ამას საქართველოსთვის, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტ, რიკარდ იოზვიაკთან ექსკლუზიურ ინტერვიუში. “საქართველო ჩვენი პარტნიორია. ახლახან ვიმყოფებოდი საქართველოში. და მნიშვნელოვანია, რომ ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო. ამავე დროს, ახალ კანონს “უცხოელი აგენტების შესახებ” […]

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულებრივი საქმიანობით ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ 9 დაზარალებულის კუთვნილ, ჯამში 266 568 ლარს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქეთა კუთვნილი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, თბილისში საშუამავლო ოფისი გახსნეს და […]

მარნეულის მერიის ბაზაზე „ახალგაზრდული საბჭოს” ახალი შემადგენლობის შერჩევასთან დაკავშირებით, მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

მარნეულის მერიის ბაზაზე „ახალგაზრდული საბჭოს” ახალი შემადგენლობის შერჩევასთან დაკავშირებით, მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, საინფორმაციო კამპანია, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ შუბითიძის ხელმძღვანელობით, საბჭოს წევრების შერჩევისა და გასაუბრების ეტაპის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, მუნიციპალიტეტის 11 სკოლაში ჩატარდა. შეხვედრებს, ასევე, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურის […]

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტ არჩილ ბერიძეს საფეხბურთო საქმიანობა 2 წლით აეკრძალა

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტ არჩილ ბერიძეს მსაჯისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო საფეხბურთო საქმიანობა 2 წლით აეკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია. საქართველოს ფეხბურთის სადისციპლინო კომიტეტმა გაავრცელა. “საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტს, არჩილ ბერიძეს, მსაჯისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო 2 წლით საფეხბურთო საქმიანობა აუკრძალა და ფულადი ჯარიმის სახით 6,000 ლარი დააკისრა. მსაჯზე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო […]

აღმოაჩინე წიგნები საფესტივალო ფასდაკლებით – წიგნის ციფრული ფესტივალი ველიზე

ველი, უკვე მესამე წელია „თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის” ციფრული პარტნიორია. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ველი საფესტივალო ფასებით კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის წიგნებს და ამავდროულად, სასურველი წიგნების შეძენის შესაძლებლობას აძლევს მათაც, ვინც ვერ ახერხებს ფიზიკურად დაესწროს ფესტივალს.

თიბისის მოსწავლის და სტუდენტის ნაკრებს მუდმივი შეთავაზებები დაემატა

თიბისის მოსწავლის და სტუდენტის ნაკრებს ახალი თაობის საყვარელ ობიექტებში მუდმივი შეთავაზებები დაემატა. მოსწავლეები და სტუდენტები თიბისის ბარათებით გადახდისას თანხის 30%-ს დაიბრუნებენ ბიბლუსში, მინისოში, მაკდონალდსში, ლუკა პოლარეში, სულაკაურის გამომცემლობასა და ორგსერვისში. დამატებით სტუდენტები მიიღებენ 40% ფასდაკლებას ჯიპისიში და 50% ფასდაკლებას პსპ-ში. განახლებული ნაკრები საშუალებას მისცემს მოსწავლეებსა და სტუდენტებს დაზოგონ თანხა ყოველდღიურად და დამოუკიდებლად და მარტივად მართონ […]

დღეიდან საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში მოგზაურობას უვიზოდ შეძლებენ, „ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები“კი ყოველდღიურ ფრენებს იწყებს – მარიამ ქვრივიშვილი

„სიმბოლურია, რომ ერთი მხრივ, დღევანდელი რეისით ჩინეთში პირველად გაემგზავრებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას, მეორე მხრივ კი, დღეიდან ჩვენი პარტნიორი ავიაკომპანია „ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები“ გადადის ყოველდღიურ ოპერირებაზე. აქამდე ავიაკომპანია კვირაში ოთხ სიხშირეს ახორციელებდა. სიხშირეების ზრდა პირდაპირ აისახება ქვეყნებს შორის სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა […]