დეპუტატი სამხარაძე აღიარებს, რომ შეურაცხმყოფელი წარწერების ორგანიზატორია

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტის დეპუტატი დიტო სამხარაძე აღიარებს, რომ მედიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტიების ოფისებზე შეურაცხმყოფელი წარწერების უკან მმართველი გუნდი დგას. ამის შესახებ სამხარაძე Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ხელისუფლების კრიტიკოსებს ისევ ემუქრება. „ნეოფაშისტების, უსამშობლო აგენტების წამოწყებულ უხარისხო ბულინგს გუშინ პასუხი გაეცა! სულ მცირედსაც არ გაგიტარებთ და გაპატიებთ, აბულინგეთ ერთმანეთი! რასაც ჩვენს წინააღმდეგ განიზრახავთ, ათასჯერ […]

კობახიძის ფანტაზიაა… პრაქტიკული პასუხი ჩვენ ვიცით – ზახაროვა

“ეს იყო ფანტაზია მომავლის თემაზე”, – ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი იქნება „აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად“. “ორი სუვერენული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებმა თავიანთი სათქმელი უკვე თქვეს… ვინაიდან ეს იყო ფანტაზია მომავლის თემაზე, […]

ჩაიარა „რუსული კანონის“ ამბავმა, გაბრაზებული ოპოზიცია და NGO-ები დარბიან, კედლებზე რაღაცებს აწერენ, ისტერიაში არიან ჩავარდნილი – შალვა პაპუაშვილი

ჩაიარა „რუსული კანონის“ ამბავმა, ყველა მიხვდა, რასთან გვაქვს საქმე, გაბრაზებული ოპოზიცია და „ენჯეოები“ დარბიან, კედლებზე რაღაცებს აწერენ, ისტერიაში არიან ჩავარდნილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ყველაზე ქართული კანონი, რომელიც ქართულ პარლამენტს მიუღია. „ჩაიარა „რუსული კანონის“ ძახილის ამბავმა. ბოლო აქცია დაიშალა, ყველა მიხვდა, რასთან გვაქვს საქმე […]

“შახტარი” სუდაკოვს 70 მილიონზე ნაკლებად ვერ შეელევა

ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ “შახტარი” 21 წლის ნახევარმცველ გეორგი სუდაკოვს 70 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის. თავად სუდაკოვმა თქვა, რომ დონეცკურ გუნდში ყველაფერს მიაღწია, რისი მიღწევაც შესაძლებელი იყო და კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელება სურს – უფრო პრემიერლიგაში. უკრაინელის სამსახურით “ნაპოლი”, “ჩელსი” და “ტოტენჰემი” არიან დაინტერესებული. 2023/24-ის სეზონში სუდაკოვმა კლუბში ყველა ტურნირზე 34 მატჩში 10 გოლი […]

მიხეილ სააკაშვილი – ФСБ თბილისის აეროპორტს აკონტროლებს და საქართველოში უკრაინის მოქალაქეებს არ უშვებს – უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების საერთოდ გაწყვეტამდე უკვე ერთი ნაბიჯი რჩება

უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების საერთოდ გაწყვეტამდე უკვე ერთი ნაბიჯი რჩება, ახლა უწყვეტი მოქმედების დროა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ФСБ თბილისის აეროპორტს აკონტროლებს და საქართველოში უკრაინის მოქალაქეებს არ უშვებს. „სომხეთმა ქვეყნიდან გაყარა რუსი ФСБ-შნიკები, რომლებიც ერევნის ზვარიტნოცის აეროპორტში სასაზღვრო კონტროლს ახორციელებდნენ. გუშინდელი დღის შემდეგ გაირკვა, რომ ФСБ […]

გორის მერია – გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი საზეიმოდ გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი საზეიმოდ გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეგიონში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს, აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებს ტურისტების სიმრავლე უსურვეს და ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს. მოედანზე წარმოდგენილი იყო რეგიონის ოთხივე […]

ჩვენ ვამბობთ, რომ არ შეიძლება უცხო ქვეყნიდან ვიმართებოდეთ და უცხო ქვეყნის დავალებებს ვასრულებდეთ, ისინი, ვინც კანონს აპროტესტებენ, ღიად აცხადებენ – კი, ჩვენ ვასრულებთ უცხო ქვეყნის დაკვეთას

ჩვენ ვამბობთ, რომ არ შეიძლება უცხო ქვეყნიდან ვიმართებოდეთ და უცხო ქვეყნის დავალებებს ვასრულებდეთ, ისინი, ვინც კანონს აპროტესტებენ, ღიად აცხადებენ – კი, ჩვენ ვასრულებთ უცხო ქვეყნის დაკვეთას პარტია „ხალხის ძალის„ წევრი დავით კაჭარავა გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ პროტესტს ეხმიანება. დეპუტატის განმარტებით, კანონის მოწინააღმდეგეები უკვე ღიად ამბობენ, რომ უცხოეთიდან ფინანსდებიან და მათ დაკვეთას ასრულებენ. დავით კაჭარავა უცხოელი პარტნიორების […]

ნავთობის ფასი დაეცა

ნავთობის ფასი დაეცა, რადგან აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის ოფიციალური პირის კომენტარებმა გააძლიერა მოლოდინი, რომ ძირითადი განაკვეთები მაღალი დიდხანს დარჩება. ამის შესახებ Reuters იუწყება. ბაზარი რომელიც ამ შაბათ-კვირას წარმოების შემცირების შესახებ OPEC+-ის გადაწყვეტილებას ელოდებოდა. შეერთებულ შტატებში ბენზინის მარაგების მოულოდნელმა ზრდამ გადატვირთა, Brent-ის ნავთობის ფიუჩერსები 3 ცენტით, ანუ 0,04%-ით დაეცა და ბარელზე 81,83 დოლარი შეადგინა, ხოლო აშშ-ს […]

ნარიყალას საბაგიროს სამუშაო განრიგი იცვლება

იცვლება რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამუშაო საათები. საბაგირო გზა გადადის ზაფხულის სამუშაო განრიგზე. 1-ელი ივნისიდან, საბაგირო გზა მგზავრებს, 10:00-დან 24:00 საათამდე მოემსახურება, ნაცვლად 22:00 საათისა.

შალვა პაპუაშვილი – საფრანგეთი დიდია და ატომური ბომბი აქვს, ჩვენ ვართ პატარა და არ გვაქვს ატომური ბომბი, ამიტომ საფრანგეთს შეიძლება ჰქონდეს ასეთი კანონები და ზოგიერთს ჰგონია, რომ ჩვენთვის არ შეიძლება

განმასხვავებელი ის არის, რომ საფრანგეთი დიდია და ატომური ბომბი აქვს, ჩვენ ვართ პატარა და არ გვაქვს ატომური ბომბი. ამიტომ საფრანგეთს შეიძლება ჰქონდეს ასეთი კანონები და ზოგიერთს ჰგონია, რომ ჩვენთვის არ შეიძლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ზოგიერთი ფიქრობს, რომ ჩვენ არ შეიძლება, გვქონდეს უსაფრთხოების, სახელმწიფო ინტერესები, არ შეიძლება […]