“მათი მხრიდან პოლიციის დღის აღნიშვნა სირცხვილი და ფარისევლობაა” – ლორთქიფანიძე

დღეს პოლიციის დღე ყოფილა… საქართველოს პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს ეუბნებიან, რიგით, ძალაუფლების არმქონე მოქალაქეებს ტელეფონზე ურეკავენ, თავიანთი პოლიტიკური პოზიციის გამო აგინებენ, აშანტაჟებენ, ისინი პოლიციის დახმარებას ითხოვენ, მაგრამ მათთან არავინ მიდისო. პარლამენტის ლიდერი პასუხია, რომ მასაც ურეკავენ ავსტრალიიდან. თანამდებობის არმქონე მოქალაქეებს სადარბაზოები შეურაცხმყოფელი წარწერებით აუჭრელეს, შემდეგ ხელისუფლების ძალმომრეობის მოწინააღმდეგეებმა იგივე გააკეთეს, ბოლოს პარლამენტის წევრმა თავად დააორგანიზა ბანდები […]

სპექტაკლი რუსულად და მხოლოდ რუსებისთვის – რა მოხდა ბათუმში – დეტალები

ბათუმში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სცენაზე, რუსებმა სპექტაკლები დადგეს – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა AJARTIMES.GE ავრცელებს და წერს, რომ რუსებმა ”ჰამლეტის” ბილეთები ონლაინ გაყიდეს და სპექტაკლებს მხოლოდ ისინი ესწრებოდნენ. გამოცემამ ამ ფაქტის ამსახველი ფოტოებიც მოიპოვა: “ორჯერ, ჯამში, 1000 ლარად გავაქირავეთ სცენა, ხელშეკრულებაში არ ეწერა რა შინაარსის სპექტაკლი დაიდგმებოდა და ვის მიერ. გიმეორებთ, ქართველთან გაფორმდა ხელშეკრუკრულება. მართალია […]

“ოცნების” ლიდერებს ევროპის ჩემპიონატზე დასწრების საშუალება არ მისცეთ – პეტიცია ბუნდესტაგს

პეტიციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა, რუსულ კანონზე ხელმომწერი დეპუტატების, ასევე, ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის, ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის დასასანქცირებლად გერმანიის ბუნდესტაგის სახელზე დაარეგისტრირეს, წერია: პატივცემულო ბუნდესტაგის წევრებო, პატივცემულო ბუნდესტაგის პრეზიდენტო! მოგმართავთ ქართველი ხალხის სახელით, იმ ადამიანების სახელით, რომლებიც ბოლო 7 კვირაა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში, ევროპული ღირებულებებისა და ევროპული მომავლის დასაცავად დგანან. მათ წინააღმდეგობას მმართველი […]

“ზოგს არ ეცალა, ზოგი ვერ იყო კარგად” – გომელაური ელჩებზე

შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა კითხვას, რატომ არ მიიწვიეს ელჩები პოლიციის დღის აღსანიშნავ აღლუმზე, ასე უპასუხა: “ელჩები ყველა მოწვეულები და ზოგმა რა მიზეზი მოიგონა და დარეკეს პროტოკოლში, როგორ ვიცი, და ზოგს არ ეცალა, ზოგი ვერ იყო კარგად, როგორც დარეკეს და მოადგილეები მოვიდნენ და მათი წარმომადგენლები ბრძანდებოდნენ, როგორც ვიცი.”

“ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ ქართველი ხალხის მისწრაფება, იცხოვროს დემოკრატიულ საზოგადოებაში” – სტოლტენბერგი

“უცხოეთის აგენტების” შესახებ ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს, მაგრამ არ გვიმსჯელია იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვება ამას საქართველოსთვის,” – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტ რიკარდ იოზვიაკთან ინტერვიუში განაცხადა. “საქართველო ჩვენი პარტნიორია. ახლახან ვიმყოფებოდი საქართველოში. და მნიშვნელოვანია, რომ ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო. ამავე დროს, ახალ კანონს “უცხოელი […]

რიცხობრივ უმცირეობაში საქართველოს ქალთა ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა

ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, C ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე კვიპროსს 2:0 მოუგო. სტუმრები ხაბურძანიამ დააწინაურა, რომელმაც შემდეგ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. მიუხედავად რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენისა, საქართველოს ნაკრებმა შეტევები გააგრძელა, მეტოქის კარი ბაქრაძემ დალაშქრა და ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა. ანტმანის გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, ჯგუფში 4 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას […]

ვახტანგ გომელაური – უხერხულობა რომ არ შექმნილიყო პოლიციელებთან, გადავწყვიტეთ, არ დაგვეპატიჟებინა პრეზიდენტი – ისევ ქალბატონ პრეზიდენტს გავუფრთხილდით

უხერხულობა რომ არ შექმნილიყო პოლიციელებთან, გადავწყვიტეთ, რომ არ დაგვეპატიჟებინა ქალბატონი პრეზიდენტი, – ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. ვახტანგ გომელაურის განმარტებით, პრეზიდენტი პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ მიიწვიეს, რადგან შეიწყალა ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც პოლიციელს „ცოცხლად წვავდა“. „იცით თუ რა გადაწყვეტილებაც მიიღო ქალბატონმა პრეზიდენტმა. მე ვფიქრობ, რომ უხერხულ მდგომარეობაში […]

გიორგი ვაშაძე – მე ოპოზიციის გაერთიანების მომხრე იმიტომ ვარ, რომ არცერთი ხმა არ დაიკარგოს – თუ ოპოზიციაში 2-3 დაჯგუფება იქნება, ესეც შეიძლება მისაღები იყოს, თუმცა უფრო მეტად დაქუცმაცება არასწორია

მე ოპოზიციის გაერთიანების მომხრე იმიტომ ვარ, რომ არცერთი ხმა არ დაიკარგოს – თუ ოპოზიციაში 2-3 დაჯგუფება იქნება, ესეც შეიძლება მისაღები იყოს, თუმცა უფრო მეტად დაქუცმაცება არასწორია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა. როგორც მან განაცხადა, ოპოზიცია შეთანხმებულია, რომ ურთიერთ თავდასხმები არ იქნება, რეფორმების საერთო განრიგს ხელს მოაწერენ და […]

ბესელიას თქმით, პრეზიდენტი რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

პარტია სამართლიანობისთვის ლიდერი ეკა ბესელია ამბობს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ფორმულას ეთერში გადაცემა პოლიტმეტრში საუბრისას ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში კანონს გაასაჩივრებს. მისივე თქმით, გასავლელია ტექნიკური საკითხები და კონსულტაციების შემდეგ ცნობილი გახდება, პრეზიდენტი კანონს ინდივიდუალურ დონეზე გაასაჩივრებს, თუ შეუერთდება არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საჩივრის […]

ბესელიას თქმით, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ქარტიას ხელი 3 ივნისს მოეწერება

პარტია სამართლიანობისთვის ლიდერი, ეკა ბესელია ამბობს, რომ 1-ელ ივნისს პარტიები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ ქარტიაზე თანხმობას განაცხადებენ, ხოლო ქარტიას ხელი ორშაბათს, 3 ივნისს, მოეწერება. “ერთი სიახლე, რაც მინდოდა გამეზიარებინა არის ის, რომ პირველი ივნისი გამოცხადდა თარიღად, როდესაც პარტიებმა უნდა განაცხადონ თანხმობა, რომ ქარტიას უერთდებიან. მისი ოფიციალური, ხელმოწერის ნაწილი პრეზიდენტის მხრიდან იგეგმება, რომ იყოს ორშაბათი. […]