საგამოძიებომ POSTV-ის გადამღები ჯგუფისთვის საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

POSTV-ის გადამღები ჯგუფის მხრიდან ვიტალი გეგუჩიაზე თავდასხმის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება POSTV-ის გადამღები ჯგუფის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო. ინფორმაცია ფორმულას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს. დღეს, სამეგრელოში, საკუთარი სახლის ტერიტორიაზე ვიტალი გეგუჩიას, რომლის მაღაზიიდანაც ქართული ოცნების დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ფორთოხალი ისროლა, სახელისუფლებო მედიის, POSTV-ის გადამღები ჯგუფი თავს დაესხა. აღსანიშნავია, პროპაგანდისტი ჟურნალისტის ნათია […]

პრეზიდენტმა შვიდი მსჯავრდადებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შვიდი მსჯავრდადებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეწყალებულთაგან ერთი ქალია. „ხუთი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო ორი მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა“, – წერია განცხადებაში.

უკრაინა ადასტურებს, რომ აშშ-ისგან მიიღო ნებართვა, დაარტყას რუსეთის სამიზნეებს მისსავე ტერიტორიაზე

აშშ-ისგან უკრაინამ 31 მაისს მიიღო სიგნალი, რომ რუსეთისგან თავის დასაცავად, რუსეთისვე ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით იერიშის უფლებას აძლევს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთში, უკრაინა-ჩრდილოეთ ევროპის მესამე სამიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ამერიკული მხრისგან გამოგზავნილი ეს მესიჯი ამ დილით (31 მაისი. რედ.) ჩემი სამხედროებისგან მივიღე. ამის შესახებ დეტალებს ვერ გეტყვით”, – განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს […]

პრემიერი – ღონისძიებაზე ირაკლი ღარიბაშვილიც იყო მოწვეული, თუმცა მან ვერ მოახერხა დასწრება – რაც შეეხება ელჩებს, ყველა ელჩი იყო მოწვეული, დარწმუნებული ვარ, რომ უპატივცემულობას ქართული პოლიციის მიმართ არავინ გამოხატავდა

დარწმუნებული ვარ, რომ უპატივცემულობას ქართული პოლიციის მიმართ არავინ გამოხატავდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა იმას, თუ რატომ არ ესწრებოდა ღონისძიებას ირაკლი ღარიბაშვილი და ელჩები. „ამ ღონისძიებაზე ირაკლი ღარიბაშვილიც იყო მოწვეული, თუმცა მან ვერ მოახერხა დასწრება. რაც შეეხება ელჩებს, ყველა ელჩი იყო მოწვეული, არ ვიცი ვინ ესწრებოდა და […]

“იქიდან გამომდინარე, რაც მოხდა და როგორც მოხდა… აქედან გამომდინარე, ეს უხერხულობა რომ არ შექმნილიყო – “იქიდან და აქედან” მიზეზი პრეზიდენტის არ მიწვევის

“იქიდან გამომდინარე, რაც მოხდა და როგორც მოხდა… აქედან გამომდინარე, ეს უხერხულობა რომ არ შექმნილიყო – “იქიდან და აქედან” მიზეზი პრეზიდენტის არ მიწვევის მე ვფიქრობ, რომ უფრო უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაგდე და ისევ ქალბატონ პრეზიდენტს გავუფრთხილდი. არის კონსტიტუციური უფლება და არის მორალური თემა და ჩემი კონსტიტუციური ვალდებულება არ მაქვს, რომ დავპატიჟო პრეზიდენტი ხო. მე გადავწყვიტე არის […]

“გადარჩა 2 ადამიანი… ამაზე პასუხისმგებლობას არავის აკისრებთ ხო?” – ჩემი ქალაქი მკლავს

“გადარჩა 2 ადამიანი… ამაზე პასუხისმგებლობას არავის აკისრებთ ხო?” – ჩემი ქალაქი მკლავს თბილისი – ვარკეთილი მებრძოლთა ქუჩა გადარჩა 2 ადამიანი მოტოთი არც ნიშანი დგას არც შემოღობილია ამაზე პასუხისმგებლობას არავის აკისრებთ ხო?

New Lines Magazine: დიდმა ბრიტანეთმა საქართველოში სტრატკომის დაფინანსება შეწყვიტა

ამერიკული გამოცემა New Lines Magazine წერს, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების, იგივე სტრატკომის დაფინანსება შეწყვიტა. სტატია ე.წ. აგენტების კანონის დამტკიცებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა. როგორც გამოცემა წერს, ნატოს-ს ინიციატივა, რომელიც თითქმის 10 წლის წინ, რუსული ჰიბრიდული ომის მიმართ საქართველოს მედეგობის გასაძლიერებლად შეიქმნა, დაიხურა და ამ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. ნატო-ს მიერ […]

აისბერგთა სეზონი კანადაში

კანადის ე.წ. აისბერგთა ხეივნისკენ გიგანტური აისბერგები დაიძრა. საინტერესო სანახაობისთვის თვალის სადევნებლად, ბევრმა ტურისტმა ნიუფაუნდლენდს მიაშურა, სადაც აისბერგის მოზრდილი ნატეხები გრენლანდიიდან ლაბრადორის ზღვის სამხრეთით გადააადგილდებიან.

ქართულ–ამერიკულ ურთიერთობას გადახედვა სჭირდება… რევოლუციის 3 მცდელობა… – პრემიერი ქვეყნის პარტნიორზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, განაცხადა: „გადახედვა ნამდვილად სჭირდება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. მე ამაზე მქონდა გულწრფელი საუბარი ქალბატონ ელჩთან და მინდა გამოვხატო კიდევ ერთხელ პატივისცემა პირადად მის მიმართ. ასევე, იგივე თემაზე მქონდა საუბარი ბატონ ო’ბრაიენთან. ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნამდვილად საჭიროებს გადახედვას, განსაკუთრებით იმ 4-წლიანი პროცესების ფონზე, რომლებიც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში. ყველას გახსოვთ რევოლუციის 2 მცდელობა, დაემატა […]

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მეცამეტე გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მეცამეტე გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი წელს 80 კადეტმა დაამთავრა. ქუთაისში, სამხედრო ლიცეუმში მეცამეტე გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი, პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა […]