თუ ვინმე ჩაიდენს დანაშაულს, რა თქმა უნდა, უნდა გასამართლდეს – კობახიძე მაჭარაშვილის განცხადებაზე

თუ ვინმე ჩაიდენს დანაშაულს, რა თქმა უნდა, უნდა გასამართლდეს, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივნის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას შეეხებოდა. პრემიერის თქმით, საქართველოში სამართალი უნდა აღსრულდეს შესაბამისი პროცედურების მიხედვით. „საქართველოში სამართალი უნდა აღსრულდეს შესაბამისი პროცედურების მიხედვით, მე არ ვარ სამართალდამცავი უწყება, აქედან გამომდინარე, გამიჭირდება პასუხის გაცემა. თუ ვინმე […]
ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს – იენს სტოლტენბერგი

“უცხოეთის აგენტების” შესახებ ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს, მაგრამ არ გვიმსჯელია იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვება ამას საქართველოსთვის, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა “რადიო თავისუფლების” კორესპონდენტ, რიკარდ იოზვიაკთან ექსკლუზიურ ინტერვიუში. “საქართველო ჩვენი პარტნიორია. ახლახან ვიმყოფებოდი საქართველოში. და მნიშვნელოვანია, რომ ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო. ამავე დროს, ახალ კანონს “უცხოელი აგენტების […]
კონტეს პრეზენტაცია თეატრში ჩატარდება – დე ლაურენტისი სამზადისშია

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავისი “ტვიტერით” იტყობინება, რომ ანტონიო კონტე “ნაპოლის” მალე ჩაიბარებს. რომანოს ცნობით, კონტემ “ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწია და კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. ყველა დოკუმენტი ხელმოსაწერად უკვე გამზადებულია. კონტეს სეზონური გასამრჯელო 7-8 მილიონი ევრო პლუს ბონუსები იქნება და ის ტრანსფერებზე 230 მილიონ ევროს მიიღებს. დე ლაურენტისი კონტეს პრეზენტაციას […]
ხატია დეკანოიძე გურამ მაჭარაშვილის განცხადებაზე – ალბათ, დახვრეტა ჯობია ამ ყველაფერს, „ქართული ოცნების“ თვალით რომ შეხედო – გარდა რუსული გეოპოლიტიკური არჩევანისა, მათი არჩევანია დიქტატურის გაფორმება

ალბათ, დახვრეტა ჯობია ამ ყველაფერს, „ქართული ოცნების“ თვალით რომ შეხედო, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე „ხალხის ძალის” დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას, რომ ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას აპროტესტებს და ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში. ხატია დეკანოიძის განცხადებით, გურამ მაჭარაშვილის აღნიშნული განცხადება მოსალოდნელი რეპრესიების მაჩვენებელია. „მე დარწმუნებული ვარ, […]
მაიკლ მაკფოლი – ჩინეთი აშკარად არის ავტოკრატიული ბლოკის ლიდერი – ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, სურთ იყვნენ დემოკრატიული, თუ ავტოკრატიული სამყაროს ნაწილი

ჩინეთი აშკარად არის ავტოკრატიული ბლოკის ლიდერი – ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, სურთ იყვნენ დემოკრატიული, თუ ავტოკრატიული სამყაროს ნაწილი, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, მაიკლ მაკფოლმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა. მაიკლ მაკფოლის განცხადებით, ჩინურმა ინვესტიციებმა, „სამიზნე ქვეყნის ავტოკრატიული სამყაროს ორბიტაზე მოქცევა შეიძლება გამოიწვიოს“. „ჩინეთს აქვს ძალიან ექსპანსიური საგარეო ეკონომიკური პოლიტიკა […]
სამწუხაროდ, ბევრმა ექიმმა DRG მექანიზმის ამოქმედების შემდეგ საქმიანობა ვეღარ გააგრძელა – სანდრო ურუშაძე

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ დარგთან კომუნიკაციის შედეგად, DRG მოდელთან დაკავშირებით ბევრი პრობლემის გამოაშკარავება ხდება და მათი ჩართულობით განიხილება, რა შეიძლება იყოს გამოსავალი. ის რომ ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებისთვის მოლაპარაკებების კარი გააღო დადებითად ფასდება ჯანდაცვის ყოფილი მინისტრისგან სანდრო ურუშაძისგან, რომელიც ამბობს, რომ პრობლემების გადაწყვეტა დროულად უნდა მოხდეს. მისი თქმით, აუცილებელია პროცესებში იყვნენ ჩართული კლინიკების წარმომადგენლები […]
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეებმა მშვიდობის ხიდიდან ბანერი: „გაიფიცე საქართველო“ გადმოფინეს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეებმა მშვიდობის ხიდიდან ბანერი წარწერით: „გაიფიცე საქართველო“ გადმოფინეს. მშვიდობის ხიდზე შეკრებილებს მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და სკანდირებენ: “გაიფიცე, გაიფიცე!”. მანამდე, პროტესტის მონაწილეები „ქართული ოცნების” ოფისთან შეჩერდნენ, სადაც პოლიცია იყო მობილიზებული. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ლოზუნგი “არა რუსულ კანონს” უნდა შეიცვალოს “არა რუსული რეჟიმით!”
ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ და ითხოვენ, სამართალდამცავებმა დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე გამოკითხვაზე დაიბარონ

ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, სამართალდამცავებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატის დიმიტრი სამხარაძის მიერ გავრცელებული ვიდეო მასალა მიაწოდეს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების საცხოვრებელ სახლებზე შეურაცხყოფელ წარწერებს ტოვებენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ სამართალდამცავებმა დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე გამოკითხვაზე დაიბარონ და ფაქტზე გამოძიება დაიწყოს. „დღეს დილით ჩვენს კართან კედელზე გამოჩნდა შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და მუქარის […]
იანვარ-აპრილში საქართველოდან აშშ-ში 364 ათას ლიტრამდე ღვინო გავიდა – აშშ ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მე-6 ადგილზეა

აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, აქტიური მარკეტინგული კამპანია ხორციელდება. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური განხორციელდა. ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ სომელიეები და ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული კომპანიის „Colangelo&Partners” წარმომადგენელი. ტურის ფარგლებში, ღვინის პროფესიონალები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთსა და ქართლში ესტუმრნენ, სადაც გაეცნენ ქართული […]
“ჩემი კეთილი რჩევა ოპოზიციას – ნდობა რომ დაიბრუნო, გლეხს უნდა გაუთანაბრდე!”– ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე: ახლა კი ჩემი კეთილი რჩევა ოპოზიციონერ ელიტას, არა მარტო პარლამენტის წევრებს, არამედ ყველა სფეროში მომუშავე ოპოლიდერშიპს თუ რიგით ოპოზიციონერს. დატოვეთ ყველამ მანდატები და ხალხი მეტად დაგაფასებთ, თუ გინდათ ცოტათი მაინ დაუბრუნდეს ნდობა ადამიანებს თქვენს მიმართ!!! მიეცით ოცნებას ბურთი და მოედანი, ნახავთ თავად, სადაც გადაიჩეხებიან არჩევნებამდე და თან დასრულდება ოცნების პარპაში!!! იარეთ ხალხში და […]