ხაბეიშვილი: ოფისში შემოიჭრა ასამდე ნიღბიანი, ხარებას სპეცდანიშნულების რაზმიდან მოაბილიზეს

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ პარტიის ოფისში ღამით ასამდე ნიღბიანი ადამიანი შეიჭრა. დღეს დილით პარტიის ოფისში ჩატარებული ბრიფინგის დროს მას ჰქონდა სქელი, წვეტიანი შუბი, როგორც თვითონ ხაბეიშვილმა უწოდა, და თქვა, რომ ნიღბიანები სწორედ ამით შეიჭრნენ. ხაბეიშვილის თქმით, ნიღბიანების თავდასხმის დროს ოფისში თანამშრომლების გარდა მისი შვილიც იყოც. “ასამდე ნიღბიანი ადამიანი იყო, რომლებიც ალბათ გდდ-დან, […]

მამუკა მდინარაძე, ნოდარ მელაძესა და მაკა ჩიხლაძეს მართებულად უწოდებს ფაშისტებს, რომლებიც ანგარებიანი დავალების გამო, საკუთარ ოჯახებზეც კი შექმნიან უბინძურეს ტელეპასკვილებს

მამუკა მდინარაძე, ნოდარ მელაძესა და მაკა ჩიხლაძეს მართებულად უწოდებს ფაშისტებს, რომლებიც ანგარებიანი დავალების გამო, საკუთარ ოჯახებზეც კი შექმნიან უბინძურეს ტელეპასკვილებს სამწუხაროდ, მომიწია ალქაჯი ნოდარ მელაძის ე.წ. ტელეშოუს სიმყრალე ანონსის ნახვა მამუკა მდინარაძის ოჯახზე. მამუკა მდინარაძე ნოდარ მელაძესა და მაკა ჩიხლაძეს მართებულად უწოდებს ფაშისტებს, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მიერ […]

მაიკლ როთი – რელიგიის თავისუფლება და რელიგიის კრიტიკა განუყოფელია, ამასთან პრობლემა ზოგიერთს ჯერ კიდევ აქვს – ჩემს შემთხვევაში, ქართულ მართლმადიდებლობას და ისევ და ისევ ისლამს

რელიგიის თავისუფლება და რელიგიის კრიტიკა განუყოფელია, ამასთან პრობლემა ზოგიერთს ჯერ კიდევ აქვს: ჩემს შემთხვევაში, ქართულ მართლმადიდებლობას და ისევ და ისევ ისლამს, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი X-ზე წერს. „რელიგიის თავისუფლება და რელიგიის კრიტიკა განუყოფელია. დემოკრატია ასე მუშაობს. ყველა ეკლესია, რელიგია და მათი მორწმუნეები უბრალოდ კრიტიკას უნდა შეეგუონ. ამასთან […]

მომხმარებელს უფლება ექნება, უარი თქვას სესხზე მისი აღებიდან 2 კვირის ვადაში

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა “ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლის უფლებების დაცვის წესის” ცვლილებები დაამტკიცა და ის ძალაში 2024 წლის 1 ივლისიდან შევა. შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, მომხმარებელს ექნება უფლება, უარი თქვას დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებებზე, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე. ასევე, ერთ მილიონ ლარამდე გაცემულ სესხებზე/კრედიტებზე მათი გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში. “უფრო კონკრეტულად, სესხის/კრედიტის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, […]

„57 წელი შეგისრულდა უშენოდ და უჩვენოდ“ – დღეს მამუკა ონაშვილის დაბადების დღეა

დღეს მამუკა ონაშვილის დაბადების დღეა. მომღერალს 57 წელი შეუსრულდებოდა. მამუკას დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით და ულოცავს. „დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო დიდო დარდო და ტკივილო. 57 წელი შეგისრულდა უშენოდ და უჩვენოდ. მიყვარხარ და უსაზღვროდ მენატრები ჩემო მამუკა, ჩემი ცხოვრება აღარასდროს გაფერადდება, შენ მიფერადებდი,“ – წერს მაიკო ონაშვილი.

როგორია სიღარიბის მაჩვენებლები საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში

სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 11.8 პროცენტი იყო 2022-2023 წლებში კლებამ 3.8 პროცენტი შეადგინა რაც 2020-2021 წლების შემდეგ ბოლო ათი წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგია. საქსტატის განცხადებით, 2023 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში […]

ბინა, მიწინს ნაკვეთი, არასაცხოვრებელი ფართები, წილები სხვადასხვა კომპანიაში – რა ქონებას ფლობს ნინო წილოსანი

2024 წლის დეკლარაციის მიხედვით, პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ნინო წილოსანი, უძრავი ქონებიდან, ფლობს 2 არასაცხოვრებელ ფართს, 1 მიწის ნაკვეთს და 1 ბინას. ორივე არასაცხოვრებელი ფართის შემთხვევაში, ის 33%-იანი წილის მფლობელია. რაც შეეხება 409 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, დეპუტატმა ის 2011 წელს ოზურგეთის რაიონ დაბა ურეკში, 40 000 ლარად შეიძინა. წილოსანის საკუთრებაში არსებული ბინა 2014 წელსაა შეძენილი […]

კონტემ დაარწმუნა – კვარაცხელია “ნაპოლიში” დარჩება

გუშინ ფრანგულმა L’equip-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ნაპოლის” გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ “პარი სენ ჟერმენთან” პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. Corriere dello Sport-ის ცნობით, “ნაპოლის” მომავალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ფეხბურთელი ნეაპოლურ კლუბში დარჩენაზე დაითანხმა. “კვარაცხელია არ იყიდება. ქართველი კონტესთვის ხელშეუხებელია. ხვიჩა გამოცდილ იტალიელ სპეციალისტთან მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ელოდება. “პარტენოპეის” სპორტულმა დირექტრომა ჯოვანი მანამ ფეხბურთელის ახალი კონტრაქტის თაობაზე […]

ბაიდენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმა წარადგინა, ჰამასი მას პოზიტიურად შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პარასკევს წარადგინა ისრაელის სამეტაპიანი წინადადება მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ბაიდენის თქმით, დროა “ეს ომი დასრულდეს”. მისმა წინადადებამ კი ჰამასში დადებითი რეაქცია გამოიწვია. გეგმის პირველი ფაზა მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას ექვსი კვირით, როდესაც ისრაელის ჯარები მთლიანად გავლენ ღაზას დასახლებული პუნქტებიდან, რამდენიმე მძევალი, მათ შორის მოხუცები და ქალები, ასობით პალესტინელი პატიმრის […]

„საქართველოსთვის კორეის რესპუბლიკა მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია რეგიონში“ – გენადი არველაძე

29-31 მაისს კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკების მეორე რაუნდი გაიმართა. მისი დასრულების შემდეგ, მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს მოლაპარაკების შედეგები და აღნიშნეს, რომ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწიეს. „იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი, რომელიც თბილისში გაიმართება, იქნება საბოლოო, რომლის შემდეგაც შესაძლებელი იქნება შეთანხმებაზე ხელმოწერა. საქართველოსთვის კორეის რესპუბლიკა მნიშვნელოვანი სავაჭრო […]