რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოს შესაძლოა პრეზიდენტმაც მიმართოს

ეკა ბესელიას ინფორმაციით, პრეზიდენტიც აპირებს, რომ რუსული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს. როგორც ფორმულას ეთერში იურისტმა განაცხადა, ჯერ უცნობია ტექნიკური დეტალები, პრეზიდენტი დამოუკიდებელ სარჩელს წარადგენს, თუ შეუერთდება მედიასა და არასამთავრობოებს, რომლებიც თავის მხრივ ასევე აპირებენ რუსული კანონის გასაჩივრებას. ეკა ბესელიას თქმით, ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი, რომ პრეზიდენტს მიემართოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და შეიძლება სალომე ზურაბიშვილი გახდეს პირველი […]

სწორედ ამან გაამწარა ნოდარ მელაძის ფაშისტური პროპაგანდისტული დაჯგუფება

სწორედ ამან გაამწარა ნოდარ მელაძის ფაშისტური პროპაგანდისტული დაჯგუფება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მამუკა მდინარაძის ოჯახის წევრების შესახებ “ტვ პირველის” სიუჟეტს გამოეხმაურა. ექსპერტი წერს, რომ ეს არის რაღაც ბანდა, რომლებისთვისაც არ არსებობს არაფერი წმინდა, მოხუცი, ბავშვი, ოჯახი პირადი სივრცე, მათთვის ჩვეულებრივი დასასისხლიანებელი სამიზნეა. ეს არის ის სექტა, რომლებმაც ვერ შეძლეს მამუკა მდინარაძესთან პოლიტიკური ოპონირება და ფიზიკურად დაესხნენ […]

ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის განაჩენზე – ამერიკული პრინციპი, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, კიდევ ერთხელ დადასტურდა

ამერიკული პრინციპი, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, კიდევ ერთხელ დადასტურდა, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ დონალდ ტრამპთან დაკავშირებით გამოტანილ განაჩენს. „ამერიკული პრინციპი, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, კიდევ ერთხელ დადასტურდა. დონალდ ტრამპს თავის დასაცავად ყველა შესაძლებლობა მიეცა. საქმე შტატის დონეზე და არა ფედერალურ დონეზე, 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა განიხილა, თქვენმა […]

ენმ-ს ოფისზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, თავდამსხმელები ოფისში შეჭრასაც ცდილობდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს. მისივე განმარტებით, შემთხვევის დროს ოფისში თანამშრომლები, მათ შორის თვითონ და მისი არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ.

TOP 10 უმსხვილესი ოფშორული კომპანია საქართველოში

ოფშორი, არის ქვეყანა ან ცალკეული ტერიტორიული ერთეული, სადაც კომპანიები განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ. ასეთი შეღავათები შესაძლოა, დაბალი გადასახადები, კონფიდენციალურობა, ანგარიშგების მარტივი წესი და სხვა საკითხები იყოს. მსოფლოში ამგვარი ბევრი იურისდიქციაა. ყველაზე პოპულარული: პანამა, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, კვიპროსი, ბაჰამის კუნძულები, მალტა, კაიმანის კუნძულები, ბელიზი, ბარბადოსი, ლუქსემბურგი, ჯერსი, მენი, ჰონგ-კონგი და მარშალის კუნძულებია. საქართველოში ბევრი ოფშორული ან მისი […]

„ძალიან მნიშვნელოვანია, ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყანასთან, როგორიც საქართველოა“ – იენს სტოლტენბერგი

ძალიან მნიშვნელოვანია, ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყანასთან, როგორიც საქართველოა, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქართველი ხალხის მისწრაფება, იცხოვრონ დემოკრატიულ საზოგადოებაში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტთან, რიკარდ იოზვიაკთან ინტერვიუში განაცხადა. იოზვიაკმა სტოლტენბერგს კითხვა დაუსვა საქართველოში ე.წ. „რუსული კანონის“ მიღებასა და ანაკლიის პორტის პროექტში ჩინური კომპანიის ჩართულობასთან დაკავშირებით. „საქართველო არის პარტნიორი. მე ახლახან ვიყავი […]

მიხეილ სარჯველაძე – ოპოზიცია და საპროტესტოდ განწყობილი საზოგადოებაა, რომლებიც აქტიურად ეწევიან ძალადობრივი აქტივობების პროპაგანდას, ხდება ოჯახის წევრების პირადი ინფორმაციის გავრცელება – ეს დაუშვებელია

უნდა ვთქვა, რომ დღეს, ორივე მხარეს როდესაც ვამბობთ, სამწუხაროდ, ოპოზიცია და უფრო საპროტესტოდ განწყობილი საზოგადოებაა, რომელიც აქტიურად ეწევა ძალადობრივი აქტივობების პროპაგანდას, ხდება ოჯახის წევრების პირადი ინფორმაციის გავრცელება – ეს დაუშვებელია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მათ შორის ‘ნაციონალური მოძრაობის“ სათავო ოფისზე თავდასხმაზე. მანამდე კი, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ […]

ორბელიანის მოედნის მიმდებარედ გადაადგილება დროებით შეიზღუდება

„თბილისი პიანო ფესტის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, პირველი ივნისის 18:00 საათიდან 3 ივნისის 04:00 საათამდე, ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს მშრალი ხიდის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ იტალიის ქუჩის გავლით, ხოლო მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩისკენ მიმავალი ტრანსპორტი იმოძრავებს სოლიკო ვირსალაძისა […]

ონის მერი – ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკა აუცილებლად გაიხსნება

საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტების მიზანმიმართული ხელშეშლისა და საბოტაჟის მიუხედავად, ონის მუნიციპალიტეტის მერია სრულად დააფინანსებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2-დან 18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის უფასო სტომატოლოგიური მომსახურებას, – ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი ავრცელებს. მისივე თქმით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება ორიენტირებულია მოქალაქეების საჭიროებებზე, სწორედ ცენტრალურ მთავრობასთან კოორდინირებული მუშაობით ონში სტომატოლოგიური კლინიკა აუცილებლად გაიხსნება. „სრული პასუხისმგებლობით […]

ლევან ხაბეიშვილი – ივანიშვილი სანამ ხელისუფლებაში იქნება, შუბებით, ქვებით, ტერორით, თავდასხმებით და „ტიტუშკებით“ აპირებს ლაპარაკს – არასამთავრობო ორგანიზაციებს, ელჩებს მივმართავ, პოზიცია გამოხატეთ ამ თავდასხმასთან დაკავშირებით

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პარტიის ოფისზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საელჩოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ხაბეიშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი ვიდრე ხელისუფლებაში იქნება, საუბარს თავდასხმებით აპირებს. „ასე გამოიყურება რუსული კანონი მოქმედებაში. ეს არის შუბი, რითაც ცდილობდნენ გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შემოჭრას. ფაქტობრივად, რამდენიმე წუთის განმავლობაში თანამშრომლებს, უსაფრთხოების სამსახურის […]