ვახტანგ გომელაური კითხვაზე, რატომ არ იმყოფებოდნენ პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ელჩები – ყველა ელჩი მოწვეული იყო, მაგრამ როგორც თქვეს, ზოგს არ ეცალა, ზოგი ვერ იყო კარგად, ზოგი გაციებული იყო და მოადგილეები მოვიდნენ

პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი საელჩოების წარმომადგენლების დონეზე იყო წარმოდგენილი. როგორც ჟურნალისტებს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განუცხადა, ღონისძიებაზე პირადად ელჩები იყვნენ მიწვეულნი, თუმცა მათ მისვლა სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლეს. „ელჩები ყველა მოწვეული იყო. დარეკეს პროტოკოლში და ზოგს არ ეცალა, ზოგი ვერ იყო კარგად, ზოგი გაციებული იყო, როგორც თქვეს და მოადგილეები მოვიდნენ, […]

სამართალდამცავი, რომელმაც სიძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სამართალდამცავს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით […]

მიხეილ სარჯველაძე – თუ ვინმეს აქვს ინიციატივა, რომ ბავშვებზე, ან პაციენტზე ჯავრი იყაროს იმიტომ, რომ ხელისუფლების რომელიმე გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა, ეს მართებული გადაწყვეტილება არ მგონია

თუ ვინმეს აქვს ასეთი ინიციატივა, რომ ბავშვებზე, ან პაციენტზე ჯავრი იყაროს იმიტომ, რომ ხელისუფლების რომელიმე გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა, ეს მე პირადად, მართებული გადაწყვეტილება არ მგონია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრს კითხვა დაუსვეს ფონდების განცხადებასთან დაკავშირებით, რომლებიც აღნიშნავენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების გამო, შესაძლოა, მათი საქმიანობა კითხვის ქვეშ დადგეს. […]

ენტონი ბლინკენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის ახალი გეგმა საუდის არაბეთის, იორდანიისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრისას განიხილა

ენტონი ბლინკენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის ახალი გეგმა საუდის არაბეთის, იორდანიისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრისას განიხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი ავრცელებს. მეთიუ მილერის ცნობით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჰამასმა“ წინადადება დაუყოვნებლად უნდა მიიღოს. „ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს წინადადება, როგორც ისრაელის მოქალაქეების, ისე […]

გენადი არველაძე – საქართველოსთვის კორეის რესპუბლიკა რეგიონში მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია

კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში, 29-31 მაისს, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკების მეორე რაუნდი გაიმართა – მისი დასრულების შემდეგ, მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს მოლაპარაკების შედეგები და აღნიშნეს, რომ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. „იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი, რომელიც თბილისში გაიმართება, იქნება საბოლოო, რომლის […]

“შეუძლებელი არაფერია, “რეალთან” სათამაშოდ მზად ვართ” – “დორტმუნდის” მწვრთნელის კომენტარი ფინალურ მატჩამდე

დღეს, 1-ელ ივნისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში “დორტმუნდი” “რეალს” დაუპირისპირდება. გერმანული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ედინ ტერზიჩმა მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა. “ანჩელოტის უდიდეს პატივს ვცემ, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. კარლო ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითია, მათ შორის ჩემთვისაც. “რეალი” ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, თუმცა ფინალამდეც რთული გზა გავიარეთ და ყველას დავუმტკიცეთ, რომ შეუძლებელი არაფერია და “რეალთან” სათამაშოდ მზად […]

ავარია რუსთავში – არიან დაშავებულები

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, თავდაპირველად ერთმანეთს “ნისანისა” და “ჰონდას” მარკის ავტომობილები შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი ინერციით გაჩერებულ ავტომობილებს დაეჯახა. შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. ავარიაში სულ 5 ავტომობილი ფიგურირებს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

„ევროპელი დემოკრატები“ – კატეგორიულად მიუღებელია ძალადობრივი თავდასხმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ოპოზიციურ პარტიაზე ძალადობრივი თავდასხმები არჩევნების პროცესის ლეგიტიმაციის დაკარგვას გამოიწვევს

კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ძალადობრივი გზებით ზემოქმედება პოლიტიკურ პარტიაზე, ეს წარმოადგენს საფრთხეს ჩვენს პოლარიზებულ საზოგადოებაში და აზიანებს ქვეყანას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისზე თავდასხმის თაობაზე, პარტია „ევროპელი დემოკრატების“ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაში წერია, ძალადობრივი დაპირისპირება და თავდასხმები პოლიტიკურ პარტიაზე, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ, გარემოს კიდევ უფრო დაძაბავს. „ძალადობრივი დაპირისპირება და თავდასხმები პოლიტიკურ პარტიაზე […]

100-მდე შეიარაღებული „ტიტუშკა“ ხის შუბებით ცდილობდნენ შემოჭრას, ვიყავი ჩემს არასრულწლოვან შვილთან ერთად – ხაბეიშვილი

ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მაშინ, როცა პარტიის ცენტრალურ ოფისზე გასულ ღამეს თავდასხმა მოხდა, ის შიგნით, 14 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა. ხაბეიშვილის თქმით, ტიტუშკები ოფისში შეჭრას ცდილობდნენ. ხაბეიშვილი მომხდარის უკან ხელისუფლებისა და ოლიგარქ ივანიშვილის დაკვეთას ხედავს და ამბობს, რომ ყველაფერი სუს-ისა და პოლიციის მიერაა დაგეგმილი: „100-მდე შეიარაღებული „ტიტუშკა“ თავს დაესხა და პირდაპირი მნიშვნელობით დალეწეს „ერთიანი […]

დაცული ტერიტორიების სააგენტომ საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში, საერთაშორისო გამოფენაში Riyadh Travel Fair 2024 მიიღო მონაწილეობა

გამოფენის მონაწილეები და დამთვალიერებლები საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტულ და სათავგადასავლო მიმართულებებს გაეცნენ, ინფორმაცია მიიღეს საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ; გამოფენის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები და B2B შეხვედრები. საერთაშორისო გამოფენა „Riyadh Travel Fair” აკავშირებს ტურიზმის სფეროში მოღვაწე წამყვან საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, ბუნების მოყვარულებს, მოგზაურებს ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და ტურისტული სერვისების პოტენციალის აღმოსაჩენად. ყოველწლიურად გამოფენას […]