მომხმარებელს უფლება ექნება, უარი თქვას სესხზე მისი აღებიდან 2 კვირის ვადაში

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა “ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლის უფლებების დაცვის წესის” ცვლილებები დაამტკიცა და ის ძალაში 2024 წლის 1 ივლისიდან შევა.
შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, მომხმარებელს ექნება უფლება, უარი თქვას დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებებზე, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე. ასევე, ერთ მილიონ ლარამდე გაცემულ სესხებზე/კრედიტებზე მათი გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში.
“უფრო კონკრეტულად, სესხის/კრედიტის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გატანილი ძირის დაბრუნების გარდა, მომხმარებელი მხოლოდ გამოყენებული პერიოდის პროცენტს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოსთვის და ნოტარიუსისთვის გადახდილ ხარჯებს დაფარავს”, – ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
თუმცა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებისა და მისი გამოყენების პირობების შესახებ ინფორმაციას ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს.
ასევე, ცვლილებებით განისაზღვრა ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულება, საფინანსო პროდუქტის მიწოდებამდე მომხმარებელს ზეპირსიტყვიერად გააცნოს ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები. ხოლო ინტერნეტ და მობაილბანკში უზრუნველყოს გარკვეული ტიპის ინფორმაციისა და ხელშეკრულების განთავსება.
ცვლილებები მოიცავს ცნებების დაზუსტებასა და ახალი ტერმინების განმარტებასაც. მოიცავს გამონაკლისებსაც იმ შემთხვევებს, რომლებზეც ხელშეკრულების გაუქმების უფლება არ ვრცელდება.
გარდა ამისა, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია, მომხმარებელს დეტალურად და გასაგებად მიაწოდოს ინფორმაცია საფინანსო პროდუქტის შესახებ. პროდუქტის შეთავაზებისას და მიწოდებამდე მომხმარებელს ზეპირსიტყვიერად გააცნოს ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები. ზეპირსიტყვიერად მიწოდების ვალდებულება იხსნება იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაცია ისეთი ფორმით ხდება, რაც ზეპირსიტყვიერ კონტაქტს გამორიცხავს.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა