ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი დამტკიცდა – ლევან დავითაშვილი

საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი, რომელიც გულისხმობს 2024 წლის პირველი ივლისისთვის მხოლოდ დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის პირველ ივლისამდე. აღნიშნული ინიციატივის შედეგად, შესაძლებელი იქნება დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე ელექტროენერგიით ვაჭრობა. შესაბამისი […]
არ ველოდები, რომ ვინმე იქნება დასანქცირებული – კახა კალაძე

„როგორ შეიძლება, სანქციები დაუწესო ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში იღებენ კანონს და ამის უფლება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მიანიჭა“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის შესაბამის კითხვას სანქციების მოლოდინთან დაკავშირებით. „პრობლემას საერთოდ ვერ ვხედავ. არც იმას ველოდები, რომ ვინმე იქნება დასანქცირებული, იმიტომ, რომ არაფერი გაგვიკეთებია ისეთი, რომ სანქციების ქვეშ მოვექცეთ. როგორ შეიძლება სანქციები დაუწესო ადამიანებს, […]
ზურაბ ჯაფარიძე – „ქართულ ქარტიაში“ გაწერილი რეფორმების ერთობლივად შესრულება ქვეყნისთვის პრინციპული და მნიშვნელოვანია

ჩემი აზრით, ზოგადად ნებისმიერი ტიპის დოკუმენტთან მიერთება იქნება, თუ სხვა ტიპის ნაბიჯის გადადგმა, რომელიც იმის დემონსტრირებას მოახდენს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე შესაძლებელია რაღაც საკითხებზე შეთანხმება და რაღაცების ერთად კეთება, ცალსახად მგონია, რომ არის მნიშვნელოვანი, თუმცა ეს დოკუმენტი ამაზე შორს მიდის, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ორბელიანების სასახლეში, “ქართული ქარტიის” ხელმოწერის შემდეგ […]
ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიების მიერ „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერის პროცესი მიმდინარეობს

ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიების მიერ „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერის პროცესი მიმდინარეობს. დოკუმენტის ხელმოსაწერად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები 11:00 საათიდან მიდიან. „ქართულ ქარტიას“ ხელი უკვე მოაწერეს შემდეგმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა: გია გაჩეჩილაძე – „მწვანეთა პარტია“; ეკა ბესელია – პარტია „სამართლიანობისთვის“; პაატა დავითაია – „ევროპელი დემოკრატები“; ზურაბ ჯაფარიძე – „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“; ელენე ხოშტარია – „დროა“; თაკო […]
პრემიერის ანგარიში – ბოლო წლებში, საქართველოში მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა ეკონომიკური მდგრადობისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით

ბოლო წლებში, საქართველოში მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა ეკონომიკური მდგრადობისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით – სარეიტინგო სააგენტოები აღნიშნავენ, რომ საქართველომ, გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, შეძლო და შეინარჩუნა მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ეკონომიკური მდგრადობა,- ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერის მოხსენებაშია აღშნინული. დოკუმენტის თანახმად, 2024 წელი, ეკონომიკური ზრდის კუთხით, მნიშვნელოვნად პოზიტიური ტენდენციებით დაიწყო − პირველი კვარტალის […]
პრემიერ-მინისტრის ანგარიშის თანახმად, საქართველო ნატოსთან თანამშრომლობის ახალ პრაქტიკულ მექანიზმზე და ინდივიდუალურად მორგებულ პარტნიორობის პროგრამაზე წარმატებით გადავიდა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საქართველო ნატოსთან თანამშრომლობის ახალ პრაქტიკულ მექანიზმზე და ინდივიდუალურად მორგებულ პარტნიორობის პროგრამაზე წარმატებით გადავიდა. პარლამენტში წარდგენილი პრემიერის წერილობითი მოხსენების თანახმად, სააგარიშო პერიოდში ნატო-საქართველოს თანამშრომლობა აქტიურად წარიმართებოდა. „2023 წლის ივლისში საქართველოს დელეგაციამ, საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ნატოს ვილნიუსის სამიტში. სამიტის კომუნიკეში დადასტურებულია ალიანსის ერთგულება 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ, რომ […]
“ეს არის თანხმობა, რომ ყველამ ერთად გავისტუმროთ რუსული რეჟიმი” – ლელომ ქარტიას ხელი მოაწერა

ლელომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, ქართულ ქარტიას ხელი მოაწერა. პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს არის პარტიების თანხმობა რუსული რეჟიმის გასასტუმრებლად. “ეს ქარტია არის პოლიტიკური პარტიების თანხმობა, რომ ყველამ ერთად აქედან გავისტუმროთ რუსული რეჟიმი. ლელო იქნება ყველგან, იქ, სადაც ასეთი ერთობა იქნება და არა ერთიანობა. დიახ, ეს არის ერთობა და არა ერთიანი სია ან პოლიტიკური […]
მინისტრი: ჩინურ კომპანიას ჰქონდა შეზღუდვები აშშ-ის 2 უწყების მხრიდან, ეს არ ნიშნავს სანქციებს

ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კომპანია არ არის სანქცირებული. თუმცა, პარალელურად მინისტრმა თქვა, რომ კომპანიას ჰქონდა გარკვეული შეზღუდვები აშშ-ის ორი უწყების – ვაჭრობის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს მხრიდან. ის ამბობს, რომ “ეს არ არის სანქცია”. “რაც შეეხება კომპანიის სანქცირება არ სანქცირებას, კიდევ […]
მსურველები აღარ ჰყავს – ოსიმენი წინადადებას არაბული კლუბებისგან ელოდება

“ნაპოლის” ფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის მომავალი გაურკვეველია. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ნიგერიელი წინადადებას ლონდონის “არსენალისა” და არაბული კლუბებისგან ელოდება. წყაროს ცნობით, 25 წლის ფეხბურთელი პრემიერლიგაში თამაშზე ოცნებობს და “მეთოფეებში” გადასვლა მისთვის პრიორიტეტულია, თუმცა “მეთოფეები” მასში 130 მილიონის გადახდას არ აპირებენ და ამ პოზიციაზე, დიდი ალბათობით, “ლაიფციგიდან” ბენჟამინ შეშკოს გაიფორმებენ. თავდაპირველად ბევრი იწერებოდა, რომ ოსიმენი კარიერას […]
კალაძე „აგენტების კანონზე“: თუ არ დაემორჩილებიან, არსებობს ჯარიმა და შემდეგ ყადაღა

მმართველი პარტიის გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თუ უცხოეთიდან დაფინანსების მიმღები ორგანიზაციები არ დარეგისტრირდებიან „აგენტების კანონით“ გათვალისწინებულ ბაზაში, მათ დაეკისრებათ ჯარიმები, შემდეგ კი დაედებათ ყადაღა. მან ჟურნალისტებთან კომენტარში კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვქვეშ, რომ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მიერ გაცემული გრანტები „კეთილ საქმეს“ ხმარდება. „თუ არ დაემორჩილებიან, ამისთვის არსებობს ფინანსური ჯარიმების დაკისრება, შემდეგ […]