კალაძე: არაფერი გაგვიკეთებია ისეთი, რომ სანქციების ქვეშ მოვექცეთ

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ არც პირადი და არც თანაგუნდელების დასანქცირების მოლოდინი არ აქვს. ის კვლავ ირწმუნება, რომ ხელისუფლებას ისეთი არაფერი გაუკეთებია, “რომ სანქციების ქვეშ მოექცეს”. „პრობლემას ვერ ვხედავ, არც იმას ველოდები, რომ ვინმე იქნება დასანქცირებული. არაფერი გაგვიკეთებია ისეთი, რომ სანქციების ქვეშ მოვექცეთ… როგორ შეიძლება, სანქციები დაუწესო ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში იღებენ კანონს და […]

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი 6 ივნისს თბილისში გაიხსნება

თბილისში, 6-7 ივნისს, დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ გაიხსნება ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი, სახელწოდებით – „ჯანსაღი ქალაქი – მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“. ღონისძიების ფარგლებში განხილულ იქნება ჯანსაღი ქალაქის კონცეფცია, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, ჯანსაღი ქალაქი, როგორც მახასიათებელი და ინდიკატორი მდგრადი […]

რა ქონებას ფლობს ალუდა ღუდუშაური – დეპუტატის 2024 წლის დეკლარაცია

2024 წლის დეკლარაციის მიხედვით, პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ალუდა ღუდუშაური, უძრავი ქონებიდან, ფლობს 2 ბინას და 3 მიწის ნაკვეთს. რაც შეეხება მოძრავ ქონებას, მის მფლობელობაშია 4 მაჯის საათი და 2 მანქანა. ღუდუშაურის საკუთრებაში არსებული ბინებიდან, ერთი ჩუქების შედეგად აქვს მიღებული 2020 წელს, მეორე კი $47 580 დოლარად შეიძინა 2018-ში. დეპუტატი მიწის ნაკვეთებს ფლობს წეროვანში (14.08.2020 […]

„გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან საკუთარი მიზნებისთვის ხდება ანაკლიის პორტის თემის პოლიტიზირება“ – ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესთან და ჩინურ კონსორციუმ China Communications Construction Company Limited (China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore) დაკავშირებით კიდევ ერთხელ ამომწურავ განმარტებებს აკეთებს – ლევან დავითაშვილმა ამ საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან საკუთარი […]

აქ მაიდნის მოწყობა დეკლარირებულია, დასავლეთის ლიდერებს ნათქვამი აქვთ, რომ აპირებენ ამის გაკეთებას – ბესარიონ გუგუშვილი

დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა პრემიერ-მინისტრმა ,,იმედზე”, გადაცემა ,,იმედი ლაივის” ეთერში განაცხადა: „აქ მაიდნის მოწყობა დეკლარირებულია, დასავლეთის ლიდერებს ნათქვამი აქვთ, რომ აპირებენ ამის გაკეთებას. რატომ ვერ აკეთებენ? აქ არასამთავრობოების ბრალია სინამდვილეში. არასამთავროები დასავლეთს აწვდიან ისეთ ინფორმაციას, რომელიც მათ ესიამოვნება და ისე წარმოუდგენენ საქმეს, თითქოს ქართველი ხალხის დიდი უმეტესობა ხელისუფლების წინააღმდეგ არის და მისი დამხობა უნდა. რაც, რა […]

,, საქართველოში “მაიდანი” და რევოლუცია ნამდვილად არ იქნება” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს: ,, როცა ივანიშვილი მისი მოლაპარაკე თავების პირით “მაიდანს” ახასნებს და გვეუნება, კარგად გაიხასენეთ, რა დაემართა ამის მერე უკრაინასო, ანუ უკრაინის ბედის გაზაირებით გვემუქრება, ამით იგი თავად აყენებს თავს იანუკოვიჩის გვერდით. ფაქტობრივად გვეუბნება, რომ ის არის ქართველი იანუკოვიჩი და მისი გაშვების შემთხვევაში პუტინი ქართველებზე შურს იძიებს, რადგან სწორედ ეს მოხდა […]

,, არაფერი გაგვიკეთებია ისეთი, რომ სანქციების ქვეშ მოვექცეთ” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტებთან აცხადებს: ,,პრობლემას საერთოდ ვერ ვხედავ. არც იმას ველოდები, რომ ვინმე იქნება დასანქცირებული, იმიტომ, რომ არაფერი გაგვიკეთებია ისეთი, რომ სანქციების ქვეშ მოვექცეთ. როგორ შეიძლება სანქციები დაუწესო ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში იღებენ კანონს და ამის უფლება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მიანიჭა, მაგალითად, დეპუტატებს და ხელისუფლებას, რომელიც დღეს წარმოდგენილია მთავრობის სახით და მართავს ქვეყანას. […]

,, ქოცი რაცაა ვიცი, არ ვუჭერ მხარს და აღარ მინდა ეგენი ბატონო მარააა თქვენ რას გვთავაზობთ?” – გიორგი ფოფხაძე ოპოზიციას

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში წერს: ,,ძვირფასო ოპოზიციავ, ხომ არ დადგა დრო გვითხრათ, რას აპირებთ, რას გვთავაზობთ და რატომ უნდა დაგიჭიროთ მხარი? ქოცი რაცაა ვიცი, არ ვუჭერ მხარს და აღარ მინდა ეგენი ბატონო მარააა თქვენ რას გვთავაზობთ ეგეც რომ არ ვიცი არც მე და არც ბევრმა ჩემნაირმა? ოპოზიციააა, აუუუუ, ალოოოო….”

ოღონდ გავერთიანდეთ და ენმ კვოტების ნახევარს სხვა პარტიებს გაუნაწილებს – სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუ საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიცია ერთიან სიაზე შეთანხმდება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვოტების ნახევარი სხვა პარტიებს უნდა დაუთმოს. ამის შესახებ მან დღეს, 3 ივნისს, სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა. „უახლოეს საათებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მათ შორის ჩემი მხარდაჭერით, ხელს მოაწერს სალომე ზურაბიშვილის „ქართულ ქარტიას“. ჩვენ ვართ ერთიანობის მომხრე, მთლიანად ვუჭერთ მხარს ამ ქარტიის სულისკვეთებას […]

ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალური საკითხების, ჯანმრთელობის დაცვისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის სხდომაზე ანგარიშს წარადგენს

ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალური საკითხების, ჯანმრთელობის დაცვისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის სხდომაზე ანგარიშს წარადგენს 3 ივნისს, საფრანგეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პარიზში, გაიმართება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალური საკითხების, ჯანმრთელობის დაცვისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის შეხვედრა, რომელსაც დაესწრება საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, ეკა სეფაშვილი. დეპუტატი აღნიშნული კომიტეტის ძირითადი წევრი და ერთ-ერთ […]