რომელი პარტიები აწერენ ხელს „ქართულ ქარტიას“

ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიების მიერ „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერის პროცესი მიმდინარეობს. დოკუმენტის ხელმოსაწერად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები 11:00 საათიდან მიდიან. „ქართულ ქარტიას“ ხელი უკვე მოაწერეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა: გია გაჩეჩილაძე – „მწვანეთა პარტია“; ეკა ბესელია – პარტია „სამართლიანობისთვის“; პაატა დავითაია – „ევროპელი დემოკრატები“; ზურაბ ჯაფარიძე – „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“; ელენე ხოშტარია – „დროა“; თაკო ჩარკვიანი; […]

კალაძე: თუ არ დაემორჩილებიან, ჯარიმებია, მოხდება დაყადაღება და ვერ შეძლებენ ფუნქციონირებას

მარტივია, თუ არ დაემორჩილებიან, არის ფინანსური ჯარიმები, შემდეგ მოხდება მათი დაყადაღება, ა.შ. და ისინი ვერ შეძლებენ უბრალოდ ფუნქციონირებას და ვერ შეძლებენ იმ თანხების მიღებას, რასაც იღებენ.

ჯაფარიძე: ქარტიაში გაწერილი რეფორმებით, საქართველოსთვის EU-სთან მოლაპარაკებები გაიხსნება

რეფორმები, რომელიც იქ არის გაწერილი, გამომდინარეობს იმ 9 პუნქტიდან, რომელიც განსაზღვრა ევროკომისიამ, შესაბამისად, ამ რეფორმების შესრულების შემდგომ, საქართველოსთვის გაიხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ანუ გადავდგამთ ერთ ნაბიჯს კიდევ წინ, სტატუსის მიღების შემდეგ და დავეწევით მოლდოვას და უკრაინას და უკვე მოლაპარაკებები შეგვიძლია დავასრულოთ 5 წელიწადში და სადღაც 2030 წელს საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.

დეპუტატი კახა ოქრიაშვილი პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“ უერთდება

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „ვეხმაურები და ვუერთდები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბოლო პერიოდის ინიციატივებს: 1. რეფერენდუმის ჩატარების შესახებ – ასეთი პლებისციტი უკვე ჩატარდა 2008 წელს, როცა ქართველმა ხალხმა ერთმნიშვნელოვანი თანხმობა განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე. ამის შემდეგ 15 წელი გავიდა და ქვეყნის სათავეში მოვიდა ხელისუფლება, რომელიც […]

პრემიერის მოხსენება – საქართველო რჩება ერთგული პოზიციის, რომ ქვეყნის ტერიტორია არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით – საბაჟო ოპერაციაზე უარის თქმისა და საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 1898 გადაწყვეტილებაა მიღებული

საქართველო რჩება ერთგული თავისი პოზიციისა, რომ საქართველოს ტერიტორია არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით – მიღებულ იქნა საბაჟო ოპერაციაზე უარის თქმისა და საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 1898 გადაწყვეტილება, – ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერის მოხსენებაშია აღნიშნული, რომელიც 2023 წლის ივნისიდან, 2024 წლის მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. დოკუმენტში საუბარია იმ ნაბიჯებზე, რასაც […]

იაგო ხვიჩია – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გამოფხიზლების უებარი წამალი გამოდგა, მაღვიძარის ეფექტი შეასრულა – აქამდე საზოგადოებას ეძინა და წარმოდგენა არ ჰქონდა, საით მიდიოდა ხელისუფლება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გამოფხიზლების უებარი წამალი გამოდგა ქვეყნისთვის. აქამდე საზოგადოებას ეძინა და წარმოდგენა არ ჰქონდა, საით მიდიოდა მათი ხელისუფლება. ამ კანონმა რაღაცნაირად მაღვიძარას ეფექტი შეასრულა და ეს პოზიტიურად უნდა გამოვიყენოთ, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ხვიჩიას თქმით, ამ კანონს მოქმედების დიდი ხანი არ უწერია. „ამ კანონს მოქმედების დიდი […]

პრემიერის ანგარიში – ნარკოდანაშაულისათვის დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 4406 პირი, მათ შორის 294 ნარკორეალიზატორია – ნარკოტიკებით ვაჭრობა მთავარ გამოწვევად რჩება

დასრულდა დაბა ლაითურში უმაღლესი ევროპული სტანდარტების, 700 მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა და ამჟამად მიმდინარეობს მისი ეტაპობრივი დატვირთვა – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წერილობითი ფორმით უკვე წარედგინა. ანგარიშის თანახმად, ასევე რუსთავში 150 მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა მიმდინარეობს. „დასრულდა დაბა ლაითურში უმაღლესი ევროპული სტანდარტების, 700 მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა და […]

პრემიერის ანგარიში – 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში, საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში მომსახურება 22 წლამდე 54-მა ონკოლოგიურმა პაციენტმა მიიღო, ჯამურმა ხარჯმა კი 693 380 ლარი შეადგინა

2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში მომსახურება 0-22 წლამდე 54-მა ონკოლოგიურმა პაციენტმა მიიღო, ჯამურმა ხარჯმა კი 693 380 ლარი შეადგინა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წერილობითი ფორმით უკვე წარედგინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ონკოლოგიური დაავადებების მართვა და ეფექტიანი მკურნალობა სახელმწიფოსთვის კვლავ ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. „2024 წლიდან […]

ნიდერლანდები უკრაინას მის მიერ მიწოდებული F-16-ებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის უფლება მისცემს

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის, კაისა ოლონგრენის განცხადებით, F-16 ტიპის 24 მოიერიშე თვითმფრინავი, რომელთა გადაცემასაც ნიდერლანდები უკრაინისთვის აპირებს, შესაძლოა, რუსეთში სამიზნეებზე დასარტყმელად გამოიყენონ. POLITICO-სთვის მიცემულ ინტერვიუში ოლონგრენმა აღნიშნა, რომ ნიდერლანდები არ დააწესებს შეზღუდვებს, როგორც ეს იყო ბელგიის შემთხვევაში, რომლის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კროომ კიევი გააფრთხილა, რომ F-16-ებით არ შეუტიოს სამიზნეებს რუსეთის საჰაერო სივრცეში. ოლონგრენის განმარტებით “ბელგიურ სტილში […]

,, ახლა თქვენ გააკეთეთ დასკვნა – ვინ არის რეალურად ომის პარტია და ვის უნდა მშვიდობა?!” – გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,მცირე განმარტება, კარგად რომ გავიაზროთ პრეზიდენტის შემოთავაზებული ქარტიის ისტორიული მნიშვნელობა: ხელისუფლებამ, ე.წ. “რუსული კანონი”-ს საბოლოოდ მიღების წუთიდან მოახდინა კონსტიტუციის 78-ე მუხლის საბოტირება და ამით უარი თქვა კონსტიტუციის გარანტის ფუნდამენტალურ ფუნქციაზე, რითაც საკუთარი თავი დააყენა კანონ-გარეშე და დღეის მდგომარეობით გვევლინება ძალაუფლების უზურპატორად. ამის შემდეგ, ქვეყანაში დარჩა ერთადერთი ლეგიტიმური ფიგურა – […]