ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში ენერგეტიკის სექტორში ქალთა როლის გაძლიერებაზე საჯარო ლექცია ჩატარდა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ქ.ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს საჯარო ლექცია ჩაუტარდათ თემაზე “ქალის როლის გაძლიერება ენერგეტიკის სექტორში”. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრებმა, სალომე ჯანელიძემ და ქეთევან ბერიკაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ენერგეტიკის სექტორის რეგულირების საკითხები, განვითარების პერსპექტივები, სექტორში დასაქმების შესაძლებლობები. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე […]
რუსეთიდან განხორციელებული ელექტროენერგიის იმპორტის 98% აფხაზეთს მიეწოდა

2023 წელს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის რაოდენობამ 790 კვტ.სთ შეადგინა. რაც 2022 წელთან შედარებით იმპორტი დაახლოებით 2-ჯერ შემცირდა. კერძოდ, 2022 წელს მაჩვენებელი 1 533 კვტ.სთ იყო. სემეკის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ელექტროენერგიის იმპორტის 1%-ზე მეტი აზერბაიჯანიდან, ხოლო რუსეთიდან განხორციელებული იმპორტის 98% აფხაზეთს მიეწოდა. რაც შეეხება ექსპორტს, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 1.5-ჯერ გაიზარდა და 1,468 კვტ.სთ […]
სრულიად განახლებული როუმინგის შეთავაზება სელფისგან მეტი ინტერნეტი და Google Maps საჩუქრად

სელფი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, მომხმარებელს სრულიად განახლებულ როუმინგის მომსახურებას სთავაზობს. სელფის როუმინგის შეთავაზება მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს თავისივე ნომრით ისარგებლოს დაბალი ტარიფით მსოფლიოს მასშტაბით, მიიღოს გაცილებით მეტი ინტერნეტი და ყოველგვარი ხარჯის გარეშე გამოიყენოს Google Maps. მეტი მოხერხებულობისთვისა და საჭიროებაზე უკეთ მორგებისთვის, სელფის როუმინგი მომხმარებელს სთავაზობს ორი ზონის არჩევანს იმისდა […]
სრულიად განახლებული როუმინგის შეთავაზება სელფისგან – მეტი ინტერნეტი და Google Maps საჩუქრად

სელფი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, მომხმარებელს სრულიად განახლებულ როუმინგის მომსახურებას სთავაზობს. სელფის როუმინგის შეთავაზება მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს თავისივე ნომრით ისარგებლოს დაბალი ტარიფით მსოფლიოს მასშტაბით, მიიღოს გაცილებით მეტი ინტერნეტი და ყოველგვარი ხარჯის გარეშე გამოიყენოს Google Maps. მეტი მოხერხებულობისთვისა და საჭიროებაზე უკეთ მორგებისთვის, სელფის როუმინგი მომხმარებელს სთავაზობს ორი ზონის არჩევანს იმისდა […]
ე.წ. “აგენტების კანონი” საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ, ე.წ „აგენტების კანონი“ “საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კანონისთვის სამართლებრივი სტატუსის მისანიჭებლად, საქართველოს კანონმდებლობით, ეს აუცილებელი პროცედურაა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სახელწოდების კანონი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით გამოქვეყნდა. დღეს, 3 ივნისს გაირკვა, რომ პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა კანონს ხელი არ მოაწერა. პროცედურის მიხედვით, სწორედ ამის შემდეგ შეუძლია […]
წინასწარი მონაცემებით, სერბეთის დედაქალაქის ხელახალ არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, სერბეთის მმართველი, პროგრესული პარტია (SNS) იმარჯვებს დედაქალაქ ბელგრადში და სხვა ადგილებში ხელმეორედ ჩატარებულ კენჭისყრაში – მას მერე, რაც წინა რაუნდმა მკაფიო გამარჯვებული არ წარმოშვა და ბიძგი მისცა ოპოზიციის საპროტესტო აქციებს, რომელთა მონაწილეებიც აცხადებდნენ, რომ SNS-ი არჩევნებში უკანონოდ ერეოდა. ოპოზიცია დარღვევებზე აცხადებდა სერბეთში 2 ივნისს გამართული არჩევნებიდანაც, რის გამოც პოლიტიკური ვითარება დაძაბული რჩება ბალკანეთის […]
ბლინკენმა ისრაელის ლიდერებს დაურეკა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განსახილველად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 2 ივნისს ისრაელის ლიდერებს დაურეკა, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განსახილველად – ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ბლინკენი ელაპარაკა ომის კაბინეტის მინისტრს, ბენი განცს და თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს. განცხადების თანახმად, ბლინკენმა ორივე საუბარში ისრაელი “შეაქო” ამ შეთანხმების გამო, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარმოადგინა. ბლინკენის თქმით, ახლა შეთანხმების მიღების პასუხისმგებლობა ეკისრება […]
აქცია-კონცერტზე დაჯარიმებულებისთვის 348 000 ლარი შეგროვდა

14:00 საათის მონაცემებით, აქცია-კონცერტზე, რომელიც რუსული კანონის მოწინააღმდეგ იმ მოქალაქეების დასახმარებალდ ჩატარდა, რომლებიც დააჯარიმეს, 348 000 ლარი შეგროვდა. ინფორმაციას თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ავრცელებს. შემოწირულობების მიღება ისევ გრძელდება. აქცია კონცერტი 2 ივნისს გაიმართა.
ნინო წილოსანი – ფსიქოლოგიური ტერორის შემდეგ ადევნებაზეც გადავიდნენ – ეს ფაშისტური მოქმედებები წახალისებულია ოპოზიციური ლიდერების მხრიდან

ფსიქოლოგიური ტერორის შემდეგ ადევნებაზეც გადავიდნენ – ფაქტია, რომ მთლიანად ეს ფაშისტური მოქმედებები წახალისებულია ოპოზიციური ლიდერების მხრიდან, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ყველა ის პოლიტიკოსი და აქტორი, რომელიც ამ ყველაფერს ახალისებს, პირდაპირ დანაშაულებრივი სქემის მონაწილეა. როგორც წილოსანი აღნიშნავს, ადევნების გუშინდელ შემთხვევასთან დაკავშირებით დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა დაბარებული. […]
არჩილ თალაკვაძე – როგორც ჩანს, ქარტიის გარშემო სამი ჯგუფი ჩამოყალიბდება: „ერთქარტიულები“, „ნახევრადქარტიულები“ და ისინი, რომლებმაც საერთოდ ვერ გაიგეს ეს ქარტია

რეალურად, გიორგი გახარიას პარტიის განცხადება არის პოლიტიკური ფანდი და შეთანხმებულია რადიკალურ ოპოზიციასთან – როგორც ჩანს, ქარტიის გარშემო სამი ჯგუფი ჩამოყალიბდება: “ერთქარტიულები”, “ნახევრადქარტიულები” და ისინი, რომლებმაც საერთოდ ვერ გაიგეს ეს ქარტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც პარტია “საქართველოსთვის” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ “ქართულ ქარტიაზე” ხელის არ მოწერას გამოეხმაურა. თალაკვაძის შეფასებით, […]