კობახიძე პარლამენტში მოხსენებით 28 ივნისს წარდგება

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში მოხსენებით 28 ივნისს, საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე წარდგება. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ თქვა. კობახიძე პარლამენტში სამთავრობო პროგრამების შესრულების შესახებ მოხსენებით უნდა გამოვიდეს.
დავით ბერძენიშვილი – საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი რომ პროდასავლური ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს, ეს იდეა მაღალი კონსენსუსის საგანია ძალიან ბევრ პარტიაში

მნიშვნელოვანი დოკუმენტია, ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა შეიმუშავა, პოლიტიკურ პარტიებთან მას წინასწარი კონსულტაციებიც ჰქონდა, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ორბელიანების სასახლეში, „ქართულ ქარტიაზე” ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. როგორც ბერძენიშვილი აღნიშნავს, პრეზიდენტი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების კოორდინაციის საკითხში პოზიტიურ როლს თამაშობს. „ბუნებრივია, საბოლოო ტექსტი მისია. პოლიტიკური პარტიების საქმე იქნება, რომ ამ მიმართულებებთან ერთად ძალიან […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7914ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7914ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7914 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7949 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0035 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0236 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0319 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 ივნისს, 11:00-დან 17:00 საათამდე, ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთაში გიორგობიანის, აღმაშენებლის, არმაზის ქუჩებზე, ციხედიდის და შიომღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფლებში ძეგვი, ნიჩბისი. 11:00-დან 17:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს გველეთში, დარიალში, ლარსზე. 11:30-დან 18:00 საათამდე […]
სრულიად განახლებული როუმინგის შეთავაზება სელფისგან – მეტი ინტერნეტი და Google Maps საჩუქრად – Netgazeti • Cellfie • სელფი მობაილი • Netgazeti.ge

სელფი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, მომხმარებელს სრულიად განახლებულ როუმინგის მომსახურებას სთავაზობს. სელფის როუმინგის შეთავაზება მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს თავისივე ნომრით ისარგებლოს დაბალი ტარიფით მსოფლიოს მასშტაბით, მიიღოს გაცილებით მეტი ინტერნეტი და ყოველგვარი ხარჯის გარეშე გამოიყენოს Google Maps. მეტი მოხერხებულობისთვისა და საჭიროებაზე უკეთ მორგებისთვის, სელფის როუმინგი მომხმარებელს სთავაზობს ორი ზონის არჩევანს იმისდა […]
როგორ აფასებს Samni Concept Store საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს

ბიზნესსაქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, საქართველოს ბანკის მომხმარებლები დიდი ხანია, რაც ბიზნეს მობილბანკს იყენებენ. ბიზნეს მობილბანკის პლატფორმის დახმარებით ტრანზაქციების განხორციელება, ფინანსების მართვა და ბიზნესისთვის საჭირო სხვა ყოველდღიური საქმიანობის განხორციელება უმოკლეს დროში ნებისმიერი ადგილიდანაა შესაძლებელი. ბიზნეს მობილბანკის მუდმივად განახლებადი ფუნქციონალები კი მომხმარებელთა რიცხვის ზრდას განაპირობებს. ონლაინმაღაზია Samni Concept Store ბიზნეს მობილბანკის ერთ-ერთი აქტიური მომხმარებელია. სწორედ ბიზნეს მობილბანკის […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7914 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7914ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7914 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7949 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0035 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0236 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0319 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ხვიჩა გვირჯიშვილი დაიღუპა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
ნიკა მელია – რა სურს „ნაციონალურ მოძრაობას“, სააკაშვილს, მერაბიშვილს და კეზერაშვილს, ეს არის მათი ლეგიტიმური უფლება, მათ აქვთ თავიანთი მოსაზრება – ჩვენ მიგვაჩნია, რომ სხვაგვარი კონფიგურაციით უნდა წარვდგეთ

ქალბატონი ზურაბიშვილი განსაკუთრებით ორი წლის პერიოდში გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას – თუ ის თავად გადაწყვეტს [პრეზიდენტობის კანდიდატობას]ჩემი, ნიკა გვარამიას და ვფიქრობ, ბევრი ადამიანის და პარტიის მხარდაჭერა ამ პროცესს ექნება,- ამის შესახებ პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, თუ სალომე ზურაბიშვილი სამომავლოდ პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება, დაუჭერდა თუ არა მას მხარს. მელიას თქმით, […]
ჩინეთის საგარეო უწყება ზელენსკის – ჩინეთს რუსეთ-უკრაინის ომის ცეცხლი არასდროს გაუღვივებია

ჩინეთს არასოდეს არ გაუღვივებია რუსეთ-უკრაინის ომის ცეცხლი და არც ცეცხლზე ნავთი დაუსხამს, – ასე ეხმაურება ჩინეთის საგარეო უწყება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის მხარდაჭერის აღმოჩენით რუსეთ-უკრაინის ომი გახანგრძლივდება და რომ რუსეთი ჩინეთის დახმარებით შვეიცარიაში დაგეგმილი მშვიდობის სამიტის ჩაშლას ცდილობს. მისი თქმით, პეკინს მიაჩნია, რომ ყველა ძალისხმევა უნდა იყოს აღიარებული […]