თინა ბოკუჩავა – ივანიშვილის ხელისუფლებამ ღიად იცვალა კურსი და უარი თქვა საქართველოს ევროინტეგრაციაზე – ის მეგობრებს ეძებს არა დემოკრატიულ, დასავლურ ქვეყნებში, არამედ ავტოკრატიულ ქვეყნებში

ივანიშვილის ხელისუფლებამ ღიად იცვალა კურსი და უარი თქვა საქართველოს ევროინტეგრაციაზე. ის მეგობრებს ეძებს არა დემოკრატიულ, დასავლურ ქვეყნებში, არამედ ავტოკრატიულ ქვეყნებში, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები საპატიო ვიზიტით დადიან ირანში და მასპინძლობენ ყირგიზეთის წარმომადგენლებს ევროკავშირის და აშშ-ს ლიდერების ნაცვლად. „იცით, რომ ყირგიზეთმა მიიღო მსგავსი ტიპის კანონი, […]
შემოსავლების სამსახური – სარფში, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფში, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა. მათივე ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში – ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, ეჭვის საფუძველზე, მათი კუთვნილი ბარგისა და ფიზიკური დათვალიერების (სხეულის რენტგენო ინსპექტირების სკანერის გამოყენება) შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 389,5 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. […]
ბექა ოდიშარია – ყოველგვარი მაგრამის და თუს გარეშე, ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს, თუმცა საზოგადოებამ დაინახა, ვინ დაიწყო „ფეისბუქში” აქტიური კამპანია

ყოველგვარი მაგრამის და თუს გარეშე, ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს – ილია ჭავჭავაძე არ მოუკლავს ბერბიჭაშვილს, ის მოკლეს ასეთმა ადამიანებმა. ახლა არ არის მე-20 საუკუნის გარიჟრაჟი, როცა ყველაფერი მოსული იყო. არ მოსულა! – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „ადამიანები, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ და შეურაცხყოფას აყენებენ სხვებს იმისათვის, რომ […]
“ამ დოკუმენტში გაიწერა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები” – ენმ-მ ქართულ ქარტიას ხელი მოაწერა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას შეუერთდა. ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთმა წევრმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან კომენტარისას ისაუბრა. მისი თქმით, „ქართული ქარტიის” ფარგლებში მნიშვნელოვანი რეფორმები და ნაბიჯები გაიწერა, რომლის გადადგმის შემთხვევაშიც საქართველოს შეუძლია, რომ ევროკავშირთან წარმატებით მოლაპარაკებები გახსნას. “დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანა და მიზანი, რომლის გადარჩენაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის არის ჩვენი ქვეყნის ევროპული […]
დეკანოიძე: არიან ოცნების წევრები, ვის ოჯახებსაც უკვე მისდით ვიზების გაუქმებაზე შეტყობინებები

ევროოპტიმისტების წევრის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ქართული ოცნების წარმომადგენლების ოჯახის წევრებს ვიზების გაუქმების შესახებ კონკრეტული შეტყობინებები უკვე მისდით. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, შესაბამისი ინფორმაცია მალე გავრცელდება. “ძალიან მალე იქნება სანქციები. მე მაქვს უკვე ინფორმაცია, რომ კონკრეტულად არსებობენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, ვისი ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით კონკრეტული შეტყობინებები ზუსტად ვიზების გაუქმების შესახებ. ეს ინფორმაცია მალე გავრცელდება. მე, რა […]
„2023 წელს მშენებლობის სექტორის წილმა ეკონომიკის 7.9% შეადგინა“ – ლევან დავითაშვილი

ახალი ბრენდი და ინოვაციები სამშენებლო სექტორში – ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე იმსჯელეს „ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯიას“ რიგით მე-7 საერთაშორისო ხარისხის კონფერენციაზე, რომელშიც 300-მდე წამყვანი ადგილობრივი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები, დეველოპერები, ინჟინრები და დარგის ექსპერტები მონაწილეობდნენ. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. კონფერენციაზე ასევე მოხსენება გააკეთა სამინისტროს სივრცითი და […]
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, 4 ივნისს, იაპონური ჩაის ცერემონიალი გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკურ ბაღში, 4 ივნისს, 10:00-დან 11:00 საათამდე, საქართველოში იაპონიის საელჩოს ორგანიზებით ჩაის ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიებას გაუძღვებიან საგანგებოდ მოწვეული ჩაის ოსტატები იუ კომაკი და ტოშიკო ონერი. იაპონური ჩაის ცერემონიაზე, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ჩაის გზა (ჩადო), სტუმრების წინაშე დაფქული მწვანე ჩაის რიტუალურად მზადდება. ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირინე დანელია და იაპონიის საგანგებო […]
დაჯარიმებულთა დასახმარებლად 348 000 ლარი შეგროვდა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებისას დაჯარიმებულთა დასახმარებლად 2 ივნისს, თბილისში გამართულ აქცია-კონცერტზე, 3 ივნისის 14:00 საათის მდგომარეობით, 348 000 ლარი შეგროვდა. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლშის ინფორმაციით, დონაცია გრძელდება. დახმარების მსურველებს შეუძლიათ, შემოწირულობა ჩარიცხონ ანგარიშებზე: · TBC ბანკი: GEL: #GE41TB7249036080100001 USD/EUR: #GE85TB7249036180100001 · საქართველოს ბანკი: GEL/USD/EUR: #GE90BG0000000595714311 მიმღები: THE HUMAN RIGHTS HOUSE TBILISI დანიშნულება: Donation · PayPal: […]
ბენიამინ ნეთანიაჰუ – ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ისრაელის წინადადებასა და ჯო ბაიდენის მიერ წარმოდგენილ პირობებს შორის განსხვავებები არსებობს

ისრაელის პრემიერ – მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებული შეთანხმების ისრაელის მიერ წარდგენილ ვერსიასა და ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებულ წინადადებას შორის განსხვავებები არსებობს. „წინადადება, რომელიც ბაიდენმა წარმოადგინა, არასრულია. ომი შეჩერდება მძევლების დასაბრუნებლად, შემდეგ კი დისკუსიებს გავმართავთ. არის სხვა დეტალები, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტმა საზოგადოებას არ წარუდგინა“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, […]
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ნაძალადევის რაიონში, მონადირის ქუჩაზე მდებარე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურში, რომელიც გლდანი-ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, მაღალი ძაბვის ერთ-ერთი ძალოვანი კვანძი ავარიულად დაზიანდა. აღნიშნულთან დაკავშირებით „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” განცხადებას ავრცელებს. კომპანიიც ცნობით, ავარიული დაზიანება დღეს, 3 ივნისს მოხდა. „აღნიშნულმა დაზიანებამ ტუმბო-აგრეგატების მუშაობა დროებით შეაფერხა. ამ დროისთვის „ჯივიპის“ ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და […]