ბლინკენმა ისრაელის ლიდერებს დაურეკა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განსახილველად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 2 ივნისს ისრაელის ლიდერებს დაურეკა, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განსახილველად – ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ბლინკენი ელაპარაკა ომის კაბინეტის მინისტრს, ბენი განცს და თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს. განცხადების თანახმად, ბლინკენმა ორივე საუბარში ისრაელი “შეაქო” ამ შეთანხმების გამო, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარმოადგინა. ბლინკენის თქმით, ახლა შეთანხმების მიღების პასუხისმგებლობა ეკისრება ჰამასს. ჰამასი აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება