ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, პრეზიდენტის პრესმდივანზე, სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს. „ამის ეჭვი არ არსებობს. „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოები ჩვენი მთავარი პარტნიორები არიან. მათთან ჩვენი ურთიერთობების მთავარ თემებზე ვისაუბრებთ, მათ შორის ორმხრივ ფორმატში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა. მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტი სამიტში მონაწილეობას ონლაინ […]
როგორ აფასებს Samni Concept Store საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს

ბიზნესსაქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, საქართველოს ბანკის მომხმარებლები დიდი ხანია, რაც ბიზნეს მობილბანკს იყენებენ. ბიზნეს მობილბანკის პლატფორმის დახმარებით ტრანზაქციების განხორციელება, ფინანსების მართვა და ბიზნესისთვის საჭირო სხვა ყოველდღიური საქმიანობის განხორციელება უმოკლეს დროში ნებისმიერი ადგილიდანაა შესაძლებელი. ბიზნეს მობილბანკის მუდმივად განახლებადი ფუნქციონალები კი მომხმარებელთა რიცხვის ზრდას განაპირობებს. ონლაინმაღაზია Samni Concept Store ბიზნეს მობილბანკის ერთ-ერთი აქტიური მომხმარებელია. სწორედ ბიზნეს მობილბანკის […]
როგორი ამინდია მოსალოდნელი 4-6 ივნისს საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ივნისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა. სითბოს ფონზე დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვაც აღინიშნოს. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 7 […]
ანაკლიის პორტის შესახებ ხელშეკრულება, წინასწარი გათვლებით, ზაფხულში უნდა გაფორმდეს – მთავრობის ანგარიში

ანაკლიის პორტის საზღვაო პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების ჩატარების შესახებ ხელშეკრულება, წინასწარი გათვლებით, ზაფხულში უნდა გაფორმდეს და შესაბამისად საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყოს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ მთავრობის ანგარიშშია ნათქვამი. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, აღნიშნული მიმართულებით ტენდერი მიმდინარე წლის 10 მაისს გამოცხადდა, წინადადება კი სამმა კომპანიამ წარადგინა. „გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება საქართველოს სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესებისა და […]
ობიექტების პრივატიზების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში 230 823 708 ლარი გადაირიცხა – პრემიერის ანგარიში

სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერის მოხსენების თანახმად, 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე ობიექტების პრივატიზების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში 230 823 708 ლარი გადაირიცხა. „საანგარიშო პერიოდში [2023 წლის ივნისი – 2024 წლის მაისი], აქტიურად მიმდინარეობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვის პროცესი. ობიექტების პრივატიზების შედეგად შემოსული თანხებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 2023 წელს გადაირიცხა 200 305 […]
“ნიუკასლმა” “ვალენსიას” მამარდაშვილის თაობაზე პირველი შეთავაზება გაუკეთა

“ნიუკასლმა” “ვალენსიას” მამარდაშვილის სანაცვლოდ 41-მილიონიანი წინადადება გაუკეთა, ამის შესახებ ინფორმაციას Cope-ს ჟურნალისტი პედრო მორატა ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდებიან თუ არა “ღამურები” “კაჭკაჭების” ამ შეთავაზებას. მორატას ცნობით, ახლა ბურთი “ვალენსიას” მფლობელის პიტერ ლიმის მოედანზეა. შეგახსენებთ, აქამდე ესპანური გამოცემები წერდნენ, რომ “ვალენსია” მამარდაშვილის გასხვისებას მინიმუმ 35 მილიონ ევროდ გეგმავდნენ. Evening Standart-ის ცნობით, “მამარდას” დამატებით ლონდონის “ჩელსიც” ინტერესდება. […]
გაეროს ექსპერტები ქვეყნებს პალესტინელთა სახელმწიფოს აღიარებისკენ მოუწოდებენ

ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ქვეყნებს მოუწოდებს აღიარონ პალესტინელთა სახელმწიფო. მოწოდება ერთგვარი გაგრძელებაა იმ პროცესის, რომელიც გასულ კვირას დაიწყო, როცა ესპანეთმა, ირლანდიამ და ნორვეგიამ, პალესტინა, როგორც სახელმწიფო ოფიციალურად აღიარეს. სამი ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ისრაელში, რომელიც „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ომს აგრძელებს და როგორც საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ წერს, ერთგვარ იზოლაციაში […]
ევროკავშირში რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა გრძელდება

ევროკავშირის დეზინფორმაციასთან მებრძოლმა გუნდმა, მაისში კიდევ ერთი რუსულენოვანი ვიდეო ამხილა სიცრუეში, რომელიც სოციალურ ქსელ “იუტუბზე” იყო განთავსებული. ვიდეოსიუჟეტის მიხედვით, მოქალაქეები გაურბიან დიქტატურას ევროკავშირის წევრ პოლონეთში და ისინი თავშესაფარს ბელარუსში, მოსკოვის ახლო მოკავშირე ქვეყანაში ეძებენ. ვიდეო განამტკიცებდა კრემლის მომხრეთა ნარატივს, რომლის მიხედვითაც, ვარშავას და უფრო ფართოდ, ევროკავშირს, აგრესიული მილიტარისტული ზრახვები აქვთ. სიუჟეტი განაზოგადებდა პოლონეთის მაგალითს და […]
ჩაირთე “სილქნეტის” „ევროპასის“ ინტერნეტპაკეტები როუმინგში და გააზიარე საუკეთესო მომენტები „ევრო 2024“ ჩემპიონატიდან!

თუ ჩვენს საამაყო „ჯვაროსნებს“ საგულშემატკივროდ მიჰყვებით ევროპის ჩემპიონატზე, “სილქნეტს” თქვენთვის საუკეთესო შეთავაზებები აქვს. კოდით *133# ან აპლიკაციით MySilknet App შეძლებთ გაიაქტიუროთ „ევროპასის“ ინტერნეტპაკეტები: ● 1GB – 25₾ – 7 დღე ● 3GB – 50₾ – 14 დღე ● 5GB – 65₾ – 14 დღე * პაკეტით სარგებლობისთვის, ნომრის ბალანსზე საჭიროა მინიმუმ 2₾ ისარგებლე 5G ინტერნეტით […]
პარლამენტში უარყოფენ, რომ რომელიმე დეპუტატმა აშშ-ის ვიზის გაუქმებაზე შეტყობინება მიიღო

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურში უარყოფენ, რომ დეპუტატებმა, რომელებმაც „აგენტების კანონს“ მხარი დაუჭირეს, აშშ-ის ვიზის გაუქმებაზე შეტყობინება მიიღეს. ინფორმაცია დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების სანქციებაზე დაახლოებით 16:00 საათისთვის სოციალურ ქსელში სხვადასხვა მოქალაქემ გაავრცელა. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც იმის გასარკვევად, ფლობენ თუ არა მსგავს ინფორმაციას. უწყების პრესსამსახურისთვის ამ საკითხზე დასმული კითხვა, უპასუხოდ არის დატოვებული. „აგენტების […]