შალვა პაპუაშვილი – საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლგბტ პროპაგანდის წარმოება დაუშვებელი იქნება

საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლგბტ პროპაგანდის წარმოება დაუშვებელი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ ცვლილებას ითვალისწინებს კანონების პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, „კერძოდ, ცვლილება ითვალისწინებს განათლების სექტორში პროპაგანდის აკრძალვას”. „დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლგბტ პროპაგანდის წარმოება. კერძოდ, ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული […]

მზიურის პარკთან მდინარე ვერეს კალაპოტის გაწმენდით სამუშაოებში 50-მდე მერიის თანამშრომელია ჩართული

მზიურის პარკთან მდინარე ვერეს კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ლაივ-ჩართვაში დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. „მზიურის პარკთან მდინარე ვერეს კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ახლა ძირითადად ხე-მცენარეებისგან გაწმენდა მიმდინარეობს. რომელიც კალაპოტშია და ხელს უშლის მდინარეს გადაადგილებისას და გვინდა, რომ ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული“, განაცხადა კალაძემ. მერის მოადგილე, ანდრია ბასილაიას თქმით, ამჟამად 50-მდე […]

ჰოსპიტლების 78%-ს საერთაშორისო აკრედიტაციაზე მუშაობა დაწყებული აქვს

საქართველოში მოქმედ 210 ჰოსპიტალს, რაც კლინიკების 78%-ს შეადგენს, დაწყებული აქვს მუშაობა საერთაშორისო აკრედიტაციაზე. ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ მოხსენებაში, რომელიც პარლამენტს წარედგინა. „საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიზნით, 2023 წლიდან დაწყებულია სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაცია: 210 ჰოსპიტალს (კლინიკების 78%) დაწყებული აქვს მუშაობა საერთაშორისო აკრედიტაციაზე. რამდენიმე დაწესებულებამ უკვე მოიპოვა საერთაშორისო აკრედიტაცია, რაც საქართველოში მაღალი სტანდარტების […]

„მოქმედი ელჩი საქართველოსა და გერმანიის მეგობრობაში ხინჯის შეტანას ცდილობს“ – ირაკლი კობახიძე

„გავრცელდა დეზინფორმაცია და ამის საფუძველი, სამწუხაროდ, შექმნა გერმანიის ელჩმა, რომელმაც ისე გაავრცელა გერმანიის კანცლერის განცხადება, რომ შექმნა აღქმა საქართველოზე საუბრის თაობაზე და შემდეგ ეს აიტაცეს კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა, გაავრცელეს შესაბამისი დეზინფორმაცია. ეს ძალიან სამწუხაროა“, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, განსაკუთრებით სამწუხარო და შემაშფოთებელია ამ ყველაფერში გერმანიის ელჩის როლი. „ეს ყველაფერი, რა […]

შალვა პაპუაშვილი – 17 მაისს შედგა სახალხო რეფერენდუმი, ვნახეთ ხალხის მხარდაჭერა ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით

17 მაისს შედგა სახალხო რეფერენდუმი, ვნახეთ ხალხის მხარდაჭერა ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კონსტიტუციური პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიამ, ერთი თვის განმავლობაში ჩაატარა 11 შეხვედრა, ყველა რეგიონში. „მიმდინარე წლის 17 აპრილს პარლამენტში შეიქმნა კონსტიტუციური პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია, რომელმაც ერთი თვის […]

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში დღის ბოლომდე ამინდი გაურესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში 4 ივნისს დღის ბოლომდე ამინდი გაურესდება. კერძოდ, 4 ივნისს დღის ბოლომდე შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღნიშნული რეგიონების გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს” – ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, გარემოს ეროვნული […]

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მედიის წარმომადგენლებს ვაშლოვანში უმასპინძლა

შიდა ტურიზმის სტიმულირების, დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული პარკების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კახეთში, ვაშლოვანში პრესტური გამართა. აღნიშნულ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. „ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ფოტოგრაფები და ოპერატორები 3 დღის განმავლობაში ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების უნიკალურ ადგილებს გაეცნენ. მედიის წარმომადგენლებმა დაცულ ტერიტორიაზე მობინადრე ცხოველები და ფრინველები გადაიღეს. პრესტურის მონაწილეებმა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ტურისტული […]

ფილიპინებში, ვულკანის ამოფრქვევის გამო, ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო და 60-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა

ფილიპინებში კანლაონის მთასთან ახლოს მცხოვრები ასობით ადამიანისთვის, ვულკანის ამოფრქვევის გამო, ევაკუაციის ბრძანება გამოცხადდა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ცაში ხუთ კილომეტრამდე სიგრძის ფერფლის სვეტი გაჩნდა. ფილიპინების სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 60-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა, რამაც 5 000-ზე მეტი მგზავრი დააზარალა. ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტმა (Phivolcs) განაცხადა, რომ კანლაონის ვულკანი 6 წუთის განმავლობაში […]

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ფარმაცევტული სექტორის გამოწვევები განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში, რომელსაც ასოციაციის წევრი ფარმაცევტული კომპანიები ესწრებოდნენ, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 51-ე და 52-ე დადგენილებები კიდევ ერთხელ დეტალურად განიხილეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს. მათი ცნობით, აღნიშნული ორი დადგენილება როგორც მზა ფარმაცევტული პროდუქციის, ასევე, ადგილობრივი წარმოებისთვის აუცილებელი აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების საქართველოში იმპორტის ახალ სტანდარტებს აწესებს. აღსანიშნავია, რომ დევნილთა, […]

შალვა პაპუაშვილი – ის, როგორც ევროპა საქართველოს ექცეოდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, არ ჯდება არანაირად ევროპულ ღირებულებებში

ის, როგორც ევროპა საქართველოს ექცეოდა ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, არ ჯდება არანაირად ევროპულ ღირებულებებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპის მხრიდან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიმართ პოზიციების შეფასებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ევროინტეგრაციის პროცესშიც ვნახეთ ბევრი უსამართლო გადაწყვეტილება. მისი თქმით, “ის, როგორც ევროპა საქართველოს ექცეოდა ბოლო ორი წლის […]