პრემიერი – რაც შეეხება დროებით ტურბულენტობას, რაც გვქონდა, ეს ტურბულენტობა მზადდებოდა ოქტომბერ-ნოემბრისთვის – საბოლოოდ მოვახერხეთ მნიშვნელოვანი რამ, ის რესურსი, რაც უნდა დაეგროვებინათ ოქტომბერ-ნოემბერში, გაანიავეს ბევრად უფრო ადრე

რაც შეეხება დროებით ტურბულენტობას, რაც გვქონდა, გასული 2 თვე, ეს ტურბულენტობა მზადდებოდა ოქტომბერ-ნოემბრისთვის. საბოლოოდ მოვახერხეთ მნიშვნელოვანი რამ, ის რესურსი, რაც უნდა დაეგროვებინათ ოქტომბერ-ნოემბერში გაანიავეს ბევრად უფრო ადრე, გაზაფხულზე, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ბევრი გულწრფელი ადამიანიც იყო ჩართული, მაგრამ, „აქციები ორგანიზებული იყო უცხოური აგენტების მიერ, რასაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას” ვუწოდებთ“. „მინდა […]
მოურინიოს შემდეგ თურქეთის ჩემპიონატში შესაძლოა, სოლსკიაერიც გადაბარგდეს

the Mirror-ის ინფორმაციით, თურქეთის სუპერ ლიგის ბინადარი “ბეშიქთაში” “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ თავკაც ოლე გუნარ სოლსკიაერს მთავარი მწვრთნელის პოსტს სთავაზობს. სტამბოლელებს ეს 2023 წლის დეკემბერშიც სურდათ, თუმცა მაშინ ნორვეგიელისგან უარი მიიღო. სოლსკიაერი 2021 წლის მერე, მას შემდეგ რაც “მანჩესტერ იუნაიტედიდან” დაითხოვეს, უმუშევარია. შეგახსენებთ, რომ თურქეთის ჩემპიონატში ახლახანს ლეგენდარული ჟოზე მოურინიოც გადაბარგდა, რომელმაც “ფენერბაჰჩე” ჩაიბარა.
კოლექტიური “აუტოდაფეთი” იმუქრებოდით “რუსული კანონის” მიღების შემთხევაში – აგერ რუსეთი, რომელიც ერთი მილიმეტრით არ მოგვიახლოვდა და აგერ კანონი, რომელიც მივიღეთ

კოლექტიური “აუტოდაფეთი” იმუქრებოდით “რუსული კანონის” მიღების შემთხევაში – აგერ რუსეთი, რომელიც ერთი მილიმეტრით არ მოგვიახლოვდა და აგერ კანონი, რომელიც მივიღეთ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სანქციებთან დაკავშირებით თინა ხიდაშელის განცხადებას პასუხობს. „ქვეყნის დამსახურებული “фуфло”“ – ასე მიმართავს ანალიტიკოსი ხიდაშელს და ამბობს, რომ თინა ხიდაშელის არც ერთ სიტყვას და პირობას არანაირი აზრი არ აქვს. ქართველიშვილის […]
სანქციებზე საუბარი ჩვენთვის აბსოლუტურად არასერიოზულია – ირაკლი კობახიძე

სანქციებზე საუბარი ჩვენთვის აბსოლუტურად არასერიოზულია, თუ ვინმე საუბრობს სანქციებზე, ეს არის კონტრპროდუქტიული პირველ რიგში სწორედ იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ინფორმაცია, ელექტრონულ ფოსტებზე მისულ შეტყობინებებთან დაკავშირებით არის ტყუილი. „აბსოლუტურად არასერიოზული თემაა სანქციებზე საუბარი, ვინც არ უნდა გააკეთოს შესაბამისი განცხადება, იქნება არასერიოზული და […]
საქართველოს ბანკმა ბათუმში ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გამართა

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერასა და მეწარმეობის ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ღონისძიებების სერიას რეგულარულად ახორციელებს. ამჯერად, ბანკის ინიციატივითა და EFSE Entrepreneurship Academy-ს მხარდაჭერით, თანამედროვე გაყიდვების ვორკშოპი გაიმართა, რომელსაც Flowmaster-ის დამფუძნებელი, ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა. 2-დღიან შეხვედრაზე დამსწრეები თანამედროვე გაყიდვების მთავარ მიმართულებებსა და ინსტრუმენტებს, ასევე თანამედროვე მოლაპარაკების ინსტრუმენტებს გაეცნენ. „ჩვენთვის, ბიზნესის მხარდაჭერასა და […]
პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 3 პირი დააკავა

პოლიციამ თბილისში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 3 პირი დააკავა. „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან: წარსულში ნასამართლევი 1969 წელს დაბადებული დ.თ. და 1990 წელს დაბადებული ვ.გ. (მეტსახელად „ბაჩი“). ხოლო, „ქურდული სამყაროს“ წევრისათვის მიმართვის ფაქტზე დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 1990 წელს დაბადებული დ.ც. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დ.ც.-მ ფინანსური დავის […]
„აბსოლუტურად არასერიოზული თემაა სანქციებზე საუბარი“ – ირაკლი კობახიძე

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხდა: „აბსოლუტურად არასერიოზული თემაა სანქციებზე საუბარი, ვინც არ უნდა გააკეთოს შესაბამისი განცხადება, იქნება არასერიოზული და კონტრპროდუქტიული. რაც შეეხება ელექტრონულ ფოსტას, ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი. როცა თემა არის არასერიოზული რა თქმა უნდა, დიდად ასეთ თემას ჩვენ ვერ ჩავუღრმავდებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ქართველი მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციებიც იყო აბსოლუტურად არასერიოზული. „თქვენ გახსოვთ, […]
,,სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება ეს არის უბრალოდ არასერიოზული, ძალიან მძიმე პროვოკაცია და სპეკულაცია“ – ირაკლი კობახიძე

პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს; „ყველას ძალიან კარგად მოეხსენება, რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთთან პარტნიორობის გაღრმავება, ჩვენ შარშან ხელი მოვაწერეთ ჩინეთთან სტრატეგიულიპ არტნიორობის შეთანხმებას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის როგორც პოლიტიკური ასპექტი, ისე ეკონომიკური. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მდებარეობა. ჩვენი ქვეყანა ისტორიულად აკავშირებდა ერთმანეთს ევროპასა და აზიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს. მაქსიმალურად რომ აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული დაკავშირების ფუნქცია, პრინციპულად მნიშვნელოვანია, განვითარდეს […]
ფარმაცევტული სექტორის გამოწვევები საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში, რომელსაც ასოციაციის წევრი ფარმაცევტული კომპანიები ესწრებოდნენ, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 51-ე და 52-ე დადგენილებები კიდევ ერთხელ დეტალურად განიხილეს. აღნიშნული ორი დადგენილება აწესებს როგორც მზა ფარმაცევტული პროდუქციის, ასევე ადგილობრივი წარმოებისთვის აუცილებელი აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების საქართველოში იმპორტის ახალ სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციის შემდეგ ა.წ. […]
ძალიან მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ადამიანის უფლებების დაცვა და პროპაგანდა

ძალიან მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ადამიანის უფლებების დაცვა და პროპაგანდა ნებისმიერი ადამიანის უფლება უნდა იყოს ძალიან მკაცრად დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა, ნებისმიერი მოქალაქის პატივისცემა, განურჩევლად ცხოვრების წესისა, ეს არის ჩვენი ვალდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ კომენტირებისას განუცხადა. პრემიერის თქმით, გამომდინარე იქედან, რომ პროპაგანდა […]