კახა კალაძე – ბუნებაში არ არსებობს მიზეზი, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირდნენ – თუ იცით რამე მიზეზი, მითხარით და მივიღებ, შეიძლება ბოდიშიც მოვიხადო

მე მაქვს მარტივი კითხვა – რატომ? ბუნებაში არ არსებობს მიზეზი, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირდნენ – თუ იცით რამე მიზეზი, მითხარით და მივიღებ, შეიძლება ბოდიშიც მოვიხადო, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რა იქნება ხელისუფლების რეაგირება, თუ მმართველი გუნდის წევრები დასანქცირდებიან. ამასთან, კახა კალაძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ […]

კახა კალაძე გერმანიის ელჩზე – ჩვენ არაერთი ფაქტი გვიხილავს, რომ ხდება ამგვარი მანიპულაციები, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, დაპირისპირების მცდელობა

ჩვენ არაერთი ფაქტი გვიხილავს, რომ ხდება ამგვარი მანიპულაციები, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, დაპირისპირების მცდელობა, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი გერმანიის ელჩის მიერ, სოციალურ ქსელში, კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადების გაზიარებიდ საკითხს, სადაც არ იყო დაკონკრეტებული, თუ ვის მიემართებოდა კანცლერის სიტყვები სიძულვილისა და ძალადობის შეუწყნარებლობასთან დაკავშირებით. კალაძის თქმით, დღეს უამრავი შესაძლებლობა აქვთ ადამიანებს, მიიღონ სწორი […]

კახა კალაძე – სალომე ზურაბიშვილის განცხადება სამარცხვინოა – ეს ადამიანი საერთოდ გონზე არ არის, რა პროექტზეა საუბარი და რამდენად მნიშვნელოვანია ჩინური კომპანიის არსებობა

სამარცხვინოა, უბრალოდ, სალომე ზურაბიშვილის განცხადება. ზოგადად, მისი ქმედებები არის სამარცხვინო ბოლო წლების განმავლობაში , – ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ანაკლიის პროექტში ჩინური კომპანიის ჩართვასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება. კალაძის განცხადებით, “სალომე ზურაბიშვილი გონზე არ არის, რა პროექტზეა საუბარი”. “მე თუ მკითხავთ, ეს ადამიანი საერთოდ გონზე არ არის, რა პროექტზეა საუბარი და რამდენად […]

„საქსტატი“ – პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 10.7 პროცენტით გაიზარდა და 48.9 მილიარდი ლარი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 10.7 პროცენტით გაიზარდა და 48.9 მილიარდი ლარი შეადგინა. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2024 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 17.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.6 […]

საქართველოს მთავრობა ხარისხიანი ინვესტიციების მოზიდვაზეა მობილიზებული – კობახიძე

საქართველოს მთავრობა ხარისხიანი ინვესტიციების მოზიდვაზეა მობილიზებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიშშია საუბარი, რომელსაც ირაკლი კობახიძე 28 ივნისს წარუდგენს. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისის პერიოდს მოიცავს. „საქართველოს მთავრობა ფოკუსირებულია ხარისხიანი ინვესტიციების მოზიდვაზე, რათა ხელი შეუწყოს ცოდნის ტრანსფერსა და მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილების შექმნას. ამ მიმართულებით: საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მხარდაჭერით, გრძელდება მუშაობა […]

დღეს კვლავ ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დღეს საქართველოში კვლავ ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი „4 ივნისს დღის ბოლომდე შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღნიშნული რეგიონების გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“,- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ […]

“ვაყურებინებთ კალაძეს 26 ოქტომბრის შემდეგ ვინ ვის დაიჭერს” – თინა ხიდაშელის განცხადება

სულ ცოტა ხნის წინ კახა კალაძემ ოპონენტებზე შემდეგი განცხადება გააკეთა: „თუ არ დაემორჩილებიან, არის ფინანსური ჯარიმები, შემდეგ მოხდება მათი ანგარიშების დაყადაღება და შემდეგ ისინი ვერ შეძლებენ ფუნქციონირებას… თუ შენ ბოროტი ზრახვები არ გაქვს, რა პრობლემაა დეკლარაციის შევსება?“ მის განცხადებას „სამოქალაქო იდეის“ ლიდერი, თინა ხიდაშელი გამოეხმაურა: „არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს 4 აგვისტოდან გვიჩნდება რეგისტრაციის ვალდებულება, რომელიც 1 […]

ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება — სტუდენტური ჰაკათონი 15 000 ლარიანი საპრიზო ფონდით

BTU-ს ორგანიზებით, სტუდენტური სტუდენტური ჰაკათონი ხელოვნური ინტელექტი კიბერუსაფრთხოებაში სტარტს იღებს. 15,000 ლარიანი საპრიზო ფონდის ჰაკათონში მონაწილეობა აქტიური სტატუსის მქონე საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს შეუძლია. ჰაკათონზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 10 ივნისამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გუნდები ორ ეტაპს გაივლიან. გუნდი ავსებს ერთგვერდიან დოკუმენტს, რომელშიც თავიანთი კონკრეტული პროექტის (AI-სა და კიბერუსაფრთხოების) აღწერას წარმოაჩენს; პროექტების გამოგზავნის […]

თინა ბოკუჩავა – მეც ვფლობ ინფორმაციას, რომ ივანიშვილის პარტიის გარკვეულმა პირებმა, უკვე მიიღეს ვიზების შეზღუდვაზე შეტყობინება – მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს პარალელურად, ევროკავშირის ქვეყნებმა ინდივიდუალურადაც მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება

მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის სავიზო შეზღუდვის პარალელურად, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ინდივიდუალურადვე მიიღონ ასეთი გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ქართული ოცნების“ წევრების სანქცირების საკითხზე განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, ისიც ფლობს ინფორმაციას, რომ ივანიშვილის პარტიის გარკვეულმა პირებმა, უკვე მიიღეს შეტყობინება, რომ მათი არსებული ვიზები აღარ არის ვალიდური. “ეს არის სამოგზაურო შეზღუდვა. მე […]

პრემიერი – როდესაც სალომე ზურაბიშვილისგან კეთდება განცხადება ჩინეთის ჩართულობის წინააღმდეგ, არასერიოზულია, მძიმე პროვოკაცია, სპეკულაციაა

როდესაც სალომე ზურაბიშვილისგან ასეთი განცხადებები კეთდება ჩინეთის ჩართულობის წინააღმდეგ ანაკლიის პორტის პროექტში, არასერიოზულია, მძიმე პროვოკაცია და სპეკულაციაა , – ასე აფასებს პრემიერი, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ “ანაკლიაში ჩინელების შემოყვანა, ამ დოზით, არის დანის ჩარტყმა ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან”. მისივე თქმით, პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით “სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს“. „ყველას ძალიან […]