რელიგიის სააგენტომ ფოტოალბომი – „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“ წარადგინა

დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ფოტოალბომის „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“ პრეზენტაცია გამართა. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, შერიგებისა და სამოქალაქო […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, თანამშრომლობის დოკუმენტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად, სამეცნიერო პრიორიტეტებსა და სახელმწიფო ინტერესებზე დაყრდნობით, მხარეები აგრარულ სექტორში ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სამეცნიერო […]
ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის გამოწვევები 21 საუკუნეში“ გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის გამოწვევები 21 საუკუნეში“ გახსნა, რომელშიც კულტურული მემკვიდრეობის პრობლემით დაინტერესებულმა ქართველმა და უნგრელმა მეცნიერებმა მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თსუ ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიების გახსნას უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, […]
როდესაც მოძალადე პარტია თავისი ოფისის დარბევის პრეზენტაციას უკეთებს ელჩებს, უმჯობესია შეავსონ საინფორმაციო ველი და საკუთარი ძალადობრივი წარსულიც უამბონ
როდესაც მოძალადე პარტია თავისი ოფისის დარბევის პრეზენტაციას უკეთებს ელჩებს, უმჯობესია შეავსონ საინფორმაციო ველი და საკუთარი ძალადობრივი წარსულიც უამბონ პარტია „ ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ნაციონალური მოძრაობისა და უცხოელი ელჩების შეხვედრას აფასებს. ხუნდაძე თქმით, ძალადობრივი პარტია, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენს, ელჩებს მათი ოფისის დარბევის შესახებ ესაუბრება, თუმცა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის შესახებ არაფერს ყვება. დეპუტატი […]
2023 წელს ფიქსირებული ინტერნეტი დამატებით 31 სოფელში გახდა ხელმისაწვდომი

კომუნიკაციების კომისიამ 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებებს პენეტრაცია შინამეურნეობებზე 95.7%-ს შეადგენდა. რეგიონების მიხედვით, შინამეურნეობებზე ფიქსირებულ ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ყველაზე მაღალი პენეტრაციის მაჩვენებელი აჭარაში იყო და 137%-ს უტოლდებოდა. აჭარის შემდეგ, 136%-ით წარმოდგენილი იყო თბილისი. 98%-ით სამცხე-ჯავახეთი, ხოლო 85-85%-ით ქვემო ქართლი და მცხეთა-მთიანეთი. რაც შეეხება შიდა ქართლს, აქ […]
2023 წელს კომუნიკაციების დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში თითქმის ნახევარი მილიარდი – 499 573 882 ლარი შევიდა

კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, კომუნიკაციების დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში თითქმის ნახევარი მილიარდი – 499.573.882 ლარი შევიდა, რაც გასულ წელთან შედარებით 65.274.127 მილიონი ლარით მეტია. აღნიშნული თანხიდან, მაუწყებლების მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდილმა თანხამ 56.048.528 ლარი შეადგინა, ხოლო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებული პირების მიერ შეტანილმა თანხამ – […]
Bybit-ზე უკვე 30 მილიონი მომხმარებელია რეგისტრირებული – მუდმივი ზრდა და ლიდერობა Web3-ის სფეროში

Bybit – ერთ-ერთი ლიდერი, სამი უმსხვილესი კრიპტობირჟიდან, მნიშვნელოვან მოვლენას აღნიშნავს. ამ წლის მაისში, რეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა. ეს არის მზარდი განვითარების ტენდეციის შედეგი, რამაც განაპირობა Bybit-ის ლიდერობა ბლოკჩეინ ინდუსტრიაში. ბაზრის წილის ზრდა და მომხმარებელთა ნდობა Kaiko Research-ის ბოლო რეპორტის მიხედვით, Bybit-ის წილი ბაზარზე 2%-დან 9.4% -მდე გაიზარდა, 2023 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში, რაც […]
თეიმურაზ ლეჟავამ ქართული ღვინო – “ცხვედიანის თეთრა” გიფუს პრეფექტურის გუბერნატორს გადასცა

საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ ღვინის დიპლომატიის პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა და ქართული ღვინო – “ცხვედიანის თეთრა” გიფუს პრეფექტურის გუბერნატორს, ჰაჯიმე ფურუტას გადასცა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი იაპონიის 47 პრეფექტურისათვის საგანგებოდ შერჩეული სხვადასხვა ქართული ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინის საჩუქრად გადაცემას ითვალისწინებს და მიზნად იაპონიის რეგიონებში საქართველოს მეღვინეობის კულტურის პოპულარიზაციას ისახავს. გიფუ 26-ე პრეფექტურაა, რომელსაც პროექტის […]
ბრიუსელში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია – Georgian Natural Wine Day (ქართული ბუნებრივი ღვინის დღე) გაიმართა, რომელზედაც სხვადასხვა სახეობის 10 ქართული ღვინო იყო წარდგენილი. დეგუსტაციას 1000-მდე სტუმარი, მათ შორის, ჟურნალისტები, ბლოგერები, კომერციული სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „FLOW SRL“ ორგანიზებით გაიმართა. ქართული ღვინის მსგავსი მასშტაბური წარდგენა ბრიუსელში მიმდინარე წლის ივნისის […]
ფაშინიანი ეკლესიის წინააღმდეგ და აქციები სომხეთში

ავტორი: ვადიმ დუბნოვი, პრაღა სომხეთის პირველი რესპუბლიკის დღეს, 28 მაისს, ეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანმა, რომელიც ნიკოლ ფაშინიანს დაუპირისპირდა და საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობდა, საპროტესტო კოლონა სარდარაპატში მიიყვანა. ეს არის ადგილი, სადაც სომხურმა არმიამ 106 წლის წინ თურქული ჯარები დაამარცხა. მოძღვარმა და მისმა სამწყსომ, იმის შიშით, რომ პრემიერ-მინისტრი მათ იქ ჩასვლას დაასწრებდა, ჯერ კიდევ ღამით დაიკავეს ადგილი და […]