2023-ში მაუწყებლობის ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლები 144.3 მილიონი იყო – comcom

კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, 2022 წელთან შედარებით, მაუწყებლობის ტრანზიტის მიმღები აბონენტების რაოდენობა 9 ათასით შემცირდა და 745 ათასი შეადგინა, რაც „მაგთისატის” მომსახურების გათიშვამ განაპირობა. შესაბამისად, მცირედით შემცირდა აბონენტთა სიმკვრივეც – მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მოხმარებამ აბონენტებზე 67.1% შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით, 1%-ით ნაკლებია. საგულისხმოა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, გარდა 2023 […]
„მზიურის პარკის“ მიმდებარედ მდინარე ვერეს ნაპირსამაგრი იწმინდება

„მზიურის პარკის“ მიმდებარედ, მდინარე ვერეს ნაპირსამაგრის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მდინარე ვერეს ნაპირზე, ერთ ჰექტრამდე ფართობის ტერიტორიას ლელქაშისაგან და ამონაყრისაგან ასუფთავებენ. აღნიშნული სამუშაოების ნაწილი უკვე შესრულებულია. სამუშაოების ფარგლებში, ასევე მოიჭრა მდინარის ნაპირზე არსებული დაზიანებული ხე-მცენარეები. აღნიშნულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო. […]
ჩალჰანოღლუმ საკუთარი თავი ევროპის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელა და საქართველოსთან მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა

დღეს, 4 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, იტალიის ნაკრები ამხანაგური მატჩის ფარგლებში ბოლონიაში Renato Dall’Ara-ზე ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქე თურქეთს დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელთან ერთად ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჰაქან ჩალღანოღლუმაც ისაუბრა, რომელმაც საკუთარი თავი ევროპის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელა. “იმედი მაქვს, დღეს იტალიასთან ისტორიაში პირველ გამარჯვებას ვიზეიმებთ. “სკუადრა აძურასთან” ბოლო შეხვედრა სამშობლოში, ქონიაში ჩავატარეთ […]
სერგეი ლავროვი – უკრაინაში ინსტრუქტორის ან დაქირავებულის სტატუსით მყოფი ნებისმიერი ფრანგი ჯარისკაცი რუსეთის ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენს

უკრაინაში ინსტრუქტორის ან დაქირავებულის სტატუსით მყოფი ნებისმიერი ფრანგი ჯარისკაცი რუსეთის ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „რაც შეეხება ფრანგი ინსტრუქტორების საკითხს, მე მაქვს საფუძველი ვიფიქრო და ბევრი კონკრეტული ფაქტი არსებობს, რომ ისინი უკრაინაში უკვე მუშაობენ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან ისინი, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამხედროები თუ უბრალოდ დაქირავებულები, […]
საქმეზე „ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ განმწესრიგებელი სხდომა გაიმართება

საკონსტიტუციო სასამართლოში, 5 ივნისს, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ მთავრობის წინააღმდეგ შეტანელ სარჩელზე სხდომა გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საკნსტიტუციო სასამართლოს სასამართლო ავრცელებს. „2024 წლის 5 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა, საქმეზე „ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1694). განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმები, ერთი მხრივ, ადგენს იმ ელექტროსადგურების, რომლებიც […]
ისწავლე „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიით აშშ-ში და დასაქმდი წამყვან ინსტიტუტებში – ფულბრაიტის სტიპენდიატის გამოცდილება

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს. მათივე ცნობით, სწორედ ამ მიზნით, 2014 წლიდან ბანკი ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობს და Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, გამორჩეულ კანდიდატებს აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში 2 – წლიან სამაგისტრო საფეხურზე სწავლას და საცხოვრებელ ხარჯებს 100%-ით უფინანსებს. როგორც „საქართველოს ბანკში“ აღნიშნავენ, მთავარი პირობაა, სტიპენდიატები სწავლის დასრულების შემდეგ […]
გრიგოლ გეგელია – სწორედ ეს არის კობახიძის მთავარი ფუნქცია – უღალატოს საკუთარ ერს, ემსახუროს კრემლის პროპაგანდას, თავს დაესხას საქართველოს უმთავრეს მეგობრებს და სამაგიეროდ ემეგობროს: კრემლს, „ჰეზბოლას“ და „ჰამასს“

სწორედ ეს არის კობახიძის მთავარი ფუნქცია – უღალატოს საკუთარ ერს, ემსახუროს კრემლის პროპაგანდას, თავს დაესხას საქართველოს უმთავრეს მეგობრებს და სამაგიეროდ ემეგობროს: კრემლს, „ჰეზბოლას“ და „ჰამასს“, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. გეგელია გამოეხმაურა პრემიერ ირაკლი კობახძის განცხადებას, რომ გერმანიის ელჩი გრიგოლ გეგელიას დონემდეა დასული. “როდესაც რუსეთის მსახური კობახიძე გერმანიას ესხმის თავს, ის არ […]
„დასავლეთს საქართველოში მაიდნის სცენარის განმეორება სურს” – ლავროვის მოადგილე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი პროპაგანდისტულ TASS-თან ინტერვიუში აცხადებს: „ჩვენ ვხედავთ დასავლელების მცდელობებს საქართველოში ვითარების ესკალაციისკენ ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მიზანი არის ხელისუფლების ცვლილების „მაიდანის“ სცენარის განხორციელების მცდელობა რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი წყაროს შექმნის იმედით“ გალუზინმა ყურადღება გაამახვილა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, თბილისში გამართულ აქციაზე ლიეტუვის, ესტონეთისა […]
ესტონეთის პარლამენტში წარადგინეს განცხადების პროექტი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზეა საუბარი

ესტონეთის რიიგიკოგუს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ერიკ-ნილეს კროსმა რიიგიკოგუს 44 წევრის სახელით წარადგინა განცხადების პროექტი საპარლამენტო განხილვისთვის, რომელიც გმობს საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს , – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული. ინფორმაციის თანახმად, განცხადების პროექტში რიგიკოგუს წევრები აღნიშნავენ, რომ ფართო პროტესტის, ევროკავშირისა და საქართველოს მოკავშირეების მოწოდებებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ […]
ირაკლი ლექვინაძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში მელინე არაკელიანს შეხვდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მელინე არაკელიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, საელჩოს ინიციატივით გამართული გაცნობითი-სამუშაო შეხვედრა სააგენტოში შედგა, სადაც მხარეებმა, ორმხრივ დონეზე, ურთიერთთანამშრომლობის ფორმატებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე, სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ უწყების 2023 წლის შედეგები და […]