თეიმურაზ ლეჟავამ ქართული ღვინო – “ცხვედიანის თეთრა” გიფუს პრეფექტურის გუბერნატორს გადასცა

საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ ღვინის დიპლომატიის პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა და ქართული ღვინო – “ცხვედიანის თეთრა” გიფუს პრეფექტურის გუბერნატორს, ჰაჯიმე ფურუტას გადასცა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი იაპონიის 47 პრეფექტურისათვის საგანგებოდ შერჩეული სხვადასხვა ქართული ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინის საჩუქრად გადაცემას ითვალისწინებს და მიზნად იაპონიის რეგიონებში საქართველოს მეღვინეობის კულტურის პოპულარიზაციას ისახავს.
გიფუ 26-ე პრეფექტურაა, რომელსაც პროექტის ფარგლებში ქართული ღვინო გადაეცა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა