რუსთავის მერია – ქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი სრულდება

რუსთავში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულების ფაზაშია – საავტომობილო გზა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, აღნიშნულ ქუჩაზე დღემდე არ არსებობდა , – ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ხანძთელის ქუჩაზე პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ზურა ტაბაღუასთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო. გრიგოლ […]

7 ივნისს ექსპოჯორჯიაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება

7 ივნისს ექსპოჯორჯიაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia გაიხსნება. 7, 8 და 9 ივნისს, 11:00-18:00 საათამდე ველოდებით დამთვალიერებელს, გამოფენების ცენტრ ექსპოჯორჯიაში, წერეთლის 118. Winexpo Georgia-ზე 200 მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია იქნება წარმოდგენილი: ოჯახური მარნები, საშუალო და მსხვილი საწარმოები, ბიოდინამიური და ქვევის ღვინო, ახალი მარნების, ღვინის ტექნოლოგიები, შეფუთვა და აქსესუარები. გამოფენა საინტერესოა […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7939 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7939 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7939 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7914 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0359 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0236 ლარს შეადგენდა. […]

„ოფშორების” კანონი ძალაში შევიდა

„ოფშორების” კანონი ძალაში შევიდა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ვეტო საპარლამენტო უმრავლესობამ დაძლია, კანონი დღეიდან ძალაში შევიდა. კანონზე ხელი შალვა პაპუაშვილმა მოაწერა.

გერმანიის ელჩი სოციალურ ქსელში ოლაფ შოლცის განცხადების გაზიარებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელ „X”-ში კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადების გაზიარებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ელჩის თქმით, მან სოციალური ქსელის საკუთარ პოსტში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის სიტყვები მოიყვანა და მას წყარო მიუთითა და ყველას შეუძლია კონტექსტის შემოწმება. ამასთან, პეტერ ფიშერის განცხადებით, დღეს მედიას განემარტა, რომ „კანცლერის განცხადება შეეხებოდა გერმანიაში კონკრეტულ სიტუაციას, თუმცა, ზოგადად, ეს სიტყვები […]

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი – უნგრეთში გამართულ ფესტივალზე აჭარის პოპულარიზაცია მოხდა

უნგრეთში აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია მოხდა – ბათუმთან დამეგობრებულ ქალაქ კესტჰეიში გამართულ ფესტივალზე ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ ქართულ პოლიფონიურ სიმღერას, ცეკვას, აჭარის ეთნოგრაფიასა და ტურისტულ პროდუქტებს გასცნობოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, ფესტივალის ფარგლებში ქალაქის მთავარ მოედანზე მოეწყო ღვინის, ჩურჩხელის მასტერკლასები და აჭარის ეთნოგრაფიული კუთხე, სადაც ვიზიტორებს დეგუსტაციისა და აჭარის საპრომოციო მასალების […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 ივნისს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის, ყაზბეგის რაიონის, მცხეთის მუნიციპალიტეტისა და თიანეთის რაიონის სოფლებში. 10:00-დან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ანანური, ციხისძირი, ცივწყარო, ზოტიკიანთკარი, ფიტავი, ჭივილაანები, შალიკიანთკარი, ჟინვალი, […]

„ქოცებო, თქვე უნამუსოებო, თქვენიანები მაინც როგორ არ გეცოდებათ“ – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, „კავკასიის“ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ქოცებო, თქვე უნამუსოებო, თქვენიანები მაინც როგორ არ გეცოდებათ და როგორ შეგიძლიათ გაწიროთ თქვენი საარჩევნო მიზნებისთვის? რასაც ახლა მარტო აქ ვუყურებ, თქვენი სახელოვანი გეების რეესტრის შედგენაა დაწყებული აფრიალებს ვისაც არ ეზარება მათ ფოტოებს. ეგ ადამიანები მაინც არ გეცოდებათ თქვე ფარისეველო არაადამიანებო? რამდენჯერაც ქარი დათესეთ, იმდენჯერ ქარიშხალი მიიღეთ და […]

ნატოს გენერალი: მუშავდება ლოგისტიკის სათადარიგო მარშრუტები რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევისთვის

ბრიტანეთის გაზეთი Telegraph-ი ესაუბრა ნატოს ერთობლივი ლოგისტიკური და დამხმარე სარდლობის მეთაურს, გერმანელ გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდერ ზოლფრანკს. ზოლფრანკის თქმით, ალიანსი ამჟამად რამდენიმე ალტერნატიულ მარშრუტს აწყობს აღმოსავლეთის ფლანგის ქვეყნებში ამერიკის ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის გადასასროლად რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში. მთავარი მარშრუტი გადის ნიდერლანდის პორტ როტერდამიდან რკინიგზით გერმანიისა და პოლონეთის გავლით. მაგრამ ნატო შიშობს, რომ ეს მარშრუტი შეიძლება მოიშალოს როტერდამზე […]

ოფშორების კანონი ძალაში შევიდა

პაპუაშვილის ხელმოწერით, ოფშორების კანონი ძალაში შევიდა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო აღნიშნულ კანონპროექტზე 29 მაისს დაძლია. შეგახსენებთ, რომ საგადასახადო კოდექსში ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ” დააინიციირა და დაჩქარებული წესით განიხილა. ცვლილების თანახმად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორი) რეგისტრირებული საწარმოს აქტივების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები წესდება: აქტივების გადაცემის ოპერაციის ფარგლებში, ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს […]