დაბა ანასეულში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თურქეთის თანამშრომლობისა კოორდინაციის სააგენტოს – TIKA-ს ერთობლივი პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

4 ივნისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ანასეულში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს – TIKA- ს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, პროექტი მეფუტკრეობის დარგში დასაქმებული გურული ვეტერანების ხელშეწყობას მოიცავს და ის, TIKA-ს მიერ, 2022 წელს, გურიის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერან-ფერმერთა ასოციაციის წევრთათვის სკების, თაფლის […]

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 6 ივნისიდან, სამი დღის განმავლობაში ტონინო გუერას სახელობის მწვანე საღამოები გაიმართება

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტონინო გუერას სახელობის მწვანე საღამოები გაიმართება. ღონისძიებები 3 დღეს გასტანს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, 6 ივნისს, 14:00 საათიდან, ცნობილი იტალიელი პოეტისა და მწერლის სახელობის „დავიწყებული ხეხილის ხეივანში“ საზოგადო მოღვაწეების სახელზე ქართული ხეხილის იშვიათი და მივიწყებული ნერგები დაირგვება. დარგვის შემდეგ გაიმართება ორი წიგნის – „არგონავტიკა, მედეას მითი და […]

გათავისუფლებულმა ჟიურის წევრებმა კინოცენტრს სასამართლო დავა მოუგო

კინოცენტრს გათავისუფლებულმა ჟიურის წევრებმა სასამართლო დავა მოუგო. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები (ISFED) ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლო 4 ივნისს გამოაცხადა. ორგანიზაცია იუწყება, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა კინოცენტრის საექსპერტო კომისიის წევრების: ბესიკ სოლომანაშვილის, ნანა დოლიძის, დავით ფირცხალავას, ია შუღლიაშვილის, ნინო შველიძისა და იოსებ ბლიაძის სარჩელი „საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის” წინააღმდეგ. მოსამართლემ, […]

დავით ბერძენიშვილი – „ქართულ ოცნებაში“ მმართველობის ბოლო თვეებს ითვლიან – სექტემბრიდან ორი პოლიტიკური გაერთიანება იქნება: ერთი, მიხეილ სააკაშვილთან, მეორე, სალომე ზურაბიშვილთან დაახლოებული პოლიტიკური ჯგუფების

„ქართულ ოცნებაში“ საკუთარი მმართველობის ბოლო თვეებს ითვლიან, ყველა წინამორბედი, რომელიც იმუქრებოდა, ძალიან მწარედ დამარცხდა, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რითაც ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ოპოზიციის და „ქართული ქარტიის“ მისამართით გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა. დავით ბერძენიშვილის განცხადებით, სექტემბრიდან ოპოზიციური ფლანგზე ორი დიდი კონკურენტი პოლიტიკური გაერთიანება იქნება: ერთი, მიხეილ სააკაშვილისა […]

,, ერის მამობით დაიწყო და რითი ამთავრებს? დასანქცირებით! ეგ არის ჭკუა?” – გუბაზ სანიკიძე

“ძვირფასო, დასანქცირებულო დეპუტატები, გგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩაგწერთ სიაში?” – ამ კითხვით მიმართავს გუბაზ სანიკიძე რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს. სანიკიძის შეფასებით, 2024 წლის არჩევნებზე ვერცერთი მათგანი საპარლამენტო სიაში ვერ მოხვდება, რადგან ივანიშვილი სანქცირებულ დეპუტატებს არ შეიყვანს სიაში. გუბაზ სანიკიძე “რეაქციაში” ყვება, როგორ გადაწყვიტა ხელისუფლებამ რუსული კანონის შემობრუნება, სანიკიძის თქმით, ეს ივანიშვილის დავალებით მოხდა, თუმცა მას […]

ყოჩაღ – საქართველოს ქალთა ნაკრებმა ისევ გაიმარჯვა!

ანტმანის გუნდმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 7 ქულით მეორე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 12 ივლისს სახლში ბელარუსთან ჩაატარებს, რომელმაც დღეს ლიეტუვას 3:0 სძლია და 12 ქულით ლიდერია. საქართველო – კვიპროსი 1:0 გოლი: ბაქრაძე (13) საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, კალანდაძე, გასვიანი, ჩხარტიშვილი, პასიკაშვილი, ჩემინავა (ამბალია 84), დანელია, ბუხრიკიძე, ბებია, ბაქრაძე (ბოლქვაძე 90)

,,გნებავთ ომის პარტია დამიძახეთ, გნებავთ პირსისხლიანი მასონი, გნებავთ ფრი და გნებავთ ბანგლადეშის ან ბურკინა ფასოს აგენტი“ – გიორგი ფოფხაძე

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში წერს: ,,გნებავთ ომის პარტია დამიძახეთ, გნებავთ პირსისხლიანი მასონი, გნებავთ ფრი და გნებავთ ბანგლადეშის ან ბურკინა ფასოს აგენტი..(რაზეც თქვენი ფანტაზია გაწვდება)…. მაგრამ, ნებისმიერ ხელისუფალს შევეწინააღმდეგები და რადიკალური ოპონენტი ვიქნები, ვინც კი ჩემი ქვეყანის, იმ ორბიტიდნ გაყვანას შეეცდება რომელ ორბიტასაც “ევრო-ატლანტუკური” სივრცე ქვია. 30 წელი ვიბრძოლე, იმისთვის რომ, ჩვენ ქართველებს, შეგვძლებოდა ფრანგებივით, […]

კეზერაშვილს ქართული ჯარის და ევროპელი პენსიონერების ფულის მოპარვისთვის ვიზა რომ არ მისცა ამერიკამ, დაავიწყდა “კეზერას” კანტორას? არ დაავიწყდათ, უბრალოდ მალავენ, მაგრამ თავად რომ აღმოჩნდნენ სხვის ნაცვლად დასანქცირებულები, ამას ვეღარ დამალავენ

კეზერაშვილს ქართული ჯარის და ევროპელი პენსიონერების ფულის მოპარვისთვის ვიზა რომ არ მისცა ამერიკამ, დაავიწყდა “კეზერას” კანტორას? არ დაავიწყდათ, უბრალოდ მალავენ, მაგრამ თავად რომ აღმოჩნდნენ სხვის ნაცვლად დასანქცირებულები, ამას ვეღარ დამალავენ პარლამენტის წევრების შესაძლო დასანქცირებაზე სიუჟეტებს ამზადებენ, ყალბ ამბებს და დეზინფორმაციას ავრცელებენ. მეილები თუ ნახეთო უვარდებიან ხალხს და ამ დროს თავისი მეილი არ უნახავთ, – ასე […]

„მოლაპარაკებები გვაქვს სხვა ევროპულ ბრენდებთან, რომლებიც საქართველოს ბაზარზე არასდროს ყოფილა“ – Gtex

გვაქვს რამდენიმე ევროპული ტანსაცმლის ბრენდთან მოლაპარაკება, რომ ქართულ ბაზარზე შემოვიყვანოთ – ვფიქრობ, რომ აღნიშნული შესაძლებელი იქნება 1 წლის პერსპექტივაში, – ამის შესახებ Gtex-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვერი ტაბიძემ „ბიზნესპარტნიორთან განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ბრენდები ქართველი მომხმარებლებისთვის კარგად ნაცნობია. „ჩვენ ახლახან გავხსენით ფრანგული ბრენდის KIABI-ს მაღაზია სავაჭრო ცენტრ “ისთ ფოინთში”. საკმაოდ დიდი მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდა ამ ყველაფერს. […]

საგადახდო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა 22%-ით გაიზარდა

2024 წლის I კვარტალში რეზიდენტი ემიტენტების მიერ ემიტირებული საგადახდო ბარათებით განხორციელებული ოპერაციები (იშუინგი) 22.2 პროცენტით არის გაზრდილი. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის პირველ სამ თვეში შესრულებული ოპერაციების რაოდენობა 235.832 მილიონს შეადგენდა, ხოლო 2023 წლის შესაბამის პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 192.924 მლნ იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბარათით სარგებლობის შემთხვევათა რაოდენობამ 22.2 პროცენტით იმატა. ოპერაციების მთლიანმა […]