,, საქართველოს სურს ევროკავშირის წევრი გახდეს და ნატოს წევრობაზე ჰქონდა პრეტენზია, მაგრამ ახლა უახლოვდებიან რუსეთს” – სტივ კოენი

“საქართველოს სურს ევროკავშირის წევრი გახდეს და ნატოს წევრობაზე ჰქონდა პრეტენზია, მაგრამ ახლა უახლოვდებიან რუსეთს და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მაგალითზე უნდა ისწავლონ, რომ რუსეთი არ არის მათი მეგობარი,” – ამის შესახებ კონგრეში საქართველოს საკითხთან დაკავშირებით საუბრისას ტენესის წარმომადგენელი სტივ კოენი საუბრობს. სტივ კოენი რუსული კანონის მიღებას ეხმაურება და თვლის, რომ ეს ემსახურება არასამთავრობო ორგანიზაციების დათრგუნვას. […]
,, მივესალმები სახდეპის განცხადებას სავიზო აკრძალვებთან დაკავშირებით” – ჯო უილსონი

“საქართველოს ხელისუფლება ემსგავსება პუტინს მიუხედავად იმისა, რომ პუტინის მიერ ქვეყნის 20%-ია ოკუპირებული… მივესალმები სახდეპის განცხადებას სავიზო აკრძალვებთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ კონგრესში, საქართველოს შესახებ მოსმენაზე, სადაც MEGOBARI აქტი განიხილება, დოკუმენტის ავტორმა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა: ,,ქართულმა ოცნებამ”, რომელსაც მართავს ბიძინა ივანიშვილი, დაგმო ყოველმხრივი ევროატრალნტიკური და დემოკრატიული არჩევანი საქართველოს მოსახლეობის. მიიღო [უცხოელი აგენტების კანონი] და ამას […]
ადამიანები, რომლებიც აშშ-მექსიკის საზღვარს უკანონოდ გადაკვეთენ, თავშესაფარს ვერ მიიღებენ
ადამიანები, რომლებიც აშშ-მექსიკის საზღვარს უკანონოდ გადაკვეთენ, თავშესაფარს ვერ მიიღებენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საზღვრის დასაცავად ახალ ზომებს აწესებს, რომლის მიხედვითაც ადამიანები, რომლებიც აშშ-მექსიკის საზღვარს უკანონოდ გადაკვეთენ, თავშესაფარს ვერ მიიღებენ, – ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს. „პრეზიდენტი ბაიდენი მიიჩნევს, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი საზღვრები. სწორედ ამიტომ, მან დღეს გამოსცა განკარგულება, რათა მიგრანტებმა, რომლებიც ჩვენს […]
დაბა ანასეულში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს – TIKA-ს ერთობლივი პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

4 ივნისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ანასეულში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს – TIKA- ს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, პროექტი მეფუტკრეობის დარგში დასაქმებული გურული ვეტერანების ხელშეწყობას მოიცავს და ის, TIKA-ს მიერ, 2022 წელს, გურიის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერან-ფერმერთა ასოციაციის წევრთათვის სკების, თაფლის […]
Airbus ჩინურ ავიაკომპანიებთან 100-ზე მეტი თვითმფრინავის მიყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

Airbus აწარმოებს მოლაპარაკებებს ჩინურ ავიაკომპანიებთან, რათა მიჰყიდოს მათ 100-ზე მეტი ფართო ტანის a330neo თვითმფრინავი. ამის შესახებ Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. მათივე გარიგების პირობები ჯერ კიდევ განიხილება, მიწოდების ვადები კი დაზუსტებული არ არის. Airbus ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს. Bloomberg საკითხზე Air China-ს, China Southern Airlines-ს და China Eastern Airlines-ს პასუხს ელოდება. Airbus ცდილობს თავისი […]
პაატა მანჯგალაძე – ერთიანი სიის იდეა განწირულია, თუმცა ვფიქრობ, რომ ოპოზიციურ ფლანგზე 3-4 ცენტრი უნდა შეიქმნას, რომელმაც ბარიერი უნდა გადალახოს – რამდენიმე გამსხვილებული ცენტრი გამარჯვების გარანტიაა

ახლა მთავარია ადამიანებამდე ისე სწორად მივიტანოთ სათქმელი, რომ ისინი არ დარჩნენ გაუგებრობაში და არცერთი ხმა არ მიიღოს რეჟიმმა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ამერიკასთან თანამშრომლობას ბლოკავს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ პრეზიდენტის „ქართულ ქარტიასთან“ დაკავშირებით აღნიშნა, ეს არის შესაძლებლობა მომავალი თანამშრომლობისთვის და ის, რომ ქარტიის […]
კონგრესმენი ჯო უილსონი – აშშ-სა და საქართველოს ძლიერი კავშირი თავდასხმის საგანი გახდა „ქართული ოცნების” მხრიდან – „უცხოური აგენტების კანონი” მთავრობის ანტი-დემოკრატიული გადახვევის აისბერგის მხოლოდ მწვერვალია

აშშ-სა და საქართველოს ძლიერი კავშირი ბოლო პერიოდში თავდასხმის საგანი გახდა მმართველი „ქართული ოცნების” მხრიდან, რომელიც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენაზე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა. „ეს მოსმენა ქართველი ერისთვის კრიტიკულ მომენტში ხდება. 1991 წელს თავისი დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგ, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ახლო, […]
უილსონი: უნდა დაუწესდეთ სანქციები, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას – განვიხილავთ რთულ ვითარებას

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს თემაზე სპეციალური განხილვა მიმდინარეობს. განხილვას წარმომადგენელთა პალატას კონგრესმენი და MEGOBARI Act-ის ავტორი ჯო უილსონი ხელმძღვანელობს. როგორც ჯო უილსონმა განხილვის დაწყებისას თქვა, დღეს ისაუბრებენ “ძალიან რთულ მდგომარეობაზე, რომელიც საქართველოში არის შექმნილი”. მან ისაუბრა რუსულ კანონზე, ასევე, თავდასხმებზე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ემსგავსება ვლადიმერ […]
ესტონეთის პარლამენტში წარადგინეს განცხადების პროექტი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზეა საუბარი

ესტონეთის პარლამენტში წარადგინეს განცხადების პროექტი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზეა საუბარი ესტონეთის რიიგიკოგუს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ერიკ-ნილეს კროსმა რიიგიკოგუს 44 წევრის სახელით წარადგინა განცხადების პროექტი საპარლამენტო განხილვისთვის, რომელიც გმობს საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს , – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული. ინფორმაციის თანახმად, განცხადების […]
“უცხოეთის აგენტების კანონი მხოლოდ აისბერგის წვერია” – კონგრესმენი ჯო უილსონი

აშშ-ის კონგრესში ჰელსინკის კომისიის ფარგლებში ჩატარებულ მოსმენაზე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ აშშ-ი არ დაუშვებს ანტიდემოკრატიული ქმედებების უპასუხოდ დატოვებას. „უცხოეთის აგენტების კანონი [საქართველოს] მთავრობის ანტი-დემოკრატიული კურსის აისბერგის წვერად მოჩანს” – თქვა მან და დასძინა, რომ “ქართული ოცნება” ასევე ასუსტებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საბოლოოდ ძირს უთხრის სასამართლო სისტემას და თავს ესხმის სამოქალაქო […]