საქართველოზე ჰელსინკის კომისიაში მოსმენა იწყება

შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია, რომელსაც უმეტესად ჰელსინკის კომისიის სახელით იცნობენ, საქართველოს საკითხზე განხილვას რამდენიმე წუთში დაიწყებს. მოსმენა სახელწოდებით – “საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერა” – ვაშინგტონში, 4 ივნისს იმართება. “ამერიკის ხმა” სხდომის მიმდინარეობის პარალელურად, განახლებულ ინფორმაციას შემოგთავაზებთ. კონგრესის ჰელსინკის კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოში შექმნილ ვითარებაზეა საუბარია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: […]

ხაზი გაესვა საქართველოს მოქალაქეებისთვის მალაიზიაში უვიზოდ მოგზაურობის შემოღების შესაძლებლობას – შეხვედრა მალაიზიის პარლამენტში

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და მალაიზიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე მალაიზიაში იმყოფება. საქართველოს პარლამენტის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძემ, დელეგაციასთან ერთად შეხვედრები გამართა მალაიზიის პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარესთან – უან ვონგ ჩენისთან და მალაიზიის პარლამენტის უსაფრთხოების საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან – ჯონათან ბინ იასინისთან. შეხვედრებზე ორ ქვეყანას შორის არსებულ საპარლამენტო ურთიერთობებზე […]

NGO-ების მიერ ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა ჩაანაცვლა სალომე ზურაბიშვილის ფანჩატურმა, რომელსაც იგივე მოთხოვნა აქვს

NGO-ების მიერ ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა ჩაანაცვლა სალომე ზურაბიშვილის ფანჩატურმა, რომელსაც იგივე მოთხოვნა აქვს „თუ ვინმეს მართლა სურს ჩვენთან ჯანსაღი ურთიერთობა კი ბატონო დაარეგულირონ, გააჯანსაღონ ურთიერთობა და ნდობის საკითხიც უფრო მაღლა აიწევს,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა და დასძინა, რომ „მეგობარ ქვეყნებს“ ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის საჭირო მაგალითები თავადვე შესთავაზეს, თუმცა […]

თურქეთში ინფლაცია 75.5%-მდე გაიზარდა

გასული თვის განმავლობაში თურქეთში წლიურმა ინფლაციის დონემ 75.5% შეადგინა, რაც თითქმის 5 %-ით მეტია წინა თვესთან შედარებით. საბაზო ინფლაციასთან დაკავშირებით (Core CPI) ვითარება უფრო მძიმედაა და ფასების ზრდის მაჩვენებელი წლიურად 75%-ს აჭარბებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გაძვირების ტენდენცია ეკონომიკის ყველა ძირითად სექტორში ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ მაღალი ინფლაციის დასაძლევად თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 50%-მდე გაზარდა. […]

ბავშვები თვითონ ვერ ხვდებიან, რა არის მათთვის სასარგებლო და მავნე, ამიტომ სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს ეს საკითხები – ანრი ოხანაშვილი

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე განმარტებას აკეთებს: „მოჭარბებული პოპულარიზაციისა და პროპაგანდისგან ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვა და, რაც მთავარია, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვა, ვინაიდან არასრულწლოვანები, ბავშვები თვითონ ვერ ხვდებიან, რა არის მათთვის სასარგებლო და მავნე. ამიტომ, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს აქ და დაარეგულიროს ეს საკითხები ისე, რომ არც არავის უფლებები […]

ჰანტერ ბაიდენის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო განხილვები დაიწყო

ჰანტერ ბაიდენის სისხლის სამართლის პროცესი იარაღის ბრალდებასთან დაკავშირებით სამშაბათს, 4 ივნისს დაიწყო. დერეკ ჰაინსმა, იუსტიციის დეპარტამენტის იურსიტმა, ნაფიც მსაჯულებთან საუბარი 2018 წლის ოქტომბრის მოვლენების შესახებ დაიწყო, როდესაც ჰანტერ ბაიდენმა იარაღი შეიძინა, მაგრამ, სავარაუდოდ, იცრუა ნარკოტიკების მოხმარების შესახებ, რაც იარაღის შეძენისას, შემაფერხებელი გარემოებაა. ჰანტერ ბაიდენი იარაღთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე დელავერის შტატში სასამართლო მოსმენაზე თავად გამოცხადდა. […]

საქართველოს ევროპული ამბიციებისთვის კიდევ ერთი წითელი დროშაა – როთი ჰომოფობიურ ცვლილებებზე

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტი, რომელიც ლგბტ ადამიანებს უფლებებს უზღუდავს, ევროკავშირის გზაზე საქართველოსთვის კიდევ ერთი წითელი დროშაა. ამის შესახებ გერმანელი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. „უცხოეთის აგენტების შესახებ კანონით“ კრიტიკულ სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმის შემდეგ, საქართველო მთავრობა მიზანში იღებს სექსუალურ უმცირესობებს. რუსული სტილის ზომები ლგბტ ადამიანების […]

სამხედრო- სამრეწველო იმპერიალისტები უკრაინელი ხალხის ხარჯზე აკეთებენ მილიარდებს, რომ არა საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობა, დღეს იმავე დღეში იქნებოდა საქართველო, “გლობალური ომის პარტიის” ადგილობრივი ემისრების შუამავლობით!

სამხედრო- სამრეწველო იმპერიალისტები უკრაინელი ხალხის ხარჯზე აკეთებენ მილიარდებს, რომ არა საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობა, დღეს იმავე დღეში იქნებოდა საქართველო, “გლობალური ომის პარტიის” ადგილობრივი ემისრების შუამავლობით! სამხედრო-სამრეწველო იმპერიალისტები უკრაინელი ხალხის სისხლისა და ცრემლების ხარჯზე აკეთეს და აკეთებენ მილიარდებს! ახლა კიდევ ბაიდენ-ჩერნენკოს პირით აკეთებენ განცხადებას: რა ნატო, რის ნატო, უკრაინელებო თქვენ ხომ არ გაჟრიალებთო! – წერს […]

საშინელი რამ მოხდა, ობამამ და ბაიდენმა რუსეთი აიძულეს, ჩინეთის ხელში ჩავარდნილიყო, რუსეთი და ჩინეთი უკრაინის ომმა დააახლოვა – დონალდ ტრამპი

10 წლის ისტორიის შესწავლის შემდეგ ხვდები, რომ არასდროს უნდა დაუშვა რუსეთის და ჩინეთის გაერთიანება, საშინელი რამ მოხდა, რუსეთი აიძულეს, ჩინეთის ხელში ჩავარდნილიყო, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ტრამპი აცხადებს, რომ ბარაქ ობამამ და ჯო ბაიდენმა რუსეთს ჩინეთთან დაახლოება აიძულეს, მაშინ როდესაც თავად საპირისპიროდ მოქმედებდა. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, […]

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო: ბულგარეთმა დაარღია ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლება

ბულგარეთის სასამართლომ დაარღვია ჟურნალისტ როსენ ბოსევის სამართლიანი პროცესის უფლება და გამოხატვის თავისუფლება. ეს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) მიიღო 4 ივნისს. 2019 წლის მაისში ბულგარეთის სასამართლომ ბოსევი ცილისწამებაში ცნო დამნაშავედ და მას 500 ევროს გადახდა დააკისრა. მაშინ სასამართლოს თავმჯდომარეობდა მოსამართლე პეტია კრუნჩევა. ბოსევის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა ბულგარეთის ფინანსური ზედამხედველობის კომისიის თავმჯდომარემ, სტოიან მავროდიევმა. მავროდიევმა […]