თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მე-40 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე, მდინარე ქსნის ხიდის დასავლეთ მიმართულებაზე, ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 5 ივნისიდან ორი თვის განმავლობაში, სავალ ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება და განხორციელდება ცალი ზოლის მეშვეობით. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ჯო ბაიდენი საფრანგეთსა და იტალიაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმდინარე კვირაში საფრანგეთში, მომავალ კვირას კი იტალიაში შეხვდება, – ამის შესახებ ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. „ნორმანდიაში ბაიდენს ექნება შესაძლებლობა, შეხვდეს პრეზიდენტ ზელენსკის და მასთან უკრაინაში არსებული მდგომარეობა და ასევე ის საკითხი განიხილოს, როგორ გავაღრმავოთ უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა. რამდენიმე დღეში მას ასევე ექნება […]
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე – არაფერი აქვს საერთო შეერთებულ შტატებთან

ის, რასაც საქართველოში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვხედავთ, არის ქართველი ხალხის ნების გამოხატვა და მათი წინააღმდეგობა კრემლის მიერ მხარდაჭერილი კანონის მიმართ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში მიღებულ კანონს -„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არანაირი კავშირი არ აქვს შეერთებულ შტატებთან. „ის, რასაც საქართველოში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვხედავთ, არის […]
ემანუელ მაკრონი ბენიამინ ნეთანიაჰუს – ღაზაში ომი უნდა დასრულდეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ, ღაზაში ომი უნდა დასრულდეს და მძევლები უნდა გათავისუფლდნენ. „ღაზაში პალესტინელების განსაცდელი უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა მაკრონმა. მან ასევე გამოხატა მხარდაჭერა ჯო ბაიდენის ცეცხლის შეწყვეტის გეგმის მიმართ. საფრანგეთის ლიდერის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა უნდა მოხდეს, რათა გაიხსნას სანდო პერსპექტივა კონფლიქტის ორი სახელმწიფოს […]
სლოვენიამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა

სლოვენია ევროკავშირის წევრი კიდევ ერთი ქვეყანა გახდა, რომელმაც დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფო აღიარა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სლოვენიის პარლამენტმა ეს საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. „პალესტინის, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარება იმედს უგზავნის პალესტინელ ხალხს დასავლეთ სანაპიროზე და ღაზაში“, – განაცხადა სლოვენიის პრემიერ მინისტრმა რობერტ გოლობმა. შეგახსენებთ, ევროკავშირის 27 წევრიდან პალესტინის სახელმწიფო შვედეთმა, კვიპროსმა, […]
ჯო ბაიდენი, საზღვრის გაკონტროლების მიზნით, თავშესაფრის მინიჭებაზე ახალ შეზღუდვებს აწესებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საზღვრის დასაცავად ახალ ზომებს აწესებს, რომლის მიხედვითაც, აშშ-მექსიკის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას დაკავებული მიგრანტები, შეიძლება, სწრაფად დაადეპორტონ, ან მექსიკაში დააბრუნონ. „ეს ქმედება დაგვეხმარება მოვიპოვოთ კონტროლი ჩვენს საზღვრებზე და აღვადგინოთ წესრიგი პროცესში. ეს აკრძალვა ძალაში დარჩება მანამ, სანამ არალეგალურად შესვლის მცდელობების რაოდენობა არ შემცირდება იმ დონემდე, რომლის ეფექტურად მართვასაც ჩვენი სისტემა შეძლებს“, – […]
,, არა მგონია რამე კონკრეტული აზრი გამოიტანეს ამერიკელებმა ამ კატასტროფული პრეზენტაციიდან” – ზურაბ გურული Megobari აქტის მოსმენაზე

აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს: ,,როგორც იქნა მივხვდი, რატომ არა აქვს ამერიკის მთავრობას წესიერი წარმოდგენა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. კონგრესში, როდესაც რამდენიმე წუთი აქვს ადამიანს სასაუბროდ, მოხსენება უნდა იყოს მაქსიმალურად “დაწურული”, თავისუფალი ყოველგვარი ლირიკისაგან; მხოლოდ ფაქტები და მათზე აგებული თეზისები. შეკითხვებზე მოკლე, გასაგები და პირდაპირი პასუხი. იმედია, კულუარებში ისაუბრებენ კიდევ რამეს, […]
,,დღეს ისტორიული მოვლენა მოხდა“ – ბექა კობახიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი ბექა კობახიძე: ,,დღეს ისტორიული მოვლენა მოხდა: ისტორიაში პირველად, სომხეთმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ხმა მისცა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილთა დაბრუნების რეზოლუციას. 2008 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს ტარდება ეს კენჭისყრა. სხვებს შორის, საქართველოს მხარს უჭერენ ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკლებლივ, ხოლო რუსეთს ყველაზე მარგინალური რეჟიმები: […]
“ინდივიდუალური [სანქციები] უნდა იყოს… არ უნდა ჰქონდეთ საშუალება, შვილებს აშშ-ში ასწავლონ“ – ნატალია საბანაძე

“ინდივიდუალური (სანქციები) უნდა იყოს. არ უნდა ჰქონდეთ საშუალება, შვილებს აშშ-ში ასწავლონ”, – ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა ელჩმა ევროკავშირში ნატალია საბანაძემ მეგობარი აქტის განხილვისას გააკეთა: ინდივიდუალური (სანქციები) უნდა იყოს მათ წინააღმდეგ, ვინც ამაზე [რუსულ კანონზე] პასუხს აგებენ. მაგალითად, არ ჰქონდეთ საშუალება, თავიანთ შვილებს აშშ-ის ძვირადღირებულ უნივერსიტეტებში ასწავლონ, ასევე, სხვა მიმართულებებით… თუმცა, ეს სამოქალაქო სექტორზე, საქართველოს მოსახლეობაზე, […]
,, თუ არჩევნები მასიურად გაყალბდება, საქართველოში შესაძლოა ფერადი რევოლუცია მოხდეს, როგორც უკრაინაში“ – უილიამ კორტნი

აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის სხდომაზე განაცხადა: „უკრაინაში მოხდა ნარინჯისფერი რევოლუცია, 2014 წელს მოხდა მეორე რევოლუცია – მაიდანი. ჩვენ ვხედავთ ძლიერ დემოკრატიას უკრაინაში, რომელმაც მიიღო სარგებელი და აღმოცენდა ამ ორი რევოლუციის საფუძველზე. საქართველოს რა მოუვიდა?! საქართველო განიცდიდა პროგრესს, საქართველოს უფრო ნაკლები დასავლური ტრადიციები გააჩნდა, ვიდრე უკრაინას და უფრო მარტივი იყო ავტორიტარული […]