უკრაინელებმა რუსების 27 დრონიდან 22 ჩამოაგდეს

რუსული ძალები წუხელ უკრაინას „შაჰედის“ ტიპის 27 დრონით დაესხნენ თავს, უკრაინელებმა 22 დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. „საზენიტო ბრძოლის შედეგად განადგურდა 22 „შაჰედი“ ნიკოლაევის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, სუმისა და პოლტავას ოლქებში“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში. მათი ინფორმაციით, რუსებმა დრონები დროებით ოკუპირებული ყირიმიდან და რუსეთის ქალაქ კურსკის ტერიტორიიდან გაუშვეს. […]

სფფ-ის XXXIV ყრილობა სასტუმრო “პარაგრაფში” გაიმართა

4 ივნისს თბილისში, სასტუმრო “პარაგრაფში”, სფფ-ის რიგით XXXIV ყრილობა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მოხსენებით წარდგა. პრეზიდენტმა სიტყვა ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლით და მილოცვით დაიწყო: “მინდა მოგილოცოთ ეს უდიდესი წარმატება და სიხარული, რომელიც ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა მოგვიტანა. ისტორიაში პირველად, ჩვენი ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა […]

ილია დარჩიაშვილი გაერო-ს რეზოლუციაზე – რეზოლუციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჰუმანიტარული განზომილების კუთხით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, გაერო-ს რეზოლუციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჰუმანიტარული განზომილების კუთხით. ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ, 78-ე სესიის ფარგლებში, საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 ივნისს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის, ყაზბეგის რაიონის, მცხეთის მუნიციპალიტეტისა და თიანეთის რაიონის სოფლებში. 10:00-დან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ანანური, ციხისძირი, ცივწყარო, ზოტიკიანთკარი, ფიტავი, ჭივილაანები, შალიკიანთკარი, ჟინვალი, […]

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე – ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’ _ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღეა!

1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღის მიზანია ადამიანების პასუხისმგებლობის გაცნობიერება ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისთვის ხელშეწყობა და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიური ჩართვა. კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’ ყოველწლიურად გარემოს დაცვის კვირეულს აღნიშნავს. კვირეულის ფარგლებში კომპანიის გარემოსდაცვითი გუნდის თანამშრომლები ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს, მათ შორის ხვდებიან ,,შუახევი […]

აშშ შეამცირებს მექსიკიდან მიგრანტების მიღებას

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, მიმართოს ზომებს მექსიკიდან მიგრანტების რაოდენობის შესამცირებლად. დღეიდან, 5 ივნისიდან ძალაში შედის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულება, რომელიც ზღუდავს თავშესაფრის მიცემას მექსიკიდან არალეგალურად ჩასული პირებისთვის. 4 ივნისს, თეთრ სახლში გამოსვლისას ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკის, როგორც მიგრანტების მიმღები ქვეყნის დასაცავად, პირველ ყოვლისა საჭიროა საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეს ახლავე უნდა გაკეთდეს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რომელიც […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის, ტაშკენტის და გურამ ფანჯიკიძის ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბააზოვის, საადის, გორგასალის, აბანოს, ბოტანიკურის, შუშინის, ირგვლივის, შოთა ნიშნიანიძის, […]

I კვარტალში $934 400-ის ზეითუნის ზეთი იმპორტირდა

საქსტატის მონაცემებით, I კვარტალში $934 400-ის ღირებულების 115.62 ტონა ზეითუნის ზეთი ( ზეითუნის ზეთი და მისი ფრაქციები) იმპორტირდა. როგორც მონაცემებიდან ირკვევა, მთავარი იმპორტიორი ქვეყანა იტალიაა. იმპორტიორი ქვეყნები და იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობა შემდეგნაირად გამოიყურება: იტალია – $426 810-ის ღირებულების 60.42 ტონა თურქეთი – $177 090-ის ღირებულების 16.05 ტონა საბერძნეთი – $145 370-ის ღირებულების 12.59 ტონა აზერბაიჯანი […]

23 (05.06) მაისი-ღირსი დამიანე გარეჯელი, მეფეყოფილი დემეტრე პირველი, „შენ ხარ ვენახის“ მთქმელი

ღირსი დამიანე, მეფეყოფილი დემეტრე პირველი იყო წმიდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის შვილი. წმიდანი დაახ. 1095 წელს დაიბადა. დემეტრეს აღზრდაზე ერთნაირად ზრუნავდნენ როგორც სასულიერო, ასე საერო და სამხედრო მეცნიერების საუკეთესო წარმომადგენლები, როგორც მემატიანე წერს დემეტრე „სიბრძნით, სიწმინდით, ახოვნებითა და სიმხნევით უმჯობეს იყო ნანისა“. 1125 წელს წმიდა დავით მეფემ სიცოცხლეშივე დასვა სამეფო ტახტზე დემეტრე, „დაადგა გჳრგჳნი მისითა […]

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო

4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ – რეზოლუციას 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 […]