ემანუელ მაკრონი ბენიამინ ნეთანიაჰუს – ღაზაში ომი უნდა დასრულდეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ, ღაზაში ომი უნდა დასრულდეს და მძევლები უნდა გათავისუფლდნენ.
„ღაზაში პალესტინელების განსაცდელი უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა მაკრონმა.
მან ასევე გამოხატა მხარდაჭერა ჯო ბაიდენის ცეცხლის შეწყვეტის გეგმის მიმართ.
საფრანგეთის ლიდერის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა უნდა მოხდეს, რათა გაიხსნას სანდო პერსპექტივა კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტისთვის და ღაზის სექტორის სამართავად რეფორმირებული და გაძლიერებული პალესტინის ხელისუფლების შექმნისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული, გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – თუ პარტიის თავმჯდომარე ხარ, უნდა იყო პრემიერობის კანდიდატიც, რაც მე არ ვიქნები, შესაბამისად, თუ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, მე ვიქნები მისი ეფექტური მენეჯერი – რაც შეეხება ბოკუჩავას, მასთან დაკავშირებით სინდისის ქენჯნა არ მაქვს