ბაიდენი საფრანგეთში ჩავიდა ნორმანდიაში ჯარების გადასხმის მე-80 წლისთავის აღსანიშნავად

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 5 ივნისს ჩავიდა საფრანგეთში, რათა მონაწილეობა მიიღოს ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის დღის (D-Day) მე-80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში. გავრცელებული მოლოდინით, თავის გამოსვლაში ბაიდენი ხაზს გაუსვამს ერთგულებას აშშ-ის ევროპელი მოკავშირეების მიმართ, და დემოკრატიის თავისეულ ხედვას დაუპირისპირებს პოლიტიკური მეტოქის, დონალდ ტრამპის შეხედულებებს. ბაიდენი საფრანგეთში ხუთ დღეს დაყოფს – დაესწრება ნორმანდიაში დაგეგმილ საიუბილეო ღონისძიებებს, გამოვა […]

ქართული ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების შევიწროების კამპანიაზე EU-ს ხელმძღვანელებს წერილით მიმართეს

ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელმა (EFCSN) და ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელმა (IFCN) ევროკავშირის ხელმძღვანელობას ღია წერილით გაუგზავნეს, სადაც შეფასებულია ის მუქარისა და შევიწროების მძიმე კამპანია, რომელსაც ქართული ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციები განიცდიან. წერილის ადრესატები ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, […]

ბათუმს ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლე და საცურაო აუზი ექნება

ბათუმს ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლე და საცურაო აუზი ექნება ბათუმს ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლე და საცურაო აუზი ექნება. ახალი პროექტის დეტალებს, რომლის განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეცნო. დახურული სპორტული კომპლექსის – ყინულის არენის და საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულია ტენდერი და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. ყინულის არენა და ორი აუზი […]

თამარაშვილის გამზირისა და ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა

მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსები მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნული კვანძის მოწყობის შემდეგ, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირზე პირდაპირ გასვლა იქნება შესაძლებელი. „რამდენიმე დღის წინ გავხსენით სამანქანო ხიდი, რომელიც ერთმანეთს ბაგების დასახლებასა და უნივერსიტეტის ქუჩას აკავშირებს. მიხარია, რომ დედაქალაქში […]

ანაკლიის პორტის პროექტში აშშ-სგან სანქცირებული ჩინური კომპანიის შემოყვანა საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების გაგრძელებაა – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანაკლიის პორტის გარშემო მიმდინარე მოვლენებს 2018 წლიდან აკვირდება. 2020 წელს საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებელ დასავლური კომპანიების კონსორციუმს კონტრაქტი შეუწყვიტა. მიმდინარე წლის 29 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ანაკლიის პორტის ინვესტორად კორუფციული სკანდალებით ცნობილი და აშშ-ს მთავრობის შეზღუდვების ქვეშ მყოფი ჩინურ-სინგაპურული ჰოლდინგი შეარჩია. ეკონომიკის მინისტრის, ლევან […]

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ National Geographic-თან ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამაღლების მიზნით National Geographic-თან ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო. „გასტრონომიული გზამკვლევი – საქართველოს შესახებ – ქვეყნის საუკეთესო ღვინის მარნები და კვების ობიექტები“- ამ სათაურით გავლენიანმა საერთაშორისო გამოცემამ ონლაინპლატფორმაზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სტატიის ბეჭდური ვერსია 6 ივნისს გავრცელდება. სტატიის ავტორი ემილი ლაში საქართველოს ბუნებას, ტურისტულ ადგილებს, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს […]

ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა ვირტუალურ საერთაშორისო საბიბლიოთეკო კონფერენციაზე ისაუბრა

29 მაისს პოლონეთის ეროვნული ბიბლიოთეკისა და საერთაშორისო საბიბლიოთეკო ფედერაციის კონსერვაციისა და გრძელვადიანი დაცვის ცენტრის ხელშეწყობით გაიმართა ევროპის ბიბლიოთეკების კონფერენცია თემაზე “ციფრული ბიბლიოთეკები – საცავები დღეს და ყოველთვის”. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროპის ბიბლიოთეკების წარმომადგენლები პოლონეთიდან, ესტონეთიდან, ჩეხეთიდან, რუმინეთიდან, უკრაინიდან, ნორვეგიიდან და ლიეტუვიდან. ბიბლიოთეკარებმა ციფრული ბიბლიოთეკების განვითარებაში არსებული გამოცდილება და დღევანდელი შედეგები წარმოადგინეს. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა, […]

15-16 ივნისს, „ექსპო ჯორჯიაში“, საქართველოში პირველი მასშტაბური სპორტული ფესტივალი „სპორტფესტი“ გაიმართება

15-16 ივნისს, „ექსპო ჯორჯიაში“, საქართველოში პირველი მასშტაბური სპორტული ფესტივალი „სპორტფესტი“ გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს. მათივე ცნობით, „სპორტფესტის“ საორგანიზაციო გუნდია Alice Q, რომელსაც ღონისძიებების ორგანიზების 19 წლიანი გამოცდილება აქვს. „გუნდისმიერორგანიზებულია 600-მდეღონისძიება, მათშორისშემდეგიფესტივალები: Workshop Fest Kiketi Fest Kiketi Forest Downhill Cup Alice Q-ს მიერ ორგანიზებული ფესტივალები გამოირჩევა ინტერაქციული ფორმატით. სტუმრები ერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში და იღებენ […]

“პოსტის გამო 9 წლამდე პატიმრობა! დიდ ბოდვა საქმეს კერავენ” – ნიკა ნარსია

facebook პოსტის გამო 9 წლამდე პატიმრობა!!! 222, 225, 226 მუხლებით საქმეზე კითხვები იყო შემდეგი: ეს პოსტი შენ დაწერეო? რამდენი გამომწერი გყავსო, 10 000მდეო ხომ? ანუ ამდენ ხალხს მოუწოდეო ძალადობისკენო! არ ვხუმრობ, საქმე ეხება სახელმწიფო ან რადიო, ან სხვა სახელმწიფო შენობების, ჯგუფურად და ძალადობრივად ხელში ჩაგდების მცდელობას, რაც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს! ხომ ამდენჯერ ვარ დაჭერილი […]

“დედაჩემის მიერ ფსიქოპატად შერაცხული კაცი გიორგი ოვაშვილი აღმოჩნდა” – ჩერგოლეიშვილი

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი: რადგან აბიტურიენტობის წლები გავიხსენე, ერთი სასაცილო ამბავიც გამახსენდა. ავტობუსში ვიღაც ახალგაზრდა კაცი გამომელაპარაკა რამდენჯერმე. რეჟისორი ვარ და ფილმში პერსონაჟად მინდიხარო. მომეჩვენა, რომ პატიოსანი კაცი იყო, ავტობუსიდან ჩამოვყევი და კინოსტუდიაში შევყევი, უკან რაღაც ბარაკებივით იყო და ფოტოსესია იქ მქონდა. სესიის დროსაც ძალიან დელიკატურად იქცეოდა. რამდენიმე დღეში მივათრიე სახლში ჩემი ლამაზი […]