ქართველი “ფაქტჩეკერების” შევიწროების გამო საერთაშორისო ქსელი ევროკავშირის ხელმძღვანელობას მიმართავს

“ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელმა” (EFCSN) და “ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელმა” (IFCN) ქართველი “ფაქტჩეკერების” შევიწროების გამო ღია წერილით მიმართეს ევროკავშირის ხელმძღვანელობას. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოში მომუშავე ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციები ბოლო კვირების განმავლობაში არაერთხელ გახდნენ თავდასხმების სამიზნეები. „ამ საშინელ კამპანიას ხელს უწყობენ საქართველოს მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები, რომლებიც ჩვენს კოლეგებს „უსამშობლო აგენტებად და ნეოფაშისტებად მოიხსენიებენ, რომლებსაც პასუხი […]
ქართული ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების შევიწროების კამპანიაზე EFCSN-მა და IFCN-მა ევროკავშირს მიმართეს

ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელმა (EFCSN) და ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელმა (IFCN) ვროკავშირის ხელმძღვანელობას ღია წერილით მიმართეს “იმ მუქარისა და შევიწროების მძიმე კამპანიის ფონზე, რასაც ქართული ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციები განიცდიან”. წერილის ადრესატები არიან ევროკომისიის პრეზიდენტი – ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი – ჯოზეფ ბორელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში – ვერა იუროვა. […]
ენგურის ტურისტულ ატრაქციაში ინვესტირების მსურველი კომპანიების რაოდენობა იზრდება

ენგურჰესის ტურისტული ატრაქციის მიმართ დაინტერესებული კომპანიების რაოდენობა იზრდება. „ენგური ატრაქციის“ დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის თქმით, კომპანიებს ამ ტურისტულ ობიექტზე ინვესტიციების განხორციელება სურთ, რაც, ვიზიტორების მზარდმა ნაკადმა განაპირობა. „სანამ ვიზიტორები არ გვეყოლებოდა ის რაოდენობა, როდესაც გამართლებული იქნებოდა ნებისმიერი ინვესტიციის ჩადება, დიდი თანხების მოზიდვა გაუმართლებელი იყო. ჩვენ 2 წელიწადში 120 ათას ვიზიტორზე მეტი გვყავდა, ამიტომ, ამ მიდგომამ განაპირობა […]
ჩარგლის ქუჩაზე ავარიული კორპუსი ახლით ჩანაცვლდება

თბილისის მერიის ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი ობიექტი ჩანაცვლდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩაზე მძიმედ ავარიული ორსართულიანი კორპუსის დემონტაჟი განხორციელდება და მის ადგილზე 12-სართულიანი, თანამედროვე კორპუსი აშენდება. სხდომაზე დედაქალაქის მერმა აღნიშნული ავარიული შენობისა და ალტერნატიული კორპუსის ვიზუალური მასალაც წარადგინა. „კორპუსი იყო უმძიმეს მდგომარეობაში, საცხოვრებლად […]
ბათუმს ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლე და საცურაო აუზი ექნება

ბათუმს ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლე და საცურაო აუზი ექნება. ახალი პროექტის დეტალებს, რომლის განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეცნო. დახურული სპორტული კომპლექსის – ყინულის არენის და საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულია ტენდერი და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. ყინულის არენა და ორი აუზი საერთაშორისო ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. ყინულის მოედანი 2025 წელს ახალგაზრდულ […]
საქართველოში, UPU რეგიონალური პროექტის ოპერაციული ეფექტურობისა და ელექტრონული კომერციის განვითარების (ORE 3), საერთაშორისო სემინარი გაიმართა

27-30 მაისს, მსოფლიო საფოსტო კავშირის (Universal Postal Union) ორგანიზებით, საქართველოში, UPU რეგიონალური პროექტის ოპერაციული ეფექტურობისა და ელექტრონული კომერციის განვითარების (ORE 3), საერთაშორისო სემინარი გაიმართა. საქართველოს ფოსტის ინფორმაციით, სემინარის მიზანი, მზარდი ელექტრონული კომერციის პირობებში მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრი ქვეყნების საფოსტო ადმინისტრაციების ოპერაციული ეფექტურობის ამაღლება იყო. „ამავდროულად, საფოსტო უსაფრთხოების სემინარი გაიმართა, რომლის მიზანი მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრი […]
ჩვენ ამერიკელი ხალხისთვის ბევრი გვაქვს გაკეთებული – შალვა პაპუაშვილი

ჩვენ ამერიკელ ხალხს 30 წელია ვაჩვენებთ მეგობრობას და გვერდში დგომას. ჩვენ ამერიკელი ხალხისთვის ბევრი გვაქვს გაკეთებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მან მაგალითად ავღანეთში NATO-ს მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობა დაასახელა. „სამწუხაროდ, კონგრესში ვნახეთ ანტიქართული განცხადებების ნიაღვარი, ჩვენ ამერიკელ ხალხს 30 წელია ვაჩვენებთ მეგობრობას და გვერდში დგომას. ჩვენ ამერიკელი ხალხისთვის ბევრი გვაქვს […]
“სანქციები უნდა იყოს პერსონალური, მძლავრი და კომპლექსური როგორც აშშ-ს, ასევე ევროპისგან” – გამზარდია

ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია: არავის გაგიკვირდეთ და არ გაგეცინოთ, თუ მალე “ქართული ოცნება” კაცებს გრძელ თმას, შორტებს და ა.შ. აუკრძალავს, ხოლო ქალებს შარვალს, მოკლე თმას და ა.შ. ხელისუფლებას სიმახინჯეების მიღების ისეთი ტემპი აქვს აღებული, ერთის გააზრებას ვერ ვასწრებთ, მეორე მოსდევს, შემდეგ მესამე და ა.შ. საზოგადოებრივი ფოკუსი ვერ კონცენტრირდება სახელისუფლებო მანკიერებებზე მათი სიმრავლის გამო და ამ პროცესს […]
“მემუქრებიან ფიზიკური განადგურებით” – რას სთხოვენ წალენჯიხის მერიის მაღალჩინოსანს, ალბერტ ჭანიას?

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი, ალბერტ ჭანია აცხადებს, რომ ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან: ერთი კვირაა სისტემატიურად ხორციელდება ჩემზე და ჩემს ოჯახზე, სატელეფონო ზარების მეშვეობით ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა ფიზიკური განადგურებით, რომ დავტოვო თანამდებობა, არ გამოვცხადდე სამსახურში, მივატოვო ყველანაირი პოლიტიკური აქტივობა და განსხვავებული აზრის გამოთქმა. სახელმწიფო რომელიც უნდა იცავდეს თავის მოქალაქეებს პირიქით ატერორებს მათ დაქირავებული ზონდერების მეშვეობით.
კონტემ “ნაპოლი” ჩაიბარა

2-წლიანი პაუზის შემდეგ ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ანტონიო კონტე სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა. ფაბრიციო რომანოს ცნობით, კონტემ “პარტენოპეისთან” 3-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ “ნაპოლი” ოფიციალურ ინფორმაციას სულ მალე გაავრცელებს. შეგახსენებთ, კონტე ბოლოს “ტოტენჰემს” წვრთნიდა, საიდანაც სეზონის შუაში არადამაკმაყოფილებელი შედეგებისა და კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო დაითხოვეს. კონტე სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდა, ანტონიო ხელფასის სახით სეზონში […]