კობახიძე და ბოჭორიშვილი ღალატს უწოდებენ კონგრესში ქართველი მომხსენებლების გამოსვლას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ღალატს უწოდებენ „აგენტების კანონის“ შესახებ ქართველი მომხსენებლების გამოსვლას აშშ-ის კონგრესში. აშშ-ის კონგრესში გუშინ, 4 ივნისს, MEGOBARI Act-ზე იმსჯელეს. საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ „ჰელსინკის კომისიის“ ფარგლებში გამართულ მოსმენაზე სიტყვით გამოვიდნენ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ივანე ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი და „ჩეთემ ჰაუსის“ უფროსი მკვლევარი ნატალი საბანაძე […]

კრემლის კრიტიკოსი, იაშინი ზედიზედ მეორედ გადაიყვანეს სამარტოო საკანში

პატიმრობაში მყოფ რუს ოპოზიციონერს, ილია იაშინს 3 ივნისს ზედიზედ მეორედ მიუსაჯეს სამარტოო საკანში ყოფნა, 12 დღით – მაშინ, როცა იმ დღეს მან 15-დღიანი სასჯელი მოიხადა სამარტოო საკანში და უნდა გამოეშვათ, ვკითხულობთ იაშინის ტელეგრამის არხზე 4 ივნისს. იაშინს 8 წლით და 6 თვით აქვს მისჯილი პატიმრობა, უკრაინაში მოსკოვის შეჭრის კრიტიკის გამო. პირველად ის სამარტოო საკანში მოათავსეს […]

გორში დააკავეს ბიზნესმენი, რომელიც საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა

4 ივნისის საღამოს, გორში ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი იოსებ ბაბაევი დააკავეს. მისი ადვოკატი და ახლობლები ფიქრობენ, რომ ბაბაევი „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობის გამო ისჯება. ადვოკატმა კახა კალმახელიძემ იოსებ ბაბაევი წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე მოინახულა. ბაბაევის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ დაკავებული ნაცემია, ხოლო ავტომატი და პისტოლეტი მანქანაში მას პოლიციამ ჩაუდო. ადვოკატს დაკავებულმა უთხრა, რომ […]

ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის – „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში ესეების კონკურსი ცხადდება

ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის – „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში ესეების კონკურსი ცხადდება ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის – „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში ცხადდება ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისათვის, რომელიც მიმდინარე წლის 26 ივნისამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. კონკურსში მონაწილეობის წესები: ესეს შინაარსი უნდა ეხებოდეს ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებულ […]

მგზავრთა ინფორმირებისთვის შეიქმნა რუკები, საინფორმაციო ვებგვერდი და ავტობუსის გაჩერებების სტანდარტული დიზაინი, განახლდა მობილური აპლიკაციაც – კახა კალაძე

მგზავრთა ინფორმირებისთვის შეიქმნა რუკები, საინფორმაციო ვებგვერდი და ავტობუსის გაჩერებების სტანდარტული დიზაინი, განახლდა მობილური აპლიკაციაც – კახა კალაძე მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ვებგვერდი – ttc.com.ge გაუმჯობესებულ მომსახურებასთან ერთად, ახალი ფუნქციონალითა და დიზაინითაა წარმოდგენილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, განახლებულია მობილური აპლიკაციაც და მომსახურების […]

“ნიღბები ჩამოხსნილია, საქართველო მიდის არა ევროკავშირისკენ, არამედ პირიქით” – ესტონეთი

„ნიღბები ჩამოხსნილია. უცხოური აგენტების კანონით საქართველო მიდის არა ევროკავშირისკენ, არამედ პირიქით. კანონი არის მიმართულების შეცვლის სიმბოლო და ის მოიტანს შედეგებს. ეს არის ის, რასაც ხაზს ვუსვამდი საუბრისას”

“ეს ხომ სასაცილო იქნება” – პრემიერი კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევაზე

ქართველი ხალხის დასჯას ვერავინ ვერ გაბედავს. საუბრობენ კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე. თვითონ საუბრობდნენ ამდენი ხნის განმავლობაში, რომ კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს ქართველ ხალხს, არა ხელისუფლებას, არამედ ქართველ ხალხს, ასეთ დროს ვიღაცამ ქართველ ხალხს ჩამოართვას კანდიდატის სტატუსი, ეს ხომ სასაცილო იქნება.

მადლობა ჩინეთს – პრემიერის მადლობა ქვეყანას, რომელმაც რომელმაც აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებზე გაეროს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა

პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა გაერო-ს გენერალურმა ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუცია – “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”. ამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა – ჩინეთმა. კობახიძემ ჩინეთს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ “მან შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია”. “გაერო-ს რეზოლუციაზე წლიდან წლამდე იზრდება მხარდამჭერების რაოდენობა, ამისათვის განსაკუთრებული […]

“”საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ხალხს აყენებს შეურაცხყოფას” – როთი

“საქართველოს ხელისუფლება უნდობლობას უცხადებს საკუთარ ხალხს და აყენებს შეურაცხყოფას. ქუჩებში თავისუფალი ევროპული საქართველოსთვის გამოსული ქართველები „უცხო ძალების“ მარიონეტები კი არა, არამედ მამაცი დემოკრატები არიან. აშკარაა, რომ ხელისუფლება ოლიგარქის მარიონეტია.”

“ჩინეთის თავშეკავება მხარდაჭერის ტოლფასია” – პაპუაშვილი გაეროს რეზოლუციაზე

“ჩინეთთან ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. არაერთხელ ვუფიქსირებთ ერთმანეთს ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობას და მის მნიშვნელობას. ამ მხრივ ძალიან მჭიდრო, შეთანხმებული პოზიციები გვაქვს. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებში პოზიციას, ორივე ქვეყანა საკუთარი დღის წესრიგიდან გამომდინარე, აყალიბებს თავის პოზიციებს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, როგორც ჩინეთი, ისე საქართველო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი ინარჩუნებს იმ პოზიციას, რომელიც მას […]