სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მანაგაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს

სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მანაგაძე გუშინ ღამით ადმინისტრაციული წესით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნიკო მანაგაძის ადვოკატმა, მარიამ პატარიძემ განუცხადა. ადვოკატის განმარტებით, დაკავების დროს მასთან ერთად ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც ასევე დააკავეს. მისივე თქმით, ორივე მათგანი დიღომში, მესამე იზოლატორში არიან გადაყვანილები. ადვოკატის ვარაუდით, დაკავების მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ მანაგაძე პოლიციის სამმართველოში არ გამოცხადდა და მაგისტრატი მოსამართლის […]
ევროპაში აკრედიტებული განათლების მიღება AI-ში, სტუდენტებს სრული დაფინანსებით BTU-სგან შეეძლებათ

ორი დიპლომის მიღების შესაძლებლობა, ევროპული აკრედიტაციის პროცესის დაწყება პროგრამისთვის, სრული დაფინანსებით სწავლა გერმანიის წამყვან, გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, ქვეყნის პირველი გაფართოებული რეალობის სასწავლო-კვლევით ლაბორატორია და სხვა შეთანხმებები, BTU-ს და ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის, გერმანიაში შედგა. ლაბორატორია უნივერსიტეტის ახალ კამპუსში განთავსდება და 2025 წელს გაიხსნება. BTU აგრეთვე აანონსებს ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამისთვის გერმანული აკრედიტაციის პროცესის დაწყებას, […]
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა – “ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი…”

უკრაინის პრემიერლიგის მე-17 ტურში “ოლექსანდრიამ” საქართველოს ნაკრების ნახევარმცევლის, შოთა ნონიკაშვილის “ჩერქასს” უმასპინძლა და (1:1) დაუზავდა. მეორე ტაიმში მასპინძლელთა მარცხენა მცველი, 28 წლის ალექსანდრ კაპლიენკო მოედანზე უგონოდ დაეცა, ფეხბურთელებმა ეს ეპიზოდი ძალიან ემოციურად მიიღეს. ქართული “ფეისბუქგვერდი” “22 მოთამაშე” ნონიკაშვილის კომენტარს აქვეყნებს, სადაც შოთა იხსენებს: “კაპლიენკო კანკალებდა… უცებ მივვარდი, ენა თითქმის გადაყლაპული ჰქონდა და დავუჭირე. ორი თითით […]
აშშ-ის, თურქეთის, ევროკავშირისა და არაბული ქვეყნების მაღალი რანგის დიპლომატები სირიაში მიმდინარე მოვლენების განსახილველად იორდანიაში შეიკრიბნენ

ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის, ევროკავშირისა და არაბული ქვეყნების მაღალი რანგის დიპლომატები იორდანიაში შეიკრიბნენ, რათა სირიაში მიმდინარე მოვლენები განეხილათ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერებმა პრესკონფერენციაც გამართეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ სირიაში ახალი მთავრობის ფორმირება უნდა იყოს ინკლუზიური და პატივი სცენ უმცირესობების უფლებებს. „სირია იმედის მომცემი, მაგრამ გაურკვეველი მომავლის წინაშე დგას და ამიტომ ჩვენ, ყველანი შევთანხმდით იმ პრინციპებზე, რომელიც […]
როდის წყდება საპენსიო ფონდში შენატანების განხორციელება

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო რეფორმა 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა და მასში დასაქმებულთა მონაწილეობა სავალდებულოა, ხოლო თვითდასაქმებულებს სისტემაში მონაწილეობა ნებაყოფლობით შეუძლიათ. თუმცა, არსებობს წესი, რომლის მიხედვითაც საპენსიო სააგენტოში შენატანების განხორციელება წყდება. კერძოდ, დასაქმებულის შემთხვევაში, როდესაც საანგარიშო წლის განმავლობაში, დასაქმებულის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი მიაღწევს 60 000 ლარს, მას საპენსიო შენატანის გადახდის უფლება და ვალდებულება ამ […]
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილს „რუს მარიონეტ პრეზიდენტს” უწოდებს

აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი „რუს მარიონეტს“ უწოდებს მიხეილ ყაველაშვილს და მხარდაჭერას უცხადებს მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ამის შესახე ჯო უილსონმა პლატფორმა „X“-ზე დაწერა. “სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ვაფასებ მის სიმამაცეს არალეგიტიმურ მთავრობასთან წინააღმდეგობაში, რომელიც ქართველებისთვის რუსი მარიონეტი პრეზიდენტის თავზე მოხვევას ცდილობს. ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს! #MEGOBARI,“, – წერია გამოქვეყნებულ […]
ანა დოლიძე – ბავშვებს სჭირდებათ ევროპული კეთილდღეობა, რასაც ვერ მივაღწევთ „ქართული ოცნების“ პირობებში

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხის ანთება მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციისთვის იყო გამიზნული. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოში ბავშვთა უფლებები დაცული არ არის. „დიახაც, [ნაძვის ხე] ვერ აინთო და არ აინთო. მინდა გაგახსენოთ კალაძის გუშინდელი სამარცხვინო ჩართვა, სადაც ის ამბობს, რომ ამას ბავშვებისთვის ვაკეთებთო. ხალხნო, ყოველი მეოთხე ბავშვი […]
ოლაფ შოლცი უკრაინისთვის Taurus-ის მიწოდებაზე – ეს შეცდომა იქნება – აუცილებელია რუსეთსა და ნატო-ს შორის კონფლიქტის ნებისმიერ ფასად თავიდან აცილება

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, შეცდომა იქნება უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება ან რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმის დაშვება, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შოლცმა n-tv-თან ინტერვიუში ისაუბრა. „დარწმუნებული ვარ, შეცდომა იქნება, თუ იარაღს, რომელიც უკრაინას მივაწოდეთ, რუსეთის ფედერაციის სიღრმეში დარტყმისთვის გამოიყენებენ, ან თუ მივაწვდით იარაღს, რომელსაც შეუძლია ამის გაკეთება“, – აღნიშნა შოლცმა. მისი […]
არცერთი მოქალაქე, მათ შორის ოცნების ამომრჩევლებიც კი არ იმსახურებენ ისეთ პრეზიდენტს, როგორიც ყაველაშვილია – ქეთი თურაზაშვილი

,,ქართულმა ოცნებამ” დღეს დაგვინიშნა პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი, უდიპლომო პრეზიდენტი. მიმაჩნია, რომ საქართველო არ იმსახურებს ასეთ პრეზიდენტს, არცერთი მოქალაქე, მათ შორის ოცნების ამომრჩევლებიც კი არ იმსახურებენ ისეთ პრეზიდენტს, როგორიც მიხეილ ყაველაშვილია, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ქეთი თურაზაშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, ეს არის დაცინვა “ოცნების” მხრიდან. “მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი […]
შეცდომა იქნება უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება ან რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმის დაშვება – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ შეცდომა იქნება უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება ან რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმის დაშვება.მან ამის შესახებ n-tv-თან ინტერვიუში ისაუბრა. „დარწმუნებული ვარ, შეცდომა იქნება, თუ იარაღს, რომელიც უკრაინას მივაწოდეთ, რუსეთის ფედერაციის სიღრმეში დარტყმისთვის გამოიყენებენ, ან თუ მივაწვდით იარაღს, რომელსაც შეუძლია ამის გაკეთება“, – ამბობს შოლცი. მისი თქმით, აუცილებელია რუსეთის ფედერაციასა […]