შევჩენკოსა და კიდეც სამ ფეხბურთელს დღეს “მილანის” დიდების დარბაზში შეიყვანენ

“მილანმა” გუნდის იმ ყოფილი ფეხბურთელების ვინაობა დაასახელა, რომლებიც კლუბის დიდების დარბაზში შევლენ. როგორც “როსონერის” პრესსამსახური იტყობინება, ეს პატივი მარკო ვან ბასტენს, ფილიპო ინძაგისა და ანდრეი შევჩენკოს ერგოთ. ისინი ფრანკო ბარეზის შეუერთდნენ, რომელიც “მილანის” დიდების დარბაზის პირველი წევრი გახლდათ. ვან ბასტენი, ინძაგი და ბარეზი “მილანი” “ჯენოას” დღევანდელი მატჩის წინ გამართულ სპეციალურ ცერემონიაზე დაჯილდოვდებიან, მათ სპეციალური თასი […]
„დატვირთვა არის 0%“ – სასტუმრო „ლაჰილი“ მესტიაში

მესტიაში მდებარე სასტუმროების ნაწილი ზამთრის ტურისტულ სეზონს ფაქტობრივად ცარიელი ხვდება. „0%-იანი დატვირთვა გვაქვს“- ამბობს სასტუმრო ლაჰილის დამფუძნებელი. ლევან დადვანის თქმით, ანალოგიური მდგომარეობაა სხვა სასტუმროებშიც, რაც პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. „დატვირთვა არის 0%, რა თქმა უნდა, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების პირდაპირი ზეგავლენაა ტურიზმზე. მაშინ, როცა ზამთრის ტურისტული სეზონი უნდა დაიწყოს და შეივსოს საახალწლო არდადეგებზე კურორტები, პროგნოზის […]
“ეჰ, რა ტყუილად დამიკარგავს დრო” – სააკაშვილი იმ სასწავლებლების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც სხვადასხვა დროს დაამთავრა

“ეჰ, რა ტყუილად დამიკარგავს დრო…” – წერს მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურ გვერდზე და იმ სასწავლებლების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც ექსპრეზიდენტმა სხვადასხვა დროს დაამთავრა – ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი, უკრაინა ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემია, ნიდერლანდები კოლუმბიის უნივერსიტეტი, აშშ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო უნივერსიტეტი, საფრანგეთი ფლორენციის ევროპული სამართლის აკადემია, იტალია ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, აშშ. ნიუ […]
რამდენ ლარად იყიდით დოლარს და ევროს 15 დეკემბერს?

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8448 ლარი გახდა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9842 ლარია.
თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება – ქუჩების ჩამონათვალი

GWP-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება: სამგორი, პოლიციის ქ. N10 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 12/14/2024 21:00 დან 12/15/2024 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: პოლიციის, რაზიკაშვილის ,მეტრეველის, ლორთქიფანიძის, ენუქიძის, ნავთლუღის 2 დას. მე-3, 4, 5, 6 ქუჩებს. გლდანი, მუხიანის სატუმბო სადგურში წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 12/14/2024 20:10 დან 12/15/2024 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: […]
დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მანაგაძე – რას ამბობს მისი ადვოკატი

სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მანაგაძე გუშინ ღამით ადმინისტრაციული წესით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ნიკო მანაგაძის ადვოკატმა, მარიამ პატარიძემ განუცხადა. ადვოკატის განმარტებით, დაკავების დროს მასთან ერთად ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც ასევე დააკავეს. მისივე თქმით, ორივე მათგანი დიღომში, მესამე იზოლატორში არიან გადაყვანილები. ადვოკატის ვარაუდით, დაკავების მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ მანაგაძე პოლიციის სამმართველოში არ გამოცხადდა და მაგისტრატი მოსამართლის […]
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, კვირას, 15 დეკემბერს ასეთი ამინდია მოსალოდნელი: დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან შესაძლებელია მცირე თოვლი, დღისით უმეტესად უნალექოდ. დღისით აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -5, 0°, დღისით +5, +10°; მთაში ღამით -15, -10°, დღისით -1, +4°; მაღალ მთაში ღამით -20, -15°, დღისით […]
ალექსანდრე ლუკაშენკო, ილჰამ ალიევი, ნიკოლ ფაშინიანი და ალექსანდრ ვუჩიჩი მიხეილ ყაველაშვილს საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას ულოცავენ

ალექსანდრე ლუკაშენკო, ილჰამ ალიევი, ნიკოლ ფაშინიანი და ალექსანდრ ვუჩიჩი მიხეილ ყაველაშვილს საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას ულოცავენ. ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო მიხეილ ყაველაშვილს საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს. „დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი და კონსტრუქციული ურთიერთობის აღდგენა ხელს შეუწყობს ბელარუსიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას, გისურვებთ ჯანმრთელობას, გეგმების წარმატებულ […]
აქტივისტი ნიკო მანაგაძე დააკავეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, აქტივისტი ნიკო მანაგაძე დააკავეს. ის დიღმის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი. მას პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. ნიკო მანაგაძესთან ერთად იმავე საფუძვლით დააკავეს, მისი მეგობარი ნიკოლოზ კალანდაძე. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ადვოკატ, მარიამ პატარაიას თქმით, ორივე აქციიდან ერთად ბრუნდებოდა სახლში, რა დროსაც სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა, ნიღბიანმა პოლიციელებმა გააჩერეს. „დაკავება […]
დღეიდან სამგზავრო მატარებლების მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდება

15 დეკემბრიდან სამგზავრო მატარებლების მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდება, – ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. „ძვირფასო მგზავრებო! 15 დეკემბრიდან სამგზავრო მატარებლების მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.