ოკამი-ბორითის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ50-კმ158 (ოკამი-ბორითი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია.

ნიკა მელია – კალაძემ სამი დღის წინ გასცა დავალება გამგეობებზე, კონკრეტული რაოდენობის ადამიანები მოეყვანათ ნაძვის ხის ღონისძიებაზე, ინსტრუქცია იყო მოსვლა ბავშვებით – ჯამში მხოლოდ 500-მდე ადამიანის მოყვანა შეძლეს

კალაძემ სამი დღის წინ გასცა დავალება გამგეობებზე, კონკრეტული რაოდენობის ადამიანები მოეყვანათ ნაძვის ხის ღონისძიებაზე – ჯამში მხოლოდ 500-მდე ადამიანის მოყვანა შეძლეს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მისივე ინფორმაციით, ინსტრუქცია იყო ბავშვებით მისვლა. „კალაძემ სამი დღის წინ გასცა დავალება გამგეობებზე (რომელიც შეზრდილია „ოცნების“ პარტიულ სტრუქტურაში), კონკრეტული რაოდენობის ადამიანები მოეყვანათ […]

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა – ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი ჩრდილოეთისკენ მიემართება

მსოფლიოს უდიდესი აისბერგი ისევ მოძრაობაშია, მას შემდეგ რაც წლის უმეტესი ნაწილი მორევში იყო ჩარჩენილი. აისბერგის ფსკერი სამხრეთ ოკეანის ნაწილის, უედელის ზღვის ფსკერზე იყო, სადაც ის 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სტატიკური დარჩა. მან ჩრდილოეთისკენ მოძრაობა 2020 წელს დაიწყო, მაგრამ გაზაფხულიდან ის ადგილზე ტრიალებს. პარასკევს ბრიტანულმა ანტარქტიდის კვლევამ (BAS) განაცხადა, რომ ის ახლა უფრო ჩრდილოეთით მოძრაობს. […]

საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დასაცავად ევროპა სჭირდება – LIBMOD-ის ღია წერილი გერმანიის მთავრობას

საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დასაცავად ევროპა სჭირდება – LIBMOD-ის ღია წერილი გერმანიის მთავრობას თანამედროვე ლიბერალიზმის ცენტრი (LIBMOD) გერმანიის მთავრობას ოფიციალური წერილით მიმართავს, რომლითაც ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, რომ 2 დეკემბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული, ქრისტიან-დემოკრატიული და ლიბერალური ჯგუფების მიერ გამოქვეყნებული დეკლარაცია, რომელშიც ისინი საქართველოში ახალი არჩენვების ჩატარებას, უსაფუძვლოდ დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებასა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების […]

საქართველოს საინვესტიციო გარემო რთულ მდგომარეობაშია და ტენდენცია კვლავ გაუარესდება, თუ ქვეყანას არ ექნება მკვეთრად განსაზღვრული საგარეო ვექტორი და გრძელვადიანი განვითარების პოლიტიკა – Gnoman Wise

საქართველოს საინვესტიციო გარემო რთულ მდგომარეობაშია და ტენდენცია კვლავ გაუარესდება, თუ ქვეყანას არ ექნება მკვეთრად განსაზღვრული საგარეო ვექტორი და გრძელვადიანი განვითარების პოლიტიკა – Gnoman Wise კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise-ი აქვეყნებს პუბლიკაციას, რომლითაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლებს მიმოიხილავს. დოკლუმენტში წერია, რომ არსებული ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა, ნომინალშიც და ეკონომიკასთან მიმართებითაც მუდმივად არასახარბიელო ნიშნულზე იყო. […]

გადამწყვეტი ევროკავშირის ქმედებები იქნება – მეთიუ ბრაიზა სანქციებზე

გადამწყვეტი ევროკავშირის ქმედებები იქნება – მეთიუ ბრაიზა სანქციებზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ სანქციები სიმბოლური და პოლიტიკური გადაწყვეტილება. საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრაიზამ “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ისაუბრა. ბრაიზას შეფასებით, ამ ნაბიჯით, ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ეუბნება “ქართულ ოცნებას”, რომ ის არაკეთილსინდისიერი იყო, როდესაც ამბობდა, რომ არჩევნები საქართველოს ევროკავშირში შესვლას […]

კოფი სანქციებზე: უნდა დაწესდეს ეკონომიკური სანქციებიც

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქართველ მაღალჩინოსნებს დამატებითი სანქციები დაუწესა. რას ნიშნავს ეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებისთვის, რა გავლენას იქონიებს ის „ქართული ოცნების“ ქმედებებზე და როგორი განვითარება შეიძლება ჰქონდეს თბილისისა და ვაშინგტონის მომავალს. ამ თემებზე „ჰადსონის“ ინსტიტუტის მკვლევარს, ლუკ კოფის ვესაუბრეთ. ლუკ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. როგორც იცით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა დამატებითი სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს მთავრობის 20 წევრს. რა […]

მოდის ბრენდის Mango-ს დამფუძნებელი გარდაიცვალა

14 დეკემბერს მოდის ბრენდის Mango-ს დამფუძნებელი და კატალონიის უმდიდრესი ადამიანი, 71 წლის ისაკ ანდიკი, კოლბატოში, მონსერატის ქედის მახლობლად, ხეობაში დაცემის შედეგად დაიღუპა, – ამის შესახებ იუწყება El País. გამოცემის ცნობით, მთებისა და ლაშქრობის სიყვარულით ცნობილი ანდიკი ამ დროს ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა ბიზნესმენის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ისაკ ანდიკმა ბრენდი […]