გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. მათივე ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
“მიხვდნენ რომ შარში იყვნენ და გაა*ვეს” – რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

გუშინ, პარლამენტის წინ, ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთება გადაიდო. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ საახალწლო ღონისძიების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გააკეთა. “მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ზეიმი, ” – განაცხადა თბილისის მერმა საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც ბოლო წუთებამდე პარლამენტის წინ, ნაძვის ხის ანთებას გეგმავდა. ჟურნალისტი და ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი […]
სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მანაგაძე დააკავეს

სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მანაგაძე გუშინ ღამით ადმინისტრაციული წესით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ნიკო მანაგაძის ადვოკატმა, მარიამ პატარიძემ განუცხადა. ადვოკატის განმარტებით, დაკავების დროს მასთან ერთად ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც ასევე დააკავეს. მისივე თქმით, ორივე მათგანი დიღომში, მესამე იზოლატორში არიან გადაყვანილები. ადვოკატის ვარაუდით, დაკავების მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ მანაგაძე პოლიციის სამმართველოში არ გამოცხადდა და მაგისტრატი მოსამართლის […]
დროა, სალომე ზურაბიშვილმა მოძებნოს ახალი სამსახური – დავით მათიკაშვილი
დროა, მოძებნოს ახალი სამსახური, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას. „მან თავისი მოღვაწეობა ძალიან დიდი სამწუხარო ნოტებით დაასრულა, რომლითაც ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ გაიაზრა, როგორი არ უნდა იყოს ქვეყნის პრეზიდენტი – ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, რის გამოც მას იმპიჩმენტი გამოუცხადა საკონსტიტუციო სასამართლომ. პროცესები განვითარდება იმ კონსტიტუციური წესით, რაც […]
საფრანგეთში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი მიგრანტი

საფრანგეთის ქალაქ დუნკერკის მახლობლად მდებარე ლოონ-პლაჟში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი და ორი მიგრანტია. ფრანგული მედიის ცნობით, 22 წლის მამაკაცი სროლის შემდეგ ხელისუფლებას ჩაბარდა და განაცხადა, რომ იყო თავდამსხმელი და რომ იმავე დღესვე მეხუთე ადამიანი ახლომდებარე ქალაქში მოკლა. ფრანგული მედიის […]
რომში წმინდა პეტრეს ბაზილიკის ნახვა სახლიდან გაუსვლელად მილიმეტრიანი სიზუსტითაა შესაძლებელი

მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ადამიანებს შეუძლიათ წმინდა პეტრეს ბაზილიკის ნახვა საკუთარი სახლიდანვე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი 3D ასლით, რომელიც ხელმისაწვდომია ონლაინ რეჟიმში. ეს ასლი ვატიკანისა და მაიკროსოფტის კორპორაციამ ერთობლივად დაამზადეს ცნობილი ტაძრის 400 000 ფოტოზე დაყრდნობით. გუნდმა გამოიყენა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები, რათა გააერთიანოს ისინი ყოვლისმომცველ 3D მოდელში. სამი კვირა დასჭირდა ტაძრის გადაღებას დრონების, კამერებისა და ლაზერების […]
„ოცნება” საკუთარ მომხრეებთან დამარცხდა“ – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო ხანაია: „დღეს ,,ქართული ოცნება” საკუთარ მომხრეებთან დამარცხდა. ვფიქრობ, პირველად იგრძნეს ასე ცხადად, როგორ მიატოვებს მათ დამარცხებული რეჟიმი და გაიქცევა. როგორც მდინარაძე გაექცა რუსთაველიდან იმ პარტაქტივს. დღეს პირველად გამოსცადეს ასე აშკარად, როგორ ფეხებზე დაიკიდებენ. მიატოვებენ ქუჩაში და თავად გაეცლებიან. ეტყვიან, წადით სახლებშიო ან თავში ქვა გიხლიათო. შეიძლება, საერთოდ არაფერი უთხრან.ასე მიატოვებენ საკუთარ თანაგუნდელებსაც, როგორც […]
„მამა ვაკის მრევლს დავემგზავრეთ გუშინ, ოპერასთან მიიღეს დავალება, ოპერაცია ჩაიშალაო. ისეთი ბედნიერები იყვნენ…“ – უტიაშვილი

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოტა უტიაშვილი: „რო გენახათ, რა სახით ეუბნებოდა კობახიძე აზერბაიჯნელ ჟურნალისტს, ჩვენაო, არ გვინდაო, თორეო იმდენ ხალხს გამოვიყვანთ ქუჩაშიო, მათი ფეხის ხნაზე გაქრება აქციაო: ცოტა ქედმაღლურად, ცოტა ირონიულად, ცოტა ყოვლისმცოდნე და ყოვლისმნახველი ადამიანის ღიმილით.და გუშინ რა მოხდა, ათი მშობელი ვერ შეაბეს, რომ ბავშვი მოეყვანა.მამა ვაკის მრევლს დავემგზავრეთ გუშინ მელიქიშვილიდან. ოპერასთან მიიღეს […]
ზურიკო დავითაშვილის “სენტ ეტიენს” ახალი მწვრთნელი ჰყავს

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარმა “სენტ ეტიენმა”, სადაც საქართველოს ნაკრების შემტევი ზურიკო დავითაშვილი თამაშობს, გვაუწყა, რომ მთავარი მწვრთნელი ოლივიე დალ’ოლიო გაათავისუფლა. კლუბი 60 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით ეროვნულ ჩემპიონატში გასავარდნ ზონაშია, ბოლო 5-დან 4 შეხვედრა წააგო და კარისკენ მიუთითეს. დავითაშვილის გუნდს დროებით ლორან ოუარდი უხელმძღვანელებს, რომელიც “სენტ ეტიენის” აკადემიის დირექტორის პოზიციას იკავებდა.
სტუდენტური მოძრაობის წევრი ნიკო მანაგაძე დააკავეს

გასულ ღამით, 11-ის ნახევარზე აქციიდან სახლისკენ მიმავალი სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი კობახიძის ყოფილი სტუდენტი ნიკო მანაგაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ნეტგაზეთთან ადვოკატი მარიამ პატარიძე ადასტურებს. მანაგაძე 173-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ნიკო მანაგაძის დაკავებას გამოეხმაურა პრეზიდენტი ზურაბიშვილიც და მომხდარს „ოცნების“ მხრიდან მიმდინარე ტერორის ფარგლებში მორიგი თვითნებური დაკავება […]