უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საბრძოლო იარაღს მივაწვდით – შოლცი

უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საბრძოლო იარაღს მივაწვდით – შოლცი გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცის სისტემებსა და საბრძოლო მასალებს გადასცემს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცი ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა: „უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საბრძოლო იარაღს უახლოესი კვირეების და თვეების განმავლობაში მივაწვდით. უკრაინის არმიის ყველაზე აუცილებელი საჭიროება ახლა საბრძოლო მასალაა – იარაღი და განსაკუთრებით […]

პარლამენტის სხდომა 3 საათის დაგვიანებით დაიწყო

დღეს, 11 ივნისს, მესამე მცდელობაზე პლენარულ სხდომათა დარბაზში საჭიროზე ერთით მეტი, 77 დეპუტატი დარეგისტრირდა და სხდომა დაიწყო. იქამდე რეგისტრაციის პროცედურა 2-ჯერ გაიმართა, თუმცა კვორუმი ვერ შედგა. ამიტომ, თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. საბოლოოდ, სხდომა 12-ის ნაცვლად 3-ზე, 3 საათის დაგვიანებით დაიწყო. პირველად სარეგისტრაციო ტაბლოზე 71 დეპუტატი დაფიქსირდა, მეორედ – 73. ბოლო ტექნიკური შესვენების დროს, […]

დეპუტატებმა შესაძლოა, პარლამენტის ტრიბუნა პოლიტიკური განცხადებებისთვის ვერ გამოიყენონ – პაპუაშვილის ოპოზიციას საპასუხი ზომებს დაჰპირდა

პარლამენტის პლენარული სხდომა 3-საათიანი დაგვიანებით გაიხსნა. 12:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე კვორუმი (76 დეპუტატი) ორი მცდელობის მიუხედავად ვერ შეივსო და ამიტომ შესვენება გამოცხადდა. დაახლოებით 15:00 საათზე საპარლამენტო უმრავლესობამ დეპუტატთა მობილიზება შეძლო და საბოლოოდ 77-მა პარლამენტარმა რეგისტრაცია გაიარა, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დეპუტატს ოპოზიციიდან, თეონა აქუბარდიას საპასუხო ზომების გატარებას დაჰპირდა. საქმე ის არის, რომ აქუბარდიამ […]

ოფიციალურად: კლოზემ გერმანული გუნდი ჩაიბარა

ცნობილმა გერმანელმა ფეხბურთელმა და ახლა უკვე მწვრთნელმა მიროსლავ კლოზე გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის ბინადარი “ნიურბერგი” ჩაიბარა, კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ეს სამენეჯერო ასპარეზზე მისი მესამე სამსახურია. წარსულში ის გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებსა ავსტრიულ “ალტახს” ავარჯიშებდა. “ნიურბერგმა” გასულ სეზონში მე-2 ბუნდესლიგაში მე-12 ადგილი დაიკავა.

რუსული კანონის გამო NGO-ები “ღია მმართველობა საქართველოს” საბჭოს ტოვებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ღია მმართველობა საქართელოს (OGP) საბჭოს ტოვებენ. ამის შესახებ NGO-ები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. აღნიშნავენ, რომ ხალხის ეროვნული ინტერესების, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების საწინააღმდეგოდ მიღებული რუსული კანონი არა მხოლოდ კონსტიტუციას, არამედ ვენეციის კომისიის დაკვნით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლებსაც. “ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შეფასებით, კანონი დისკრიმინაციულია, ახდენს სტიგმატიზაციას და ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და მოწყვლადი […]

პაპუაშვილი ოპოზიციას: პანდორას ყუთი გახსენით, შეგვიძლია ჩვენ არ გავიაროთ ხოლმე რეგისტრაცია

თქვენ ახლა პანდორას ყუთი გახსენით, ვინაიდან ოცნებას მიეცით საფუძველი, სხვა დროს თავად მმართველმა პარტიამ არ გაიაროს რეგისტრაცია სამშაბათს და დარჩებით პოლიტიკური განცხადებებისა და მედიაში აწეული სათაურების გარეშე.

ოდიშარია: ბატონი მაკრონი სადილად ჩვენ გვარიგებდა ჭკუას და თურმე სამხარზე არჩევნები წაუგია

ბატონ ბაიდენს, როცა სადარდებელი აქვს მთელი დედამიწის ბედი და უკრაინას ბოდიში მოუხადა, რომ დღეს ვერ გამოგიყავითო დახმარება და 1-2 თვეში გამოგიგზავნით საბრძოლო მასალებსო, ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხები და ბატონი მაკრონი აგერ სადილად ჩვენ გვარიგებდა ჭკუას და თურმე სამხარზე არჩევნები წაუგია და საერთოდ ლეგიტიმური არ ყოფილა და მიხედოს თავის ქვეყანას, თავის საქმეს და თავის პარტიას.

ეროვნულმა ბანკი იაფი ფულის პოლიტიკას დაუბრუნდა – რომან გოცირიძე

ეროვნულმა ბანკმა აურია. მაშინ, როცა არსებობს ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის საფრთხე, ე. წ. იაფი ფულის პოლიტიკას დაუბრუნდა, – ამის შესახებ პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე წერს და სებ-ის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს ეხმაურება. მისი თქმით, რუსული კანონის მიღების შემდეგ ქვეყანა სერიოზული რისკების წინაშე აღმოჩნდა. „ეროვნულმა ბანკმა აურია. მაშინ, როცა არსებობს ლარის გაუფასურებისა და ფასების […]

შოლცი: უკრაინა გერმანიისგან Patriot-ის მესამე სისტემას მიიღებს

11 ივნისს, ბერლინში ჩატარებულ უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინას საჰაერო თავდაცვის გასაუმჯობესებლად Patriot-ის მესამე სისტემის გადაცემას დაჰპირდა. კანცლერის თქმით, კიევი საზენიტო სისტემას მომდევნო თვეებში მიიღებს. შოლცმა ასევე მოუწოდა კონფერენციის ყველა მონაწილეს, მხარი დაუჭირონ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების ინიციატივას. “მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში ჩვენ უკრაინას Patriot-ის მესამე საჰაერო თავდაცვის სისტემას, IRIS-T-ს დანადგარს, […]

არასამთავრობოები რუსული კანონის გამო „ღია მმართველობის საბჭოს“ ტოვებენ

ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივს განცხადებას აქვეყენებს და ამბობს, რომ რუსული კანონის მიღების გამო ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს ტოვებენ. განცხადების ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრების მიერ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების საწინააღმდეგოდ მიღებული „რუსული კანონი“ (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, არამედ ვენეციის კომისიის დასკვნით წინააღმდეგობაში […]