ზელენსკი: ევროკავშირი სჭირდება ყველა ევროპელს – უკრაინელ ერს, საქართველოს მოსახლეობას

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ევროკავშირი სჭირდება ყველა ევროპელს, ყველა ერს, მათ შორის, ასეთი ერია უკრაინელები, საქართველოს მოსახლეობა და სხვები. ამის შესახებ ზელენსკიმ ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. “როგორც არ უნდა შეიცვალოს პოლიტიკური განწყობები ევროპაში, ჩვენი რეალობა ასეთია: ევროკავშირი სჭირდება ყველა ევროპელს გამონაკლისის გარეშე, ყველა ერს, რომელიც იზიარებს მთელი ევროპის საერთო ღირებულებებს და […]
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას – თქვენ ახლა გახსენით პანდორას ყუთი, მიეცით საშუალება უმრავლესობას, რომ სხვა დროს, სამშაბათს, არ გაიაროს რეგისტრაცია – დარჩებით თქვენი პოლიტიკური განცხადებებისა და მედიაში აწეული სათაურების გარეშე

თქვენ ახლა გახსენით პანდორას ყუთი, მიეცით საშუალება უმრავლესობას, რომ სხვა დროს, სამშაბათს, არ გაიაროს რეგისტრაცია – დარჩებით თქვენი პოლიტიკური განცხადებებისა და მედიაში აწეული სათაურების გარეშე, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტში პლენარულ სხდომათა დარბაზში მყოფ ოპოზიციონერ დეპუტატებს მას შემდეგ, რაც სხდომა მესამე ცდაზე გაიხსნა. მისივე თქმით, რეგისტრაციის არ გავლით უმრავლესობას არც ემატება და […]
ესტონეთის პარლამენტმა მიიღო განცხადება, რომელშიც გმობს საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ქმედებებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასა და „ევროპული ღირებულებების მიტოვებასთან დაკავშირებით“

რიიგიკოგუმ (ესტონეთის პარლამენტმა) მიიღო განცხადება, რომელშიც გმობს საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ქმედებებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასა და ევროპული ღირებულებების მიტოვებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული. ინფორმაციის თანახმად, რიიგიკოგუს 44 წევრის მიერ წარდგენილი განცხადების: „საქართველოში დემოკრატიის კრიზისის შესახებ“ მიღებას მხარი რიიგიკოგუს 57-მა წევრმა მხარი დაუჭირა და 13 წინააღმდეგი […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინას Patriot-ის კიდევ მინიმუმ შვიდი სისტემა სჭირდება

რუსეთის თავდასხმებისგან ძირითადი ურბანული აგლომერაციების დასაცავად საჭიროა Patriot-ის შვიდი სისტემა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ბერლინში მიმდინარეობს. მისი თქმით, უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ ნებისმიერი რუსული რაკეტისა და დრონის განადგურება შეუძლიათ. „უკრაინისთვის შავი ზღვა მოვიგეთ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების წყალობით შეგვიძლია გავანადგუროთ ნებისმიერი რუსული რაკეტა და დრონი“, […]
თინა ბოკუჩავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან პირველი შეხვედრა გამართა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ, პარტიის ცენტრალურ ოფისში ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან პირველი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ახალგაზრდების როლს ევროინტეგრაციის გზაზე, მათ ჩართულობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამომავლო გეგმებს შეეხებოდა. „დღეს შევხვდით ახალგაზრდებს. ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან […]
იგორ ნარმანია – „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ თავმჯდომარესთან ვისაუბრეთ პარტიის სამომავლო გეგმებზე, ახალგაზრდულ პოლიტიკაზე და მის მნიშვნელობაზე ქართულ პოლიტიკაში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალ თავმჯდომარესთან, თინა ბოკუჩავასთან ვისაუბრეთ პარტიის სამომავლო გეგმებზე, ახალგაზრდულ პოლიტიკაზე და მის მნიშვნელობაზე ქართულ პოლიტიკაში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა, იგორ ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, საუბარი ასევე შეეხებოდა სამომავლო გეგმებს, რომელიც ახალგაზრდების საარჩევნო პროცესში ჩართულობას უკავშირდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალ თავმჯდომარესთან, თინა ბოკუჩავასთან ვისაუბრეთ პარტიის სამომავლო გეგმებზე, ახალგაზრდულ […]
მალავის ვიცე-პრეზიდენტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

მალავის ვიცე-პრეზიდენტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას მალავის პრეზიდენტი ავრცელებს. მალავის პრეზიდენტის, ლაზარუს ჩაკვერას ცნობით, ერთდღიანი ძებნის შემდეგ, სამხედრო თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელშიც მალავის ვიცე-პრეზიდენტი, საულოს ჩილიმა და კიდევ ცხრა პირი იმყოფებოდა, ქვეყნის ჩრდილოეთით, მთიან მხარეში აღმოაჩინეს. ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა. შეგახსენებთ, მალავის მთავრობამ ვიცე-პრეზიდენტის თვითმფრინავის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.
შალვა პაპუაშვილი თეონა აქუბარდიას – სამარცხვინო ტყუილები ისმოდა თქვენგან – არ გრცხვენიათ? – როცა თქვენს კოლეგებს კეფაში ტყვიით ემუქრებოდნენ, ტაშს უკრავდით, ამას დაუფიქრდით!

სამარცხვინო… სამარცხვინო ტყუილები, რომელიც თქვენგან ისმოდა. რა მოწოდებაზე საუბრობთ, არ გრცხვენიათ? კონკრეტულად ეს ადამიანი, ორგანიზაცია „სირცხვილია“, „jamnews”, თქვენს კოლეგებს, როცა კეფაში ტყვიით ემუქრებოდნენ თქვენ ტაშს უკრავდით, ამას დაუფიქრდით!- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელმაც დეპუტატ თეონა აქუბარდიას მიმართა. მისი შეფასებით, კონკრეტული ორგანიზაციები და მათი თანამშრომლები, რომლებიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან და პარლამენტის წევრებს შეურაცხყოფას […]
ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების საკითხებზე შეხვედრა გამართა

ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების საკითხებზე შეხვედრა გამართა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში ცენტრის დირექტორმა, ნუგზარ ბერიძემ ქ. ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა. გარდა ამისა, მან მონაწილეებს ელექტროენერგეტიკული სექტორის მუშაობის პრინციპები გააცნო და […]
„ბატონი მაკრონი აგერ სადილად ჩვენ გვარიგებდა ჭკუას და თურმე სამხარზე არჩევნები წაუგია და საერთოდ ლეგიტიმური არ ყოფილა და მიხედოს თავის ქვეყანას“ – ბექა ოდიშარია

„ბატონი მაკრონი აგერ სადილად ჩვენ გვარიგებდა ჭკუას და თურმე სამხარზე არჩევნები წაუგია და საერთოდ ლეგიტიმური არ ყოფილა და მიხედოს თავის ქვეყანას“ – ბექა ოდიშარია „ოცნების“ დეპუტატი ბექა ოდიშარია აცხადებს: „ბატონ ბაიდენს, როცა სადარდებელი აქვს მთელი დედამიწის ბედი და უკრაინას ბოდიში მოუხადა, რომ დღეს ვერ გამოგიყავითო დახმარება და 1-2 თვეში გამოგიგზავნით საბრძოლო მასალებსო, მე ვფიქრობ, ეს […]