„აზიმუტი“ მოსკოვიდან ქუთაისშიც იფრენს

მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სახელისუფლებო მედია ავრცელებს. როგორც TACC წერს, „აზიმუტი“ ზაფხულის პერიოდში ფრენებს მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებით ივლისში დაიწყებს. კერძოდ, საუბარია 2 ივლისიდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში. ფრენები კვირაში ორჯერ — სამშაბათსა და პარასკევს — შესრულდება. ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ პირველი ფრენა ვნუკოვის აეროპორტიდან 07:10 საათზეა დაგეგმილი, ქუთაისში კი […]

არასამთავრობო ორგანიზაციები ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს ტოვებენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არღვევს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, ასევე მმართველობის წესებს, რის გამოც წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ როგორც საბჭო, ასევე მისი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას (ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს), მოამზადოს […]

პარლამენტის პლენარული სხდომა რიგით მესამე მცდელობაზე გაიხსნა

პარლამენტის პლენარული სხდომა რიგით მესამე მცდელობაზე გაიხსნა. რეგისტრაციის დროს ტაბლოზე 77 დეპუტატის ყოფნა დაფიქსირდა. რეგისტრაციის შედეგის გამოცხადების შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განცხადების გაკეთება ითხოვა, თუმცა სხდომის წამყვანმა, შალვა პაპუაშვილმა მიკროფონი არ ჩაურთო და მიზეზად დაასახელა ის, რომ მან რეგისტრაცია არ გაიარა. „ქალბატონო თეონა, თქვენ რეგისტრაცია რომ არ გაიარეთ, ამიტომ არ ირთვება თქვენი მიკროფონი. მართალია, […]

„აქედანვე ხელს დავუქნევ შალვა საწყალ პაპუასას “ – რას აქვეყნებს ზუკა ბერძენიშვილი

სასტიკად ნაცემი ზუკა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოსა და ტექსტს ავრცელებს: „მეგობრებო, ყველას მადლობა და ბოდიში რომ ვერ გპასუხობთ.

ჯანდაცვის სექტორის განვითარებისთვის ქვეყანა აზიის განვითარების ბანკისგან 46,3 მლნ ევროს სესხს მიიღებს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტზე იმსჯელა, რომელიც საქართველოში ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებას ითვალისწინებს. საკითხი – „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების პროგრამა)“ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას, რომელიც ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების პროგრამას მოიცავს, წელს მოეწერა ხელი. […]

პარლამენტის სესიის სხდომა მესამე მცდელობაზე დაიწყო – კვორუმი შედგა

პარლამენტის სესიის სხდომა მესამე მცდელობა დაიწყო. რეგისტრაცია 77-მა დეპუტატმა გაიარა შესაბამისად, კვორუმი მიღწეულია. კვორუმის მიღწევის შემდეგ, დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ტექნიკური პროცედურისთვის სიტყვა ითხოვა, თუმცა იმის გამო, რომ რეგისტრაცია არ გაუვლია, მიკროფონი არ ჩაირთო. აღნიშნულს ქართული ოცნებიდან ტაში და სიცილი მოჰყვა. სხდომის დაწყებამდე, აქუბარდია გეგმავდა, რომ მანდატურს დარბაზში მყოფი დეპუტატები გადაეთვალა. “გადათვლა უნდა მოითხოვოს პოლიტიკური ჯგუფის […]

ხუნდაძე აშშ-ის სანქციებზე: აქამდე დაშვებულ შეცდომებს კიდევ ერთი, უფრო უხეში დაუმატეს

ჩვენმა პარტნიორებმა აქამდე დაშვებულ შეცდომებს კიდევ ერთი, უფრო უხეში შეცდომა დაუმატეს და დეპუტატები და სამართალდამცავები დაასანქცირეს, თუმცა სიას არ აქვეყნებენ. კანონის მიღებისთვის, რომ კანონმდებლებს ასანქცირებენ, ეს მინიმუმ არადემოკრატიულია და თანაც სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა.

მის მორიგ ფიასკოს დიდი ალბათობით შემკვეთი-დონორი აუნაზღაურებს – ამ ხარჯების გამზეურებაც მოუწევთ პირველივე დეკლარაციის შევსებისას

მის მორიგ ფიასკოს დიდი ალბათობით შემკვეთი-დონორი აუნაზღაურებს – ამ ხარჯების გამზეურებაც მოუწევთ პირველივე დეკლარაციის შევსებისას “ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი ტვ პირველს ცილისწამების გამო სასამართლოში უჩივის. მისი თქმით, „ტვ პირველს“ მსგავსი საქმეები გიორგი ლილუაშვილთან, კახი კალაძესთან და ირაკლი კობახიძის დედასთან პირნათლად აქვთ წაგებული. მანვე აღნიშნა, […]

ფონ დერ ლაიენი: ვფიქრობთ, რომ უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკება თვის ბოლოს უნდა დაიწყოს

უკრაინამ შეასრულა ჩვენ მიერ გაწერილი ყველა ნაბიჯი და სწორედ ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოალაპარაკებები ამ თვის ბოლოს უნდა დაიწყოს. ძვირფასო ვოლოდომირ [ზელენსკი], ეს არის უკრაინის აღდგენის პირველი კონფერენცია, რომელიც ევროკავშირში ტარდება და თქვენი ქვეყნის ადგილიც სწორედ აქ არის. ხარკოვი ევროპაა, უკრაინა ევროპაა და ჩვენი კავშირი თქვენი სახლია.

„ევროკავშირმა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინასთან უნდა დაიწყოს უკვე ამ თვის ბოლოს“ – ურსულა ფონ დენ ლაიენი

უკრაინასთან EU-ში გაწევრებაზე მოლაპარაკებები ივნისის ბოლოს დაიწყება. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბერლინში მიმდინარე უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა: „რუსეთი იბრძვის, რათა დაასრულოს უკრაინა, უკრაინა იბრძვის იმისთვის, რომ ეს ომი დაასრულოს. რუსეთი წარსულისთვის იბრძვის, უკრაინა უკეთესი მომავლისთვის. რუსეთი ანგრევს, უკრაინა იცავს და ეს კონტრასტი ყველაზე კარგად ხარკოვში იგრძნობა. ორი წლის წინ ხარხკოველებმა რუსებს უკან დახევა […]