გურამ გურამიშვილმა TRACECA – ს მთავრობათაშორისი კომისიის მუდმივმოქმედი სამდივნოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა ევროპა-კავკასია-აზიის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის (TRACECA) მთავრობათაშორისი კომისიის მუდმივმოქმედი სამდივნოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა TRACECA – ს ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. მან ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ტრასეკას დერეფნის განვითარებაში და მის აქტიურ ჩართულობას ტრასეკას […]
შემოსავლების სამსახური – ყაზბეგში 1 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

ყაზბეგში 1 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში – ,,ყაზბეგი”, მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის ეჭვის საფუძველზე, სხეულის რენტგენო სკანერით დათვალიერების შედეგად, 3 სხვადასხვა შენადნობად დამზადებული 1,6 კილოგრამი არადეკლარირებული ოქრო აღმოიაჩინეს (აღნიშნული შენადნობები მოქალაქეს სხეულზე მალულად ჰქონდა განთავსებული). შემოსავლების […]
„ საგანგაშოა მოქალაქეების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, მით უფრო თუ თავდასხმის მიზეზი პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება“ – სახალხო დამცველი

„ საგანგაშოა მოქალაქეების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, მით უფრო თუ თავდასხმის მიზეზი პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება“ – სახალხო დამცველი სახალხო დამცველის აპარატი ბოლო დროს გახშირებულ ძალადობებზე განცხადებას ავრცელებს: „საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო პერიოდში მოქალაქეთა, მათ შორის, უფლებადამცველთა წინააღმდეგ გახშირებული თავდასხმების ფაქტებს. დღეს, 11 ივნისს, გავრცელდა ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე ფიზიკური თავდასხმის შესახებ.
„ნათლად ჩანს – რა უნდა დასავლეთს“ – ფრიდონ ინჯია

„ნათლად ჩანს – რა უნდა დასავლეთს“ – ფრიდონ ინჯია „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა: „გგონიათ, რის დაფინანსებასაც აკეთებს დასავლეთი, მათთვის ეს გამჭვირვალე არ არის? აბსოლუტურად ყველაფერი იციან, ყველა ცენტი მათთვის დათვლილია და არც ისე შემთხვევით, ყველაფერი გეგმის ნაწილია, რომელსაც მიზანი აქვს დაიპყროს საქართველო და იყოს მართვადი კოლონია, როგორც მათ ეს წარმოუდგენიათ. […]
„პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ „თქვენ ჯინაზე შემიძლია პარლამენტიც გავაუქმო, რადგან ცუდად იქცევითო“ – იაგო ხვიჩია

„პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ „თქვენ ჯინაზე შემიძლია პარლამენტიც გავაუქმო, რადგან ცუდად იქცევითო“ – იაგო ხვიჩია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ პლენარულ სხდოამზე განაცხადა: „ჩემთვის ძალიან ცუდი მოსასმენი იყო, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ „თქვენ ჯინაზე შემიძლია პარლამენტიც გავაუქმო, რადგან ცუდად იქცევითო“, თუმცა იმედი მაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა. ზუსტად იგივე ხდება ბოლო პერიოდის გავრცელებულ ნარატივთან […]
„სამარცხვინო, სამარცხვინო ტყუილები“ – შალვა პაპუაშვილი ზუკა ბერძენიშვილის ცემას ეხმაურება

„სამარცხვინო, სამარცხვინო ტყუილები“ – შალვა პაპუაშვილი ზუკა ბერძენიშვილის ცემას ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სამოქალაქო აქტივისტის, ზუკა ბერძენიშვილის ცემას ეხმაურება. შეგახსენებთ, ბერძენიშვილს მას შემდეგ დაესხნენ თავს, რაც პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში ე.წ. შავი სია გამოაქვეყნა: „სამარცხვინო, სამარცხვინო ტყუილები, რომლებიც თქვენგან ისმოდა – რა მოწოდებაზე საუბრობთ, არც გრცხვენიათ და დიახ, როდესაც ტერორით არიან დაკავებული ორგანიზაციები და კონკრეტულად […]
ლარი ისევ გაუფასურდა

ლარი ისევ გაუფასურდა ლარი ისევ გაუფასურდა – საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი დოლართან მიმართებით 1.56 თეთრით გაუფასურდა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8646 ლარი შეადგინა.
ლარი კვლავ გაუფასურდა – ეროვნული ვალუტის ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ცნობით, ლარი დოლართან და ევროსთან კვლავ გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 1.56 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8646 ლარი გახდა. ევროსთან მიმართებით ლარი 1.79 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0763 ლარი გახდა. 3.44 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.6504 ლარი გახდა. თურქული ლირას კურსმა 8.85 […]
არასამთავრობო ორგანიზაციები ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს ტოვებენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არღვევს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, ასევე მმართველობის წესებს, რის გამოც წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ როგორც საბჭო, ასევე მისი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. „საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრების მიერ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების, საქართველოს ევროპული და […]
3 ტექნოლოგიური ღონისძიება, რომელიც არ უნდა გამოტოვო ივნისის თვეში

თუ ტექნოლოგიებითა და მარკეტინგით ხართ დაინტერესებული, გაქვთ სტარტაპი ან უბრალოდ, გსურთ ახალი უნარები შეიძინოთ, წინ დატვირთული და საინტერესო ივნისი გელით. ამ ბლოგში მოგიყვებით 3 ღონისძიების შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინიშნოთ კალენდარზე. ტექნოლოგიური ღონისძიებების მთავარი სპონსორი წელს საქართველოს ბანკია: · მარტექ ფესტივალი Touch.Point მარტექ ფესტივალი 14 ივნისს არტარეას ტერიტორიაზე ჩატარდება. ღონისძიების მიზანი მარკეტინგის, კომუნიკაციებისა და კრეატიული […]