“ტორპედო” – პერისიჩი არც განხილულა, ნანიზე კლუბმა უარი თქვა, პატო და “რეინჯერსის” ნახევარმცველი რეალურია…

ქუთაისის “ტორპედოს” სატრანსფერო ამბებზე ბევრი იწერება. მამადუ სახოს გაოფიციალურების შემდეგ, ქართულ მედიაში ხორვატულ წყაროზე დაყრდნობით დაიწერა, რომ ქუთაისურ კლუბს მალე პორტუგალიელი ნანი და ხორვატი პერისიჩი შეუერთდებოდა. Sportall.ge-ს ინფორმაციით, ეს ტრანსფერები გამორიცხულია, თუმცა სხვა საინტერესო ვარიანტები არსებობს. ჩვენი წყაროს თანახმად, პერისიჩზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა, ნანისთან დაკავშირებით კი ყველა დეტალი ცნობილი იყო, საბოლოოდ კი ტრანსფერზე […]

გირჩი – მეტი თავისუფლება/დროა: ბერძენიშვილის ცემა პაპუაშვილის პასუხისმგებლობაა

გირჩი – მეტი თავისუფლება და დროა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მიიჩნევენ, რომ სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილის ცემა პირადად შალვა პაპუაშვილის პასუხისმგებლობაა. პარტიები აცხადებენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე სისხლის სამართლის დამნაშავეა. “მას შემდეგ, რაც პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში ზუკა ბერძენიშვილი ექსტრემიზმში დაადანაშაულა, აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს იყო ადამიანის მიზანში ამოღება, წაქეზება, რაც, სამწუხაროდ, არც პირველია და არც უკანასკნელი. […]

ზელენსკი: ყველა ევროპელს სჭირდება EU – უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს მოსახლეობას

ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის ერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, საქართველოს მოსახლეობაც ახსენა. მან როგორც უკრაინის, ასევე მოლდოვისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე გაამახვილა ყურადღება. “ეს არის პოლიტიკური დაპირისპირება, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად უნდა დავუპირისპირდეთ. რუსეთის მცდელობას, დაყოს და შეასუსტოს დემოკრატიული მსოფლიო. ეს არის ბრძოლა საერთო ევროპული […]

3 ტექნოლოგიური ღონისძიება, რომელიც არ უნდა გამოტოვო ივნისის თვეში

თუ ტექნოლოგიებითა და მარკეტინგით ხართ დაინტერესებული, გაქვთ სტარტაპი ან უბრალოდ, გსურთ ახალი უნარები შეიძინოთ, წინ დატვირთული და საინტერესო ივნისი გელით. ამ ბლოგში მოგიყვებით 3 ღონისძიების შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინიშნოთ კალენდარზე. ტექნოლოგიური ღონისძიებების მთავარი სპონსორი წელს საქართველოს ბანკია: 1. მარტექ ფესტივალი Touch.Point მარტექ ფესტივალი 14 ივნისს არტარეას ტერიტორიაზე ჩატარდება. ღონისძიების მიზანი მარკეტინგის, კომუნიკაციებისა და კრეატიული […]

იოანე ზოსიმეს ხელნაწერი მილიონ გირვანქა სტერლინგად

იოანე ზოსიმეს ხელნაწერი მილიონ გირვანქა სტერლინგად კრისტის აუქციონზე იყიდება. ბაია წიქორიძე: “ქართული ხელნაწერი – მილიონ გირვანქა სტერლინგად – საერთაშორისო აუქციონზე! იოანე ზოსიმეს ხელნაწერი კრისტის აუქციონზე! ფასი 1, 000 000 – 1, 500 000 გირვანქა სტერლინგი ! 11 ივნისს, ლონდონის Christie’s აუქციონზე Manuscript Masterpieces from The Schøyen Collection წარმოდგენილია სინაის მთის (ეგვიპტე) ხელნაწერი კოდექსი (პალიმფსესტი) არამეულ […]

მალავის ვიცე-პრეზიდენტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

11 ივნისს, მალავის პრეზიდენტმა ლაზარუს ჩაკვერამ დაადასტურა, რომ ერთდღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მიაგნეს დაკარგული სამხედრო თვითმფრინავის ნამსხვრევებს, რომელშიც ვიცე-პრეზიდენტი საულოს კლაუს ჩილიმა იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაღუპულია. ქვეყნის მთავრობამ ვიცე-პრეზიდენტის თვითმფრინავის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ერთი დღით ადრე, 10 ივნისს გაავრცელა. ვიცე-პრეზიდენტ ჩილიმასთან ერთად, ბორტზე კიდევ ცხრა პირი იმყოფებოდა. ნამსხვრევებად ქცეული თვითმფრინავი […]

„თიკა მშობლიური ენის დონეზე ფლობს რამდენიმე უცხო ენას და არის სამი შვილის დედა, ძალიან შეუპოვარი ადამიანია“ – სააკაშვილი პარტიულ ცვლილებებზე

სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის წერილი ვრცელდება: „თიკა პოლიტიკაში მოვიდა 2012 წელს არჩევნების შედეგად და უზარმაზარი პოლიტიკური გამოცდილება შეიძინა ბოლო 12 წელიწადში. თიკას ფანტასტიკური განათლება აქვს მიღებული. საშუალო სკოლა დაამთავრა ამერიკაში, შემდეგ დაასრულა ტაფტის უნივერსიტეტის სრული კურსი (ფლეტჩერის დიპლომატიური სკოლის, რომელშიც რამდენიმე წლის წინ მეც ვასწავლიდი), შემდეგ სწავლა გააგრძელა ევროპაში და დაამთავრა ჟენევის ძალიან პრესტიჟული საერთაშორისო […]

გირჩი-დროა ბერძენიშვილის ცემაზე: პირადად შალვა პაპუაშვილის პასუხისმგებლობაა

პარტიები გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა ზუკა ბერძენიშვილის ცემასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი პასუხისმგებლობას პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს აკისრებენ. “სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილის ცემა პირადად შალვა პაპუაშვილის პასუხისმგებლობაა და პარლამენტის თავმჯდომარე სისხლის სამართლის დამნაშავეა. მას შემდეგ, რაც პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში ზუკა ბერძენიშვილი ექსტრემიზმში დაადანაშაულა, აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს იყო ადამიანის მიზანში ამოღება, წაქეზება, რაც, სამწუხაროდ, […]

“აღიარონ, რომ სიუჟეტი იყო ცილისმწამებლური” – ღარიბაშვილის ოჯახი TV პირველს უჩივის

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ოჯახი TV პირველს სასამართლოში უჩივის. საქმე ეხება 6 აპრილს TV პირველის ეთერში, გადაცემა ნოდარ მელაძის შაბათში გასულ სიუჟეტს, რომელიც ფრანგულ კომპანიასა და შპს ღარიბაშვილის მარანს შორის, დედოფლისწყაროს რაიონში არსებული ღვინის ქარხნის გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულების დადებას ეხებოდა. საქალაქო სასამართლოში ღარიბაშვილის ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა სარჩელი უკვე შეიტანა. გიგუაშვილმა ჟურნალისტებს […]

ესტონეთის პარლამენტმა განცხადება მიიღო, სადაც საუბარია ბიძინა ივანიშვილის, მთავრობის წევრების, პარლამენტის ლიდერების და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ჯგუფის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასა და მათ შორის ევროკავშირში შესვლის აკრძალვაზე

რიიგიკოგუმ (ესტონეთის პარლამენტმა) მიიღო განცხადება, რომელშიც გმობს საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ქმედებებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასა და ევროპული ღირებულებების მიტოვებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული. ინფორმაციის თანახმად, რიიგიკოგუს 44 წევრის მიერ წარდგენილი განცხადების: „საქართველოში დემოკრატიის კრიზისის შესახებ“ მიღებას მხარი რიიგიკოგუს 57-მა წევრმა მხარი დაუჭირა და 13 წინააღმდეგი […]