საბურთალოზე რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება

12 ივნისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, ტყვარჩელის ქ. N2-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 12 ივნისის 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: საბურთალოს რაიონში: კვერნაძის, აკურის, ალექსიძის, ტყვარჩელის,აფაქიძის, ასლანიდის (ალმასიანი), ბერბუკის ქუჩებს.

ვიდეო, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ უყურებთ – რონალდოს ბრწყინვალე ჟესტი [VIDEO]

გუშინ, 11 ივნისს, ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ, პორტუგალიამ, ამხანაგურ მატჩში, საკუთარ მოედანზე ირლანდია 3:0 დაამარცხა. მატჩის დაწყებამდე პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანო რონალდო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვს მოედანზე გასვლაში დაეხმარა. შეგახსენებთ, აღნიშნულ შეხვედრაში რონალდომ დუბლი შეასრულა. 39 წლის რონალდომ ნაკრებში ნოემბრის შემდეგ პირველად გაიტანა – დუბლი შეასრულა. კრიშტიანოს ანგარიშზე ეროვნულ გუნდში 130 გოლია, რაც […]

უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთმა კომბინირებული შეტევისთვის 6 რაკეტა და 24 დრონი გამოიყენა

უკრაინაზე რუსეთის დღევანდელი კომბინირებული შეტევის შედეგად არიან დაშავებულები, დაზიანებულია სახლები. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის მიკოლა ოლეშჩუკის მიერ სოციალური ქსელებით დღეს, 12 ივნისს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 4 ფრთოსანი, 1 ბალისტიკური და 1 აერობალისტიკური რაკეტა და 24 უპილოტო საფრენი აპარატი. გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს ყველა დრონი და 6-დან 5 რაკეტა. სამიზნეების […]

ევრო 2024 | ნაკრების პირველი ვარჯიში ფელბერტში

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას გერმანიაში განაგრძობს. 11 ივნისს ქალაქ ფელბერტში მდებარე ჩვენი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე საქართველოს ნაკრებმა პირველად ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 12 ფეხბურთელი მონაწილეობდა, რომლებსაც მონტენეგროსთან ამხანაგურ შეხვედრაში არ უთამაშიათ ან მცირე სათამაშო დრო მიიღეს. გუნდის სხვა მოთამაშეებმა აღდგენით სავარჯიშო პროცესში მიიღეს მონაწილეობა. ევრო 2024-ისთვის მზადების ახალი ეტაპის და ევროპის ჩემპიონატის შესახებ კომენტარი […]

გუბერნატორი – ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოს დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა

ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოს დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამში“ წერს. „უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ შებეკინოს MLRS-ის გამოყენებით ცეცხლი გაუხსნეს. საცხოვრებელ ბინაში ჭურვის პირდაპირი დარტყმის შედეგად, მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა“, – წერს ბელგოროდის გუბერნატორი. მისივე თქმით, ორი დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მესამეს სამედიცინო დახმარება ადგილზე […]

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 5 რაკეტა და 24 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ წუხელ რუსების მიერ გაშვებული 30 რაკეტიდან და დრონიდან 29 გაანადგურა, – ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა 5 რაკეტა და 24 ე.წ. „კამიკაძე დრონი“ ჩამოაგდეს. უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს : Х-101/Х-555 ტიპის 4 ფრთოსანი რაკეტით, ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-მ“-ით, Х-47М2 ტიპის აერობალისტიკური, “კინჟალის” რაკეტით და […]

დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 12 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, ცინცაძის, ლეჩხუმის, ჭიჭინაძის, დიდი ჯიხაიშის, სანერგეს, სვანეთის, რიონჰესის, მრევლიშვილის, კოხრეიძის, ნოზაძის, იმერეთის, ჯანგირაშვილის, ხევსურეთის, სვანეთისხევის, ნიკო მარის, სააკაძის, მანჯგალაძის და ბენდელიანის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო […]

VELI.store – პირველი ქართული კომპანია “Worldef Istambul 2024”-ზე

6-8 ივნისს სტამბოლში რეგიონში წამყვანი E-commerce ღონისძიება “Worldef Istambul 2024” გაიმართა, რომელიც გლობალურ მასშტაბში ამ მიმართულებით წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება. ღონისძიება 20 000-მდე დამსწრეს, 200-ზე მეტ სპიკერსა და 40-ზე მეტი ქვეყნის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს აერთიანებს. სტამბოლში გამართულ ღონისძიებაზე Amazon-ის, Trendyol-ის, Alibaba Group-ისა და სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი იქომერს პლატფორმების წარმომადგენლებთან ერთად VELI.store-ის აღმასრულებელმა დირექტორმა […]

ანექსირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყება

12 ივნისს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო უკრაინის ქალაქ სევასტოპოლში, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული. მოსკოვის მიერ სევასტოპოლის „გუბერნატორად“ დანიშნული მიხაილ რაზვოჟაევის თანახმად, რუსმა სამხედროებმა უკრაინელების სარაკეტო შეტევა მოიგერიეს. რაზვოჟაევის მიერ ტელეგრამ-არხით გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტების ნამსხვრევები ქალაქის რამდენიმე საცხოვრებელ რაიონში ჩამოცვივდა, თუმცა, არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. სხვა წყაროებით ეს ცნობები დადასტურებული არ არის. რუსეთის […]

რიკოთზე გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ტალახის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთთან, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ტალახის გამო, გზის გაწმენდამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა. სამუშაოების დასრულებისთანავე კი, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაუყოვნებლივ აღდგა ორმხრივ რეჟიმში.