დღეს პარლამენტი სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენს

დღეს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენს. სუს-ის მიერ წინა წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ამსახველ დოკუმენტს, რომელიც პარლამენტში წერილობითი ფორმით აპრილის თვეში შევიდა, თავდაპირველად სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოისმენენ. ანგარიშს თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი წარადგენს. საკომიტეტო განხილვის შემდეგ […]
ვიქტორ ჯაფარიძე – აეროპორტში პოლიციის თანამშრომლები ჩემი „მიწვევის“ გარეშეც ასრულებენ მოვალეობას, რასაც თავად ინციდენტში მონაწილე გოგონა დაადასტურებს, პოლიციელს „კანვასის“ ტრენინგებზე დასწავლილი მეთოდებით რომ ესაუბრებოდა

„ხალხის ძალის“ რეგიონული მდივანი, ვიქტორ ჯაფარიძე, თბილისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება. ჯაფარიძის განცხადებით, „რადიკალებისგან მსგავს გამოხტომებს სერიოზულად აღარ აღიქვამს“. რაც შეეხება იმას, რომ მან „პოლიციაში დარეკა” ან „ახალგაზრდა გოგო დააჭერინა“, დეპუტატის თქმით, მსგავს ინფორმაციას სამარცხვინოები ავრცელებენ, ვინაიდან, პოლიცია ჯაფარიძის გარეშე ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას. „მსურს გამოვეხმაურო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რომლის შემდეგაც ჩემს წინააღმდეგ რადიკალურმა […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ივნისს 08:00-დან 08:10 საათამდე და 09:50-დან 10:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, ნატახტარი, საგურამო, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში; 08:00-დან 10:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში აღმაშენებლის, არმაზის, რუსთაველის, წერეთლის და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში კაიშაურები, მთა ვარცლა, ნადიბაანი, ქუმლისციხე […]
რატი იონათამიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ მრჩეველს შშმ პირთა საერთაშორისო უფლებების საკითხებში სარა მინკარას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ მრჩეველს შშმ პირთა საერთაშორისო უფლებების საკითხებში სარა მინკარას შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე რატი იონათამიშვილმა სარა მინკარანას საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ პროგრესი და გამოწვევები გააცნო. მხარეებმა თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით ორმხრივი ვიზიტების შესაძლებლობის აუცილებლობაზე ისაუბრეს. შეხვედრა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის […]
რუსეთმა კიევს რაკეტებით და დრონებით შეუტია

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე კომბინირებული იერიში მიიტანეს. პასუხად ამოქმედებული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დღეს, 12 ივნისს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ კიევს სამხრეთიდან შეუტია ფრთოსანი რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. ადმინისტრაციის თანახმად, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა სამიზნე გაანადგურეს. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი და ნგრევა არ არის. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია მოგერიებული რუსული […]
“სანქციები ეხება ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს, რომლებიც ვნებს ხალხის ინტერესებს” – უილიამ კორტნი

“სანქციების საკითხი არაა იმის შესახებ, ვინ მეგობარია და ვინ – არა. ეს ეხება იმას, დგამს თუ არა ქვეყანა ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს, რომლებიც ვნებს ხალხის ინტერესებს”, – ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი. ელჩი ერთ-ერთი მომხსენებელი იყო, რომელიც გასულ კვირას ამერიკის კონგრესში, ჰელსინკის კომისიის წევრთა წინაშე წარდგა და საქართველოში არსებულ დემოკრატიის გამოწვევებზე ისაუბრა. ამერიკის […]
კიმ ჩენ ინი ვლადიმერ პუტინს – გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერას რუსეთის არმიისა და ხალხის მიმართ, რომლებიც სამართლიანობისა და სიმართლისთვის იბრძვიან

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „რუსეთის დღეს“ ულოცავს და აცხადებს, რომ დარწმუნებულია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მისალოც წერილში კიმ ჩენ ინი აღნიშნავს, რომ პუტინის „ენერგიული და ერთგული ხელმძღვანელობით“ რუსი ხალხი გადალახავს სხვადასხვა გამოწვევებს, როგორიცაა სანქციები და „ზეწოლა მტრული ძალების მხრიდან“. კიმ ჩენ […]
აშშ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს

შეერთებული შტატები “დიდი შვიდეულის“ სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების და ექსპორტის კონტროლის ზომების გამოცხადებას გეგმავს, – ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა. მისი თქმით, ვაშინგტონი დააწესებს მთელ რიგ ახალ ეფექტურ სანქციებს და ექსპორტის კონტროლს იმ ორგანიზაციებისა და ქსელების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს უკრაინაში ომის წარმოებაში ეხმარებიან. ამასთან, კირბის თქმით, […]
ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის 240 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინას საჰაერო თავდაცვის ზომებისთვის 240 მილიონი ევროს გამოუყოფენ. „ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის აქტივობებისთვის 240 მილიონ ევროს გამოყოფს. გერმანიამ დღეს დაადასტურა, რომ დააფინანსებს Patriot-ის სისტემის ხელახალ შესყიდვას ნორვეგიასთან, დანიათან და ნიდერლანდებთან ერთად, რათა Patriot-ის 100 რაკეტა სწრაფად გაიგზავნოს უკრაინაში. ნორვეგია ამ თანამშრომლობისთვის 125 მილიონ ევროს გამოყოფს“, – აღნიშნულია ნორვეგიის საგარეო უწყების […]
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. ქვეყნის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რუსებმა სხვადასხვა მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. უკრაინული მედიის ცნობით, კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსებმა დედაქალაქისკენ რაკეტები გაუშვეს და საჰაერო თავდაცვის ძალები თავდასხმას იგერიებენ. “საჰაერო განგაში გრძელდება! დედაქალაქში საჰაერო თავდაცვა მოქმედებს. დარჩით თავშესაფრებში განგაშის დასრულებამდე!” – აცხადებენ კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.