აშშ-ში საფერავის მესამე ფესტივალი „საფერიკა“ გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაციის „საფერიკა“ ორგანიზებით, ნიუ-იორკის შტატის ფინგერ ლეიკსის რეგიონში საფერავის ორდღიანი ფესტივალი „საფერიკა“ გაიმართა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული საფერავის ჯიშის ღვინოები, როგორც საქართველოდან, ისე ფინგერ ლეიკსის რეგიონიდან. აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკის შტატში, ფინგერ ლეიკსის რეგიონში, უკვე 60 წელია, ადგილობრივ ღვინის მწარმოებლებს საფერავისა და რქაწითლის ჯიშების ყურძენი აქვთ […]

რას წარმოადგენს კოვიდის ახალი ქვეშტამი KP.2 და როდისაა მოსალოდნელი საქართველოში გავრცელების პიკი – გიორგი ფხაკაძის რეკომენდაციები

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ქვევარიანტი. KP.2 ვრცელდება, ეგრეთ წოდებული FliRT ვარიანტებიდან ერთ-ერთი, რომელთაც მეტსახელები მათი მუტაციების მიხედვით დაერქვათ, KP.2 გახდა დომინანტური კორონავირუსის შტამი შეერთებულ შტატებში, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანახმად. FliRT-ის ამ ვარიანტებს აქვთ გარკვეული საერთო მუტაციები, მაგრამ მაინც არიან კორონავირუსების Omicron ოჯახის ნაწილი. 28 აპრილიდან 11 მაისამდე პერიოდში, ახალი შემთხვევების თითქმის 30% გამოწვეული […]

სომხეთს და აშშ-ს შორის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე გაიზრდება

სომხეთისა და შეერთებული შტატების დელეგაციებს შორის სტრატეგიული დიალოგის დასკვნითი შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს. NEWS.am-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, მხარეები პარტნიორობის დონის ამაღლებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსული მედია წერს. „შეხვედრის დროს სომხეთმა და აშშ-მ განიხილეს პროგრესი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში და ჩამოაყალიბეს ხედვა მომავალ წელს კავშირების გაღრმავების შესახებ, რომელიც ჩამოყალიბდება ურთიერთგაგების მემორანდუმში, რომელიც ამაღლებს ორმხრივი […]

როგორ ეხმარება საქართველოს ბანკის ტექშეთავაზებები My Boba-ს რეკლამის შექმნაში

ბიზნესის ზრდისთვის ეფექტური რეკლამის შექმნა და პოტენციურ მომხმარებელთა განსაზღვრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ პროცესების დაგეგმვისა და განხორციელების მხრივ, Google Ads გლობალურად ლიდერი სარეკლამო პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს ხილვადობისა და გაყიდვების ზრდაში ეხმარება. Google Ads-ის მეშვეობით, Google-ში სარეკლამო კამპანიების შექმნა, მართვა და ოპტიმიზაციაა შესაძლებელი, რეკლამის ნახვა კი მომხმარებლებს Search, Display და Video სივრცეებში შეუძლიათ. საქართველოს ბანკის ტექშეთავაზების […]

მიხეილ დაუშვილი – თუ ქალბატონი სალომე იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი, მივესალმებით – ჩვენგან მას აქვს სრული მხარდაჭერა იმ საქმეებში, რასაც აკეთებს

ქალბატონი სალომე თუ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი, მისასალმებელი ფაქტი იქნება – ჩვენგან მას აქვს სრული მხარდაჭერა იმ საქმეებში, რასაც ჩვენი ქვეყნის მომავლის უზრუნველყოფისთვის აკეთებს, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას აღნიშნა. მისი თქმით, პარტია “გახარია საქართველოსთვის” “ქართულ ქარტიაში” აღნიშნული რეფორმების გეგმას სრულად იზიარებს. “მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, როდესაც მეკითხებით […]

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვეს

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის მედიის ინფორმაციით, მასიური სარაკეტო თავდასხმა, გუშინ სამხრეთ ლიბანში განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაზე „ჰეზბოლას“ პასუხს წარმოადგენს, რომლის შედეგადაც, დაჯგუფების ერთ-ერთი მეთაური თალებ აბდულა და კიდევ სამი მებრძოლი დაიღუპა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

IDF-ის ცნობით, ჰეზბოლამ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა ისროლა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჰეზბოლამ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა ისროლა. ეს თავდასხმა ჰამას-ისრაელის ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური იერიშია ისრაელის ჩრდილოეთის ფრონტზე. გავრცელებული ინფორმაციით, ჰეზბოლას ამ მასშტაბურ იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია. როგორც ცნობილია, იერიშის მთავარი სამიზნე ქალაქი ტიბერიასი იყო. 11 ივნისს ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში ჰერმელის ოლქზე მიიტანეს იერიში, რასაც ჰეზბოლას […]

13 წლის გოგოს ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერები გაასაჯაროვა – სსს-მ 1 პირი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 13 წლის გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 19 წლის მამაკაცი დააკავეს. სსს-ს ცნობით, ბრალდებულმა გამოგონილი სახელით, სოციალური ქსელ Facebook-ის საშუალებით, 13 წლის გოგო გაიცნო. გაცნობიდან მალევე, მათ შორის მიმოწერამ მიიღო ინტენსიური ხასიათი, ყოველდღიურად საუბრობდნენ ერთმანეთთან Facebook/Messenger-ის ვიდეოზარების საშუალებით, რა დროსაც ბრალდებულმა დაშინებით და შანტაჟით, არასრულწლოვანი აიძულა მის წინაშე გაშიშვლებულიყო, წინააღმდეგ […]

კვარაცხელია რონალდოს წინააღმდეგ – ოცნება, რომელიც ხდება და ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის საინტერესო მატჩი…

ოცნებები აუცილებლად ხდება, თუ მისთვის ყველაფერს გააკეთებ. ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლებლობა მიეცა, საკუთარ კუმირს, უკვე 39 წლის კრიშტიანო რონალდოს დაუპირისპირდეს და ამის შანსი საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩშია – ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში. ეს იქნება შეხვედრა, რომელიც ნეიტრალური გულშემატკივრების აშკარა ინტერესს გამოიწვევს. ერთ დროს ჩვენს ნაკრებს ასეთი ხელწერა ჰქონდა, ფავორიტების წინააღმდეგ უკეთ თამაშობდა და […]

ბალდის კანიონთან აქტივისტების დაჭრის საქმეზე 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბალდის კანიონთან მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტების დაჭრის საქმეზე გასულ ღამეს ორი პირი დააკავა. დაკავებულები არიან ძმები – 1979 წელს დაბადებული გ.ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო 1983 წელს დაბადებული გ.ხ. მუქარის ბრალდებით. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც შსს აცხადებს, ბრალდებულმა გ.ხ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელი 1991 წელს დაბადებული მ.ბ. […]