“ჯოვანის დაველაპარაკები, მაგრამ ვიცი, რომ აზრს არ შეიცვლის” – დი ლორენცოს აგენტი

“ნაპოლის” კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო, დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდს შეიცვლის, ამის შესახებ ინფორმაცია თავად ფეხბურთელის აგენტმა ჯოვანი გიუფრედიმ დაადასტურა. Corriere dello Sport-ის ცნობით, “პარტენოპეის” ახალ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს გამოცდილი მცველის შენარჩუნება სურდა, თუმცა იტალიელი “ნაპოლის” ფანების საქციელით იმედგაცრუებულია და კლუბის დატოვება მყარად აქვს გადაწყვეტილი. მოგეხსენებათ, სერია A-ს ბოლო ტურში ნეაპოლური კლუბის გულშემატკივრებმა […]

რუსი პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად მარათონი მიმდინარეობს

დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალებები „კორუფციასთან ბრძოლის ფონდთან“ ერთად ატარებენ მარათონს პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად. მარათონი „შენ მარტო არ ხარ“ 12 ივნისს, დილიდან დაიწყო. მისი მიზანია პოლიტიკური ნიშნით გასამართლებულების და მათი ოჯახების დახმარება აქციის ორგანიზატორებს შორის არიან რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადებული დამოუკიდებელი გამოცემები „მედიაზონა“ და „მედუზა“ და ტელეარხი „დოჟდი“. „მედუზას“ ვებსაიტზე წერია, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშატაბიანი შეჭრის […]

რეგიონში დემოკრატიის ინდექსში საქართველო სომხეთს ჩამორჩება – Economist Intelligence

Economist Intelligence-ის დემოკრატიის ინდექსში, 2023 წელს საქართველო იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, სადაც დემოკრატიას გარკვეული ხარვეზები აქვს და 167 ქვეყანას შორის 89-ე ადგილზეა 10-დან 5.2 ქულით. ამ შედეგით ქვეყანა ჩამორჩება სომხეთს, მაგრამ რეგიონში დანარჩენ ქვეყნებზე – აზერბაიჯანზე, თურქეთსა და რუსეთსა წინაა. რუსეთი, ჩინეთი და ირანი კი ბოლო 25-ეულში არიან. კვლევაში ქვეყნების დემოკრატიის ინდექსი რამდენიმე ინდიკატორის მიხედვით […]

აშშ G7-ის სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს

აშშ G7-ის სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების და ექსპორტის კონტროლის ზომების გამოცხადებას გეგმავს, – ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა. მისი თქმით, ვაშინგტონი დააწესებს მთელ რიგ ახალ ეფექტურ სანქციებს და ექსპორტის კონტროლს იმ ორგანიზაციებისა და ქსელების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს უკრაინაში ომის წარმოებაში ეხმარებიან. შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ 50-ე სამიტი […]

გიორგი პერტაია მსხვილ თურქულ ბიზნეს კომპანიებს შეხვდა

სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს ქვეშ არსებულ მსოფლიოს თურქ ბიზნესმენთა საბჭოს წარმომადგენლებს უმასპინძლა. აღნიშნული საბჭო აერთიანებს წამყვან და მსხვილ თურქ ბიზნესმენთა ასოციაციებსა და ორგანიზაციებს, რომლის მთავარი მიზანია თურქი ბიზნეს წრეების კავშირების გაძლიერება. მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ქვეყნებს შორის საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. პალატის პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეებთან, ქვეყნის საინვესტიციო […]

თეონა აქუბარდია – სუს-ი ამბობს, რომ საოკუპაციო რეჟიმი აფხაზეთში ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს ქართულ-აფხაზური დიალოგი – ჩნდება კითხვა, როგორ მოხდა, რომ რუსეთის ინტერესები „ქართულმა ოცნებამ“ ღიად განახორციელა თბილისში?

სუს-ი ღიად წერს, რომ საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებულ აფხაზეთში დასავლური დონორებისგან დაფინანსებულო ორგანიზაციების შეზღუდვით ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს ქართულ-აფხაზური დიალოგი – ჩნდება კითხვა, როგორ მოხდა ის, რომ რუსეთის ინტერესები “ქართულმა ოცნებამ” პირდაპირ ღიად განახორციელა თბილისში? – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამ კითხვაზე პასუხი ნათელია, რომ […]

ილია დარჩიაშვილი – პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში მოიტანს ახალ იმპულსს ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით

პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში მოიტანს ახალ იმპულსს ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გერმანიაში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველო მყარად და თანმიმდევრულად უდგას მხარში უკრაინას. „გერმანიაში ჩატარებული ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა უკრაინის აღდგენას და დახმარებას, რომლის ორგანიზებაშიც უშუალოდ […]

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ანდეზიტში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ანდეზიტში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გზის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს სოფელ ანდეზიტში, შიდა ჩიხების მოასფალტებას. ჯამში, დასახლებაში გზის საფარის 1 700 მეტრიანი მონაკვეთი მოეწყობა. „ანდეზიტში გზის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 148 417 ლარი გამოიყო, სამუშაოებს შპს ,,ბილტმორი” ასრულებს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. […]

Traveler National Geographic Traveler-ის გერმანული ვერსია, საქართველოს გასტრო ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას ავრცელებს

National Geographic Traveler-ის გერმანული ვერსია, საქართველოს გასტრო ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას ავრცელებს. გამოცემის ჟურნალისტმა ვერნერ ზიფერმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა და ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, ჟურნალისტის მიერ სტატიაში საქართველოში საოჯახო მარნები, ღვინის მომზადების წესები და გერმანული დასახლებებია აღწერილი. „ღვინის წარმოება საქართველოში […]

რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ ქართველ ქალ მოხალისეს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველ მოხალისე ქალს, რუსუდან ივანეიშვილს. მას ბრალად ედება “შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობა”. როგორც რუსული მედია წერს, 1995 წელს დაბადებული რუსუდან ივანეიშვილი, რომელიც იმერეთიდან, ტყიბულის მუნიციპალიტეტიდანაა, საქართველოს თავდაცვის ძალებში ირიცხებოდა და 2016 წელს მონაწილეობდა ავღანეთში NATO-ს ოპერაცია “გადამწყვეტ მხარდაჭერაში”. რუსული მედია ირწმუნება, რომ 2022 წელს ივანეიშვილი […]