დღეს პარლამენტი სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენს

დღეს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენს. ანგარიშს თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი წარადგენს. საკომიტეტო განხილვის შემდეგ პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც სუს-ის უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმენენ.

დიდი ჰესები ასაშენებელია, ნენსკრა, ხუდონი და ნამოხვანი უნდა აშენდეს – მაია მელიქიძე

„ჩვენ კრიტიკულად ვთვლით, რომ დიდი ჰესები ასაშენებელია, ნენსკრა, ხუდონი და ნამოხვანი უნდა აშენდეს“, – ამის შესახებ „კომერსანტის“ დილის ეთერში „გრედას“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ განაცხადა. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება უზარმაზარი გამოწვევა ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის მხრივ. „საქართველო უმდიდრესი ქვეყანაა რესურსების თვალსაზრისით. ჩვენ ჰიდროენერგეტიკის მხრივ ძალიან დიდი შანსი გვაქვს, რომ უფრო მეტი გაკეთდეს. განსაკუთრებით მცირე […]

ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის სტუდენტებისთვის კულინარიის პროგრამაზე სწავლა დაიწყო

ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის სტუდენტებისთვის კულინარიის პროფესიული პროგრამაზე სწავლა დაიწყო. მომავალი ერთი თვის მანძილზე ხუთი მსურველი ცენტრის დაფინანსებით კულინარიის პროფესიის საფუძვლებს შეისწავლის. კულინარიის პროფესიული პროგრამა “აჭარა ჯგუფთან” თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება და განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც სურს მიიღოს საბაზისო ცოდნა, რომელიც საჭიროა კულინარიული პროფესიის დასაწყებად. კულინარიის პრაქტიკული კურსი ტარდება თბილისში, აჭარა ჯგუფის სასტუმროებსა და კვების ობიექტებში. კულინარიის […]

“მინდა ჩემს მომავალზე პატარა კომენტარი გავაკეთო – მიქაუტაძე “მონაკოსთან” დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე L’equipe-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ გუშინ გაავრცელა ცნობა, რომ მიქაუტაძე “მონაკოს” მალე შეუერთებოდა. ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. “მინდა პატარა კომენტარი გავაკეთო ჩემს მომავალზე. არ მითქვამს პასუხი არცერთი გუნდისთვის. როცა გადაწყვეტილებას მივიღებ, სიამოვნებით ვიტყვი”, – დაწერა მიქაუტაძემ საკუთარ “ინსტაგრამ” გვერდზე. შეგახსენებთ, მიქაუტაძის დამატებით “მონაკო”, “ლიონი” და “რენი” […]

მადლობას ვუხდით ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც, არაერთ საქვეყნო საქმესთან ერთად, ჩვენი კულტურული საგანძური უმნიშვნელოვანესი ხელნაწერითაც გაამდიდრა – ილია II

მადლობას ვუხდით ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც, არაერთ საქვეყნო საქმესთან ერთად, ჩვენი კულტურული საგანძური უმნიშვნელოვანესი ხელნაწერითაც გაამდიდრა – ილია II განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც, არაერთ საქვეყნო საქმესთან ერთად, ჩვენი კულტურული საგანძური ამ უმნიშვნელოვანესი ხელნაწერითაც გაამდიდრა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II განცხადებაში წერს. პატრიარქის თქმით, […]

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 13 წლის გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, 19 წლის ბიჭი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 19 წლის მამაკაცი. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის აპრილში, ბრალდებულმა, გამოგონილი სახელით სოციალური ქსელ FACEBOOK-ის საშუალებით 13 წლის გოგო გაიცნო. გაცნობიდან მალევე, მათ შორის მიმოწერამ მიიღო ინტენსიური ხასიათი, ისინი ყოველდღიურად საუბრობდნენ ერთმანეთთან Facebook/Messenger-ის ვიდეოზარების საშუალებით, რა დროსაც ბრალდებულმა დაშინებით […]

ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტი გამართა

ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტი გამართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. „ფილარმონიაში გამართულ კონცერტს ესწრებოდნენ: საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები. ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო […]

The New York Times – აშშ უკრაინას Patriot-ის კიდევ ერთ სისტემას გადასცემს

აშშ უკრაინას Patriot-ის კიდევ ერთ სისტემას გადასცემს, – ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. NYT-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის კიდევ ერთი Patriot-ის სისტემის გადაცემის გადაწყვეტილება გასულ კვირას, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ გამართული მაღალი დონის შეხვედრებისა და შიდა დებატების შემდეგ მიიღო. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, […]

„აფხაზეთის დღისადმი“ მიძღვნილი საღამოს ფარგლებში აფხაზურენოვანი მუსიკალური ალბომის „ერთ სიმღერას ვმღერით“ პრეზენტაცია გაიმართა

ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზში „აფხაზეთის დღე-2024“ აღინიშნა, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, „ბრავო რექორდსის“ მიერ შექმნილი აფხაზურენოვანი მუსიკალური ალბომის „ერთ სიმღერას ვმღერით“ პრეზენტაცია გაიმართა. როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წელს პირველად აფხაზეთის დღის აღნიშვნა აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებსა და ახალგაზრდებს, ასევე, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მათ თანატოლებს მიეძღვნა. „საღამოზე დამსწრე საზოგადოებას […]

აშშ-ში საფერავის III ფესტივალი „საფერიკა” გაიმართა – ამერიკაში ქართული ღვინის საშუალო ფასი $6.15-ია

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაციის „საფერიკა“ ორგანიზებით, ნიუ-იორკის შტატის ფინგერ ლეიკსის რეგიონში საფერავის ორდღიანი ფესტივალი „საფერიკა“ გაიმართა. სააგენტოს ცნობით, ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული საფერავის ჯიშის ღვინოები, როგორც საქართველოდან, ისე ფინგერ ლეიკსის რეგიონიდან. აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკის შტატში, ფინგერ ლეიკსის რეგიონში, უკვე 60 წელია, ადგილობრივ ღვინის მწარმოებლებს საფერავისა და რქაწითელის ჯიშების […]