ბეჟაშვილი: მზად ვართ, ნებისმიერ დათმობაზე წავიდეთ – ეს ვერ იქნება პარტიული არჩევნები

[ერთიანი ნაციონალური მოძრაობა] ვაცხადებთ, რომ გახსნილები ვართ ნებისმიერი ერთიანობისთვის და მზად ვართ, ნებისმიერ დათმობაზე წავიდეთ. ამ დათმობების მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დღეს ეს არჩევნები პარტიული არჩევნები ვერ იქნება, ამ არჩევნებში უნდა წარმოჩნდეს ერთის მხრივ ხალხი და მეორეს მხრივ რუსული ოცნება. ამიტომ, ხალხს უნდა მივცეთ მაქსიმალურად შესაძლებლობა, რომ გამოხატოს ევროპული პერსპექტივებისადმი მხარდაჭერა. ჩვენ პოლიტიკოსებს გვაქვს […]
ლარი დოლართან და ევროსთან ისევ გაუფასურდა – 12 ივნისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.18 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 0.71 თეთრით. 12 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8664 ლარია, ერთი ევროსი – 3.0834 ლარი. კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.92 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.16 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.88 ლარია, ევროსი – 3.11 ლარი. რუსული კანონის მიღების შემდეგ […]
გაერო: ისრაელმა და „ჰამასმა“ ომის დანაშაულები ჩაიდინეს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ „ჰამასმა“ და ისრაელმა ღაზაში მიმდინარე ომის ადრეულ ეტაპზე ომის დანაშაულები ჩაიდინეს. გაეროს ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ისე როგორც „ჰამასის“, ასევე ისრაელის ქმედებები, სამოქალაქო მოსახლეობის უზარმაზარი დანაკარგების გამო, წარმოადგენს დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ . დასკვნა, გაეროს საგამოძიებო კომისიამ ორი სხვადასხვა ანგარიშის მიხედვით მოამზადა. ერთი ანგარიში სრულად იყო ფოკუსირებული ისრაელზე […]
მაკრონი ოპონენტებს მოუწოდებს, ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ საარჩევნო პაქტს შეუერთდნენ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ოთხშაბათს, 12 ივნისს, მოუწოდა მეტოქე პარტიებს, პოლიტიკური ცენტრის ორივე მხარეს, შეუერთდნენ მას დემოკრატიული ალიანსის ჩამოყალიბებაში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე ეროვნული მოძრაობის (RN) წინააღმდეგ მომავალ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში. ”მე არ მსურს 2027 წელს რადიკალ მემარჯვენეებს ძალაუფლების გასაღები მივცე, ამიტომ სრულად მესმის ახსნა-განმარტებისკენ მოწოდება,” – თქვა მან და დასძინა, რომ RN-ის პოლიტიკა მუშებსა […]
“ივანიშვილი შეუთანხმდა მეპატრონეს, რომ გაეყიდა და გარანტიაც მისცა…” – გოცირიძე

არავინ გამოიტანდა აუქციონზე ნივთს გასაყიდად, თუ არ იქნებოდა დარწმუნებული, რომ იგი სასურველ ფასად გაიყიდებოდა. იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი რომ კერძო კოლექციაში ინახებოდა, ეს ყველასთვის იყო ცნობილი. თავისი გაფუჭებული იმიჯი რომ გამოესწორებინა, ბიძინა ივანიშვილი შეუთანხმდა მის მეპატრონეს, რომ გაეყიდა და გარანტიაც მისცა, რომ იყიდიდა კონკრეტულ ფასად. ხელნაწერი “კრისტის” აუქციონზე საწყის ფასად, ერთ მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. აუქციონი ფაქტობრივად […]
POLITICO ასახელებს, ვინ დაიკავებს ევროკავშირში წამყვან თანამდებობებს

გამოცემა POLITICO-ს ცნობით, თითქმის გადაწყვეტილია, თუ ვინ დაიკავებს ევროკავშირში წამყვან თანამდებობებს. გამოცემა თავის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის ტოპ-4 თანამდებობის გადანაწილებაზე კონსენსუსი უჩვეულოდ სწრაფად მიღწევადია. POLITICO-ს თანახმად, ევროკავშირში წამყვანი თანამდებობა შემდეგნაირად გადანაწილდება: · ევროკომისიის პრეზიდენტი – ისევ გერმანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი იქნება, რომელიც ევროპარლამენტის არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ „სახალხო პარტიის“ (EPP) წარმომადგენელია; · […]
ნიკოლ ფაშინიანი – თუ სომხეთის მოსახლეობას ხელისუფლების შეცვლა სურს, მაშინ მოსახლეობა ხელისუფლებას შეცვლის

თუ სომხეთის რესპუბლიკის მოსახლეობას ხელისუფლების შეცვლა სურს, მაშინ სომხეთის რესპუბლიკის მოსახლეობა ხელისუფლებას შეცვლის, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა. „თუ სომხეთის რესპუბლიკის მოსახლეობას ხელისუფლების შეცვლა სურს, მაშინ სომხეთის რესპუბლიკის მოსახლეობა ამ ცვლილებას განახორციელებს. დილიდან პარლამენტის სხდომათა დარბაზში ვარ. ოპოზიციისგან არანაირი განცხადება არ მომისმენია“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. დღეს, სომხეთის პარლამენტში მთავრობა […]
რომან გოცირიძე – „რუსულმა კანონმა“ ლარის კურსზე მძიმედ იმოქმედა და მისი მკვეთრი გაუფასურების თავიდან ასაცილებლად ეროვნულ ბანკს ბოლო ერთ თვეში, 168 მილიონი დოლარის გაყიდვა მოუწია

„რუსულმა კანონმა“ ლარის კურსზე მძიმედ იმოქმედა და მისი მკვეთრი გაუფასურების თავიდან ასაცილებლად ეროვნულ ბანკს ბოლო ერთ თვეში, 168 მილიონი დოლარის გაყიდვა მოუწია – მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა ცდილობს, დემაგოგიური განცხადებებით გადაეფაროს მთავრობას და ლარის გაუფასურება ერთჯერადი მოთხოვნის ზრდით ახსნას, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, “რუსული კანონის” მიღების შემდეგ ქვეყანა […]
გრიგოლ ლილუაშვილი – 2023 წელს საქართველოში ტერორისტული ორგანიზაციების მნიშვნელოვან აქტივობას ადგილი არ ჰქონია, ხოლო ტერორიზმის დაფინანსების შესაძლებლობები უკიდურესად შემცირდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, 2023 წელს საქართველოში ტერორისტული ორგანიზაციების მნიშვნელოვან აქტივობას ადგილი არ ჰქონია. როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, ამავე პერიოდში ქვეყანაში სტრუქტურიზებული ტერორისტული ჯგუფი არ არსებობდა, ხოლო ტერორიზმის დაფინანსების შესაძლებლობები უკიდურესად შემცირებული იქნა. „2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კონტრტერორისტული მიმართულებით საქმიანობას აქტიურად განაგრძობდა. მიმდინარეობდა ტერორიზმის წინააღმდეგ […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივნისს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: აღდგომლიანთკარი, მისაქციელი, ნავაზი, ქსოვრისი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 11:05 საათამდე და 12:55-დან 13:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ბურიანი, ნავდარაანთკარი, ზაქარო, კევლიანი და მიმდებარე სოფლებში; 16:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში – ავთანდილის, […]