„კერხერმა“ ჰორეკა და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებისთვის გამოფენა – „როდესაც ბიზნესში ჰიგიენა ყველაზე მნიშვნელოვანია“ წარმოადგინა

თბილისში, მიმდინარე წლის 22 და 23 მაისს „ექსპო ჯორჯიაში“ „კერხერმა“ ჰორეკა და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებისთვის გამოფენა – „როდესაც ბიზნესში ჰიგიენა ყველაზე მნიშვნელოვანია“ წარმოადგინა. სტუმრებს „კერხერის“ წარმომადგენლებმა 50-მდე პროდუქცია გააცნეს, რომელიც აქტიურად გამოიყენება დასუფთავების დარგში მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე პროფესიონალური დანიშნულებით. ღონისძიების ფარგლებში, 200-მდე სტუმარს, 2 დღის განმავლობაში, საშუალება ჰქონდა, გასცნობოდა როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე […]
პანდემიის შემდეგ ყველაზე სწრაფად MICE ტურიზმი გაიზარდა – „ლოპოტა სპა რეზორტი“

“ლოპოტა სპა რეზორტისთვის” MICE ტურიზმი საკმაოდ მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს, – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორთან” სასტუმროს კომერციულმა დირექტორმა მაკა ღლიღვაშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, კომპანია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს MICE ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებაზე როგორც მარკეტინგული მიმართულებით, ისე ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით. “ყოველწლიურად ვმონაწილეობთ სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში,სადაც რეალურად ბიზნეს ტურიზმის წარმომადგენლებს ვხვდებით. მოთხოვნა არის, თუმცა, მზარდი ტენდენციაა და ვფიქრობთ, რომ […]
ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას დატოვებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას დატოვებს. „დავტოვებთ, გადავწყვეტთ როდის“, – განაცხადა ფაშინიანმა პარლამენტში „სამთავრობო საათის“ დროს, ოპოზიციონერი დეპუტატის შენიშვნაზე პასუხისას, თუ რატომ არ ტოვებს ორგანიზაციას სომხეთი, როცა მის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს. მისივე თქმით, სომხეთი ორგანიზაციას დატოვებს და გაერთიანებაში უკან აღარ დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ სომხეთმა დააჩქარა დასავლეთის ქვეყნებთან დაახლოება 2023 […]
ბერძენიშვილი: თავდასხმა მანამდეც მზადდებოდა, პაპუაშვილმა კი ამ ტორტს ალუბალი დაადო

აშკარად, თავდასხმა მანამდეც მზადდებოდა, თუმცა შალვა პაპუაშვილმა პირდაპირ რაღაცა თავისი ალუბალი დაადო ამ ტორტს და სულ მალე მოუწევს, თავიდან ბოლომდე თავად მიირთვას […] პაპუაშვილი თავის თავზე რამდენს იღებს, ეს კი გამიკვირდა და ცოტა უჩვეულოდ მომეჩვენა. მე მგონი, გაექცა, ნამეტანი მოსდის. ამხელა თანამდებობის პირს ასე პირდაპირ, კონკრეტულ დანაშაულთან ამხელა კავშირი – ბიძინას მონებიც კი ცდილობენ ხოლმე, […]
აზერბაიჯანის ნაკრები ცნობილმა პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჩაიბარა

აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელად 69 წლის პორტუგალიელი ფერნანდუ სანტუში დანიშნეს. ხვალ მას ოფიციალურად წარადგენენ და კონტრაქტის დეტალები გახდება ცნობილი. ფერნანდუ სანტუშის ხელმძღვანელობით პორტუგალია 2016 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. ის ადრე “ეშტორილს”, “ეშტრელას”, “პორტუს”, აეკ-ს (ორჯერ), “პანათინაიკოსს”, “სპორტინგს”, “ბენფიკას”, “პაოკს”, აგრეთვე პოლონეთისა და საბერძნეთის ნაკრებებს ედგა სათავეში. ბოლოს “ბეშიქთაშში” მუშაობდა, რომელიც აპრილში დატოვა.
შენგელაის “ვირტუსი” მილანში ბოლო წამებზე დამარცხდა და ფინალურ სერიაში 1:2 ჩამორჩა

თანაბარ და დრამატულ ბრძოლაში თორნიკე შენგელიას “ვირტუსმა” მილანში “ოლიმპიასთან” 78:81 წააგო და იტალიის სერია A-ს ფინალურ სერიაში 1:2 ჩამორჩა. ბოლონიელებს ბოლო წამებზე ჰქონდათ თამაშის ოვერტაიმში გადაყვანის შანსი, მაგრამ თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო მსროლელმა, მარკო ბელინელიმ ბოლო წამებზე სამქულიანი ააცილა. შედეგად, ბოლონიელებმა ვერ გამოიყენეს მოედნის უპირატესობის მოპოვების შანსი და ახლა ჩემპიონობასთან ახლოს მილანური გუნდია. დიახ, იტალიის ჩემპიონატში […]
კობახიძე და კალაძე გერმანიაში ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდნენ

საქართველოს მთავრობა ავრცელებს ირაკლი კობახიძისა და კახა კალაძის ნაკრების ფეხბურთელებთან შეხვედრის ამსახველ ფოტოებს. მთავრობაში აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრი კობახიძე დიუსელდორფში ჩავიდა და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობამდე ქართველ ფეხბურთელებს წარმატებები უსურვა. ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა და აღნიშნა, რომ მათ ევროპის ჩემპიონატზე, მრავალრიცხოვან ქართველ […]
ბაქო: მთიანი ყარაბაღიდან სრულად გავიდა რუსეთის სამხედრო კონტინგენტი

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დასრულდა ქვეყნის ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების გასვლის პროცესი. “პირადმა შემადგენლობამ, შეიარაღებამ და მშვიდობის დამცველთა კონტინგენტის ტექნიკამ მთლიანად დატოვა ჩვემი ტერიტორია” – ნათქვამია განცხადებაში. იქვე გამოქვეყნებულია ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია რუსეთის დროშით გადაადგილებული საბრძოლო ტექნიკა, როგორც ჩანს აზერბაიჯანის ტერიტორიის დატოვების პროცესში. მოსკოვს ამ ცნობაზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია. მთიანი ყარაბაღის და ე.წ. ლაჩინის […]
პოლიციამ ბალდის კანიონზე მშენებლობის მოწინააღმდეგე დააკავა

პოლიციამ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე, ინდიკო ბჟალავა მუქარის ბრალდებით დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 11ივნისს, ბრალდებული მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 41 წლის სოფო შავყულაშვილი, მათ შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. 31 წლის ინდიკო ბჟალავას დაკავება მოულოდნელი აღმოჩნდა ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის. კანიონზე მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მიერ გავრცელებული განცხადების […]
მელია: ზურაბიშვილის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ევროინტეგრაციის გზაზე

განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილის ნათქვამ ნამოქმედარი სრულად ასახავს ქართველი ხალხის ნებას და რა თქმა უნდა, მომდევნო პერიოდში მე ვფიქრობ, პარტია ახალი ფიქრობს, მისი ჩართულობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის გზაზე. რაც შეეხება საპრეზიდენტო საერთო კანდიდატობას, რა თქმა უნდა, პარტია ახალს პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული… როგორც კი ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ, რომ პოზიცია უნდა […]