POLITICO ასახელებს, ვინ დაიკავებს ევროკავშირში წამყვან თანამდებობებს

გამოცემა POLITICO-ს ცნობით, თითქმის გადაწყვეტილია, თუ ვინ დაიკავებს ევროკავშირში წამყვან თანამდებობებს.
გამოცემა თავის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის ტოპ-4 თანამდებობის გადანაწილებაზე კონსენსუსი უჩვეულოდ სწრაფად მიღწევადია.
POLITICO-ს თანახმად, ევროკავშირში წამყვანი თანამდებობა შემდეგნაირად გადანაწილდება:
· ევროკომისიის პრეზიდენტი – ისევ გერმანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი იქნება, რომელიც ევროპარლამენტის არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ „სახალხო პარტიის“ (EPP) წარმომადგენელია;
· ევროპული საბჭოს პრეზიდენტი – პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანტონიო კოშტა იქნება, რომელიც ევროპარლამენტის არჩევნებში მეორე ადგილზე გასულ სოციალ-დემოკრატების ალიანსს წარმოადგენს;
· ევროპარლამენტის პრეზიდენტი – ისევ მალტელი პოლიტიკოსი, რობერტა მეცოლა იქნება, რომელიც „სახალხო პარტიის“ (EPP) წარმომადგენელია;
· ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი – ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი იქნება, რომელიც ევროპარლამენტში მესამე ადგილზე გასულ Renew Europe-ის (განაახლე ევროპა) წარმომადგენელია.
POLITICO ევროპელ დიპლომატზე წერს, რომ შეთანხმების საბოლოო მონახაზს ევროკავშირის ლიდერები 17 ივნისს არაფორმალურ ვახშამზე შეჯერდებიან, თუმცა ოფიციალური გადაწყვეტილების მიღება 27-28 ივნისს დაგეგმილ ევროპული საბჭოს სხდომამდე არ მოხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ზურაბიშვილი: იტყვი რამეს და ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფას შეგტენიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მომენტში და ციხეში გაგიშვებენ. არადა როგორ გინდა არ თქვა?

გივი მიქანაძე „სიცრუესა“ და „დეზინფორმაციულ კამპანიას“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის გურიაში სახლს საბავშვო ბაღის ადგილას აშენებს და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს